ბათუმში, სასტუმრო ,,ლე მერიდიენში” ,,გახარია საქართველოსთვის” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ რეზვან როტუნს შეხვდა.
,,შეხვედრაზე როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განვიხილეთ.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, მეგობარი ქვეყნების ელჩებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა“-აცხადებს ირაკლი მიქელაძე.