მთავარი პოლიტიკა ირაკლი კობახიძე – ბათუმში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად პარტიის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციების...

ირაკლი კობახიძე – ბათუმში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად პარტიის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

216
0

ქართული ოცნებისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ბათუმში, პარტიის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა.

ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმაბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ეკა სეფაშვილი, ზაალ მიქელაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსთავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის გონიოკვარიათის  საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.