მთავარი პოლიტიკა მამუკა მდინარაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ეს პარტია, არის ომის და ღალატის...

მამუკა მდინარაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ეს პარტია, არის ომის და ღალატის ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ

716
0

ეს პარტია, არის ომის და ღალატის ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და  ამით თავის ქვეყანას ღალატობენ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძეემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საუბარია იმ პარტიაზე, რომელმაც, როდესაც საქართველოში ომი იყო, თავის სამხედრო მოსამსახურეებს  ომის დანაშაული დააბრალა და ომის დანაშაულის მტკიცებულება რუსეთის სასარგებლოდ გადამალა.

„ეს პარტია, არის ომის და ღალატის, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და  ამით თავის ქვეყანას ღალატობენ. საუბარი გვაქვს იმ პარტიაზე, რომელმაც, როდესაც საქართველოში იყო ომი, თავის სამხედრო მოსამსახურეებს დააბრალა ომის დანაშაული და სინამდვილეში ვინც ომის დანაშაულის ჩამდენი იყო და ამის მტკიცებულება არსებობდა – ისკანდერის ნაწილები, ეს ისკანდერის ნაწილები გადამალეს და შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლების მოსაძიებელი გახდა ეს ყველაფერი. თვითონ დააბრალეს ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული და ომის დანაშაულის მტკიცებულება რუსეთის სასარგებლოდ გადამალეს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.