მთავარი პოლიტიკა შეუერთდება თუ არა „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს?!

შეუერთდება თუ არა „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს?!

3920
0

,,ნაციონალური მოძრაობა,, უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.  აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა.

პარტიის განცხადებით, საპროტესტო აქციები 6 მაისს დაიწყება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე.

,,მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ იქნას გადაყვანილი, უცხოეთში შესაბამის კლინიკაში, რადგან მისი ჯანმრთელობა იქნას გაუმჯობესებული და სიცოცხლე გადარჩენილი, საპროტესო აქციები დაიწყება 6 მაისს”- განაცხადა მამუკა ქობულაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმაზე შეურთდებიან თუ არა სხვა პარტიები? მამუკა ქობულაძე ასე პასუხობს: ,,ნაციონალური მოძრაობა” იწყებს ყოველთვის აქციებს პირველი და მერე უერთდებიან სხვა პარტიები,“ – განაცხადა მამუკა ქობულაძემ.

ლელოშიკი აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებული მედიკოსთა ჯგუფი პროფესიონალები არიან.

თუ ისინი საუბრობენ მიხეილ სააკაშვილოს საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობაზე არშეიძლება ამაში შევიტანოთ ეჭვი, ლელო არ შეუერთდება დაანონსებულ აქციებს, თუმცაიზიარებს ექიმთა რეკომემდაციებს ამ მიმართულებით. საუბარია ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, რაც არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების საკითხი. ეს არის გარანტია იმისა, რომ თუ ოდესმე დღეს მოქმედი ხელისუფლების  ლიდერები აღმოჩნდებიან იმავე მდგომარეობაში, როგორც დღეს არის მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ მაშინაც ვიქნებით იმავე აზრზე, როგორც დღეს, ვიმეორებ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური კინკლაობა’’-აცხადებს ვაჟა დარჩია.

სტრატეგია აღმაშენებლშიკი აცხადებენ, რომ პარტიაში ამ საკითხზე არ უმსჯელიათ.

,,პირადად თუ ჩემი სადმე ყოფნა დაეხმარება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს აუცილებლად გავალ. რაც შეეხება პარტიას, ამ საკითხზე არ უმსჯელია. პარტიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე  არაა  საქართველოში“, – აცხადებს ბექა დიასამიძე.

ხვიჩა მამულაძე