მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის მერიაში – სამუშაო შეხვედრა გაიმართა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე

ბათუმის მერიაში – სამუშაო შეხვედრა გაიმართა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე

203
0

დღეს ბათუმის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრაბათუმი ავარიული სახლების გარეშესახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაშიმონაწილეობის მსურველი დეველოპერული კომპანიების წინადადებების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის წევრებთან.

აღნიშნული კომისია აჭარის მთავრობის განკარგულებით შეიქმნა.

კომისია უზრუნველყოფსბათუმი ავარიული სახლების გარეშესახელმწიფო მიზნობრივი პროგრამითდადგენილ პირობებთან პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დეველოპერული წინადადებების შესაბამისობის თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას.

დღეის მდგომარეობით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე 120 საცხოვრებელ სახლზე მომზადდა საექსპერტო დასკვნა.

აქედან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას 17 მისამართიდან ქირაში გაყვანილი ჰყავს217 ოჯახი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია დაახლოებით 302 განცხადება, რომელიც ეხება ავარიულ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ ეტაპზე, 46 მისამართზე მიმდინარეობს ექსპერტიზა, ხოლო დანარჩენი მისამართების დათვალიერება/შესწავლა ეტაპობრივად ხორციელდება.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, შესაძლო ავარიული, ამორტიზებული და საფრთხისშემცველი სხვა შენობანაგებობების გამოვლენის ღონისძიებებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ შეიქმნა შერეული სამთავრობო კომისია, რომელიცმიზნად ისახავს დეველოპერული კომპანიების შემოთავაზებების განხილვასბათუმიავარიული სახლების გარეშეპროგრამის ფარგლებში.

ბუნებრივია, პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც სხვადასხვა ადმინისტრაციულიორგანოს, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

ამ ეტაპისათვის, როგორც კერძო სექტორთან შეხვედრისას გვქონდა დანაპირები, 120 მისამართზე ჩატარდა ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი პროცედურები, შენობებს მიენიჭა ავარიულობის სტატუსიაღნიშნული ნუსხა გასაჯაროვდება. ამავდროულად, 300-მდე მისამართზე სრულად განხორციელდება საექსპერტო კვლევები, რის შემდეგაც დამატებითი წინადადებები იქნება მიწოდებული კერძო სექტორისა და დეველოპერებისათვის“ – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

კომისიას უხელმძღვანელებს აჭარის .. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითიმოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე. კომისიის წევრები არიან ბათუმის მერიის, აჭარის .. მთავრობის აპარატის, აჭარის .. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.