დავით ჩხარტიშვილი: VII ნაწილი / აჭარის ტელევიზიის შესახებ და არა მხოლოდ!..
მე-7 ეპიზოდის რადიკალიზაციისთვის, დავუბრუნდები მომენტს, საიდანაც მეექვსე ნაწილი დავიწყე და არ დავასრულე გარკვეული მოსაზრებების გამო – 34 წლისთავის აღნიშვნას! რადგანაც მეგონა, თუ სტრუქტურულ ტრანსფორმაციას არა, ფასადურ ცვლილებებს მაინც წამოიწყებდნენ წინამდებარე ციკლის შემხედვარე. ღია საუბარს პრობლემებზე, გადაფასებას, იმიტაციას მაინც, და ა.შ. როდი – სიტუაცია „აჭარის ტელევიზიაში“, გაუმჯობესების ნაცვლად, გართულდა; სევდიანი ღიმილით ვუყურებდი მაშინ, ამ უტიფრობითა და უნიჭობით გაჟღენთილ „ნადიმს შავი ჭირის დროს“. თუ როგორი სახარებისეული სიხარულით ზეიმობდა რეიტინგების ბოლოში მოჩანჩალე, კულტორორლოგიული შემადგენლიდან დაცლილი, მდარე გემოვნების და იდეა გამოშიგნული უწყების თანამშრომლების ნაწილი მორიგი სირცხვილის წელს. თუ როგორ იღებდა საგანგებოდ შერჩეული მოქალაქეებისგან მილოცვებს, ისეთ პათეტიკურ სტილში, რომ მსოფლიოს წარჩინებულ ტელეკომპანიებსაც კი შეშურდებოდა მსგავსი ფანკლუბის არსებობა. განსაკუთრებული თვითტკბობით ამ უტიფრობის აღლუში ხელფასმომატებული, მუდმივ ნეტარყუჩობაში ჩაძირული ბორდის წევრები გამოირჩეოდნენ და რა თქმა უნდა, ახალი დირექტორის ფავორიტები. იმდენად რუხი და არაფრისმთქმელი სახეებით, რომ ამათ ფონზე, წინა დირექტორის რჩეულთა წრე, კაშკაშა თანავარსკვლავედათ გამოიყურებოდა.
მაუწყებლის ძველმა ელიტამ, აბა არც კი შეიმჩნია ეს იუბილე, ან სულაც მორიგი ფრაზებით შემოიფარგლა სოციალურ ქსელში… მესმის კიდეც მათი ირონიის – გარდა იმისა რომ, კაპანაძის შერჩეული და აღზევებულნი, ბევრად წარჩინებულად მოსჩანდნენ ამ უსახური კოხრეიძისეული მასის ფონზე, ტელევიზიის სიღრმეებში გადანაცვლებულნი, ისინი დღეს ბევრად უკეთ აკეთებენ თავის ძირგამომთხრელ, ანტიქართულ საქმეს ვიდრე მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სადავეებიც ეპყროთ.
იურიდიულად კი მოხდა მათი ჩანაცვლება ტოპ-მენეჯმენტის დონეზე, მაგრამ რეალური ხელისუფლება, ანუ ის რაც აწარმოებს სატელევიზიო პროდუქტს და სულისკვეთებას სინამდვილეში, მაინც მაგათ ხელში დარჩა. ბატონი კოხრეიძე, მისი ამალითურთ, ინგლისის დედოფლის რანგშია ჩაყენებული-მეთქი. მხოლოდ ფორმალურადღა უძღვება უწყებას – უუნარობისა და ფრიად ვიწრო, „მედუქნის“ დონის თვალსაწიერის გამო. არადა დასაწყისში ხელთ ჰქონდა, ყველა შანსი და ფუნდამენტურ ცვლილებებზე მანდატიც. გამოდის, რომ ბევრად უკეთეს პოზიციაზე აღმოჩნდა ეს ძველი დაჯგუფება და სულ ტყუილა იქნა გადაყენებული ქალბატონი კაპანაძეც. ფუჭი იყო ეს კონკურსები, აურზაური, ხალხის წყრომაც „აჭარის ტელევიზიაში“ გაბატონებული სატელევზიო კონტენტისა, ტინგიცობის და მემარცხენე ლიბერალური მსოფლაღქმის მქონე, დომინანტი გუნდის ბოგინის გამო. ისრებმა კი გადაინაცვლა, პრეტენზიები დიდწილად პროფშეუსაბამო ახალ დირექტორისკენაა მიმართული, მაგრამ ქართულ საქმეს მაინც ესენი აფუჭებენ. უფრო სწორად, აგრძელებენ კაპანაძის დროინდელ ნეოლიბერალურ დისკურს და პასუხსაც ვეღარავინ ითხოვს. როგორც, ეს მაგალითად კაპანაძის შემთხვევაში მოხერხდა, რომელიც ამ წრის ორგანული ნაწილი და მათგანვე ნაწარმოები ფიგურა გახლდათ. ესენი ხომ საერთოდ გამიჯნულნი არიან ახალ ადმინისტრაციას – ფორმალურად ვერც კი შეედავები. რადგანაც ფორმალური პსუხისმგებლობა მანდ, გადანაწილებულია უუნარო ახალ დირექტორსა, მის მოყვანილ რამოდენიმე კაცზე და ბორდზე.
ფაქტი სახეზეა, მისია სამარცხვინოდ ჩაფლავებული, და ბატონ კოხრეიძეს ნატამალი სინდისი რომ ჰქონდეს შერჩენილი, წესით უკვე გადამდგარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, კაცს რომელმაც მთელი აჭარის თვალწინ ასე უტიფრად და ნეპოტიზმის წყალობით დაიკავა წესითა და რიგით სხვისი ადგილი, რა ნამუსზე და თავმოყვარეობაზე უნდა ელაპარაკო?
ლოგიკური კითხვაც იბადება – მაშინ როგორღა ინარჩუნებს აქამდე ამ ადგილს ასეთი კადრი? თანაც ბათუმისთის უცხო, უისტორიო და უავტორიტეტო პერსონა? თემაში ჩაუხედავიც კი ხვდება, რომ იქ, რეფორმას „მორალური უპირატესობის“ და „სიცხადის“ გარეშე ვერ გაატარებ, რაც კოხრეიძეს უბრალოდ არ გააჩნია, არაა მისი ბუნების ნაწილი. მის კოგნიტიურ შესაძლებლობებზე და თავშივე გამომჟღავნებულ „კვაჭობაზე“, რომ აღარაფერი ვთქვა. მაშ როგორ დაუშვეს, საკვანძო რეგიონის ესოდენ მნიშვნელოვანი მედიაბერკეტის მასზე მიბარება? ვგონებ, ბევრს აწყობს და მაგიტომაც; აწყობს მაგალითად „მეგობარი ქვეყნების“ ელჩებს, სანამ მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს და გაირკვა ახალი საერთშორისო დღის წესრიგი. ასევე, მანამ დაინგრა ეპოქის ფუძემდებლური ილუზიები. „მიშისტური“ ტელევიზიებისთვის მისაღებია როგორც მაგალითი იმისა, თუ რა არაკომპეტენტურ კადრებს ანიჭებენ უპირატესობას გარკვეული წრეები ხელისუფლებაში. მისაღებია „აჭარის ტელევიზიის“ იმ ნაწილისთვის, ვინც წლებია „კარმუშკად“ იქცია ეს ბედოვლათი უწყება და ნებისმიერ რეფორმას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს. რა თქმა უნდა, მისაღებია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“, რომლის პარტიული მარკერები მაგ ტელევიზიის სავიზიტო ბართადაა ქცეული. თავისთავად, ძველი თანამშრომლების იმ კლასტერისთვისაც მისაღებია, ვინც კოხრეიძის უუნარობისა გამო თავისფლად აგრძელებს ნეოლიბერალური კოდების იმპლემენტაციას აჭარის მოსახლეობაში, ამავე დროს ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოკლებულია და ა.შ.
სიტყვაზე, არ ეგონოს ვინმეს რომ „აჭარის ტელევიზიაში“ ამ მხრივ, რამე უნიკალური ხდება: ეს ფენომენი მთელი ქვეყნის მასშტაბით გვხდება, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში სადაც 2012-ის მერე კოალიციურ რეჟიმში მოსულმა და შემდეგ დაშლილმა „ოცნებამ“, ამ ანტიმიშისტური ერთობიდან გასული პარტიების ლიდერშიპის იდეური მიმდევრები („რესპუბლიკელები“, ალასანია and so on, და ენჯეო-სექტორი) არათუ დაიტოვა, ენდო და ქალაქები, მთელი ინსტიტუტები მიანდო. ასე იყო აჭარაშიც, სადაც ამ შემთხვევაში ალასანიას დაჯგუფებამ, „ოცნების“ მანდატით, მოახერხა და ჯერ აჭარის უმაღლესი საბჭო დააკომპლექტა, მერე მაგ საბჭომვე წინანდელი ბორდი, შემდეგ კი ბორდმა ეს კაპანაძე და მისი ამალა აღაზევა. დაახლოებით ასეთივე კაუზალურობით მოხდა რეგიონის დანარჩენ უწყებებში მსგავსი ფსიქოტიპის და ბექგრაუნდის კადრების ჩანერგვაც – პორტირება, შეღწევა, და ბოლო-ბოლო, ვერტიკლაში დამკვიდრება… „არასწორად შეკრული პირველი ფოლაქის“ პრინციპით. ასეთივე, არასწორად მოჭრილი თარგით, პროცესები განვითარდა სხვა მიმართულებებითაც… თუმცა, ამაზე მომდევნო წერილებში იყოს. მოკლედ, მსგავსი პროცედურითა და შესაბამისად, მაქციების დირექტივით ან სულაც პრობლემების მიჩუმათებით, გრძელდება ეს უმსგავსობა „აჭარის ტელევიზიაში“ დღეის მდგომარეობითაც.
რთული სურათია – ფრაქტალივითაა აქ აწყობილი ყველა ეპიზოდი. ერთი მეორის ანარეკლია და ძირს, წყაროს თუ ვერ მივაგნებთ, მოგვიწევს ჩრდილებზე მარადიული დევნა – „ჯოხზე ყეფა და არა იმაზე, ვინც ეს ჯოხი ისროლა“. ამიტომაც ვცდილობ, ასე სკრუპულოზურად, ლამის ანატომიურ დონეზე და ნეკროფსიის მეთოდით მივაგნო პირველმიზეზს. რადგანაც, სხვაგვარად სიმპტომების გამოვლენა და არა ავადმყოფობის მკურნალობა გამოგვივა. სენი კი მერწმუნედ, სერიოზულია; მეტსტაზები „აჭარის ტელევიზიის“ მთელს ორგანიზმშია გასული. კოლექტივიც ფრაგმენტირებულია, ყველა ფრაგმენტს კი რეალობის აღქმის და ისტორიის მისეული, ზეიდეოლოგიზირებული ვერსიები გააჩნია, რომლებიც თავის მხვრივ ფუნდამენტურ კონფლიქტში მოდიან ერთმანეთთან და ენტროპიას აფართოვებენ … ეს კიდევ არაფერი, აიტანდა კეთილსინდისიერი მოქალაქე, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ბათუმი პატარაა, კოლექტივი კი მანდ დიდი, ეს ავთვისებიანი სიმსივნე ტელევიზიიდან მთელს საზოგადოებას ქსელურად ედება. იქ გამომუშავებულ პროდუქტს კი, ფასეულობებს, სულისკვეთებას – ბათუმი და აჭარა, ორიენტირად, ქცევის მოდელად იყენებს. საგანგაშოა, რადგანაც, 10 000 000_ნი, სახელმწიფო დაფინანსების წყალობით სასათბურე პირობებში იმყოფება ძალა, რომელიც იზრდება, ბიპოლარული აშლილობის ვირუსად გადის ერში და ბერში, ახალგაზრდებში; ალპობს მათ სულს, მემარცხენე ლიბერალებად, რელატივისტებად, ქსენოფობებათ და ჰედონისტებად აყალიბებს. დამატებით, უმატებს ამომჩეველს ისეთ ანტისახელმწიფოებრივ, არქაულ მითებში და ნაციონალისტურ თრობაში ჩაძირულ, მაგრამ თვალის ასახვევად, ვესტერნიზაციის სამოსში გახვეულ ძალას, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან აფილირებული პარტიებია. ამიტომაც მიმაჩნია ეს ვითარება დაუშვებლად და სასწრაფო წესით აღსაკვეთი; არ შეიძლება სატელევიზიო ელიტად კუთხეს, ქალაქს, ჰყავდეთ ამ იდეოლოგიის, პრიორიტეტებისა და მიდრეკილებების აპოლოგეტები.
„სოციალური ინჟინერიის“ ანა-ბანაა; საზოგადოება ისეთია, როგორიც დომინანტი, მეტა-ტექსტების მწარმოებელი წყარო ჰყავს, ამ შემთხვვაში, აქ ეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტთა კორპუსია – მათ უხდის ქართული სახელმწიფო 10 000 000 ლარს და რაში?.. კატასტროფაა, პასტორალურ-პატრიარქალური, უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და გამოწვევების წინაშე მდგარ აჭარისთვის, როდესაც 24-საათიანი რეჟიმში, მაუწყებლობის საშუალება აქვს ამ კლასტერს ალტენტიული აზრის გარეშე; კერძოდ, ტრადიციულ-კონსერვატორული და კლასიკურ-ლიბერალური იდეოლოგიის არქონის პირობებში. მერედა, დამატებით მესიანისტური ზრახვებით შეპყრობილნი (რაც ზოგადად თანმდევია ნეოლიბერალური ტიპის კვაზიიდეოლოგიებისთვის), იქცევიან ისე, ვითომცდა აბორიგენებში წმინდა წერილის გავრცლების ღვთაებრივი მისია აქვთ დაკისრებული უზენაესისგან. ესეც არ იქნებოდა საგანგაშო, რომ „მასობრივ მოქალაქეს“, ღრმა ჰუმანიტარული ცოდნა სდიოდეს თავის ქალაში სხვადასხვანირი კლიშეების მაგიერ კომიქსებიდან. სერიოზულ ლიტერატურაზე იზრდებოდეს, ერკვეოდეს და უყვარდეს მუშაობა პირველწყაროებთან, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს როდია ასე. ამის, და მეტადრე კრიტიკული აზროვნების ნიველირების გამო; ეკრანებიდან გადმონთხეული ნებისმიერი, ნეოლიბერალურ პრიზმაში გარდატეხილი საინფორმაციო ნაკადი & მოტინგიცე სელიბრითების „ინფოთეინტმენტი“, ჭეშმარიტების უკანასკნელ ინსტანციად საღდება. ასევე; ნდობა რეგიონში, „აჭარის ტელევიზიის“ მიმართ, ალტერნატივის არქონის პირობებში და იმ რეფერერენტულ შრეებში, რაზეცაა გათვლილი საზოგადოებრივი მაუწყებელი, არის იმდენად მაღალი, რომ გავლენას ახდენს ბათუმელების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზეც. სწორედ „აჭარის ტელევიზია“ კარნახობს აჭარლების სკმაოდ დიდ სეგმენტს, რომ მილიტარისტული რიტორიკა, აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების გზაა, ნაციონალისტური ექსტაზი პატრიოტიზმის გამოვლინება, ტრადიციული კონფესიების თაყვანი, სიბნელე. მომხმარებლის ინსტინქტი კი, მსუყე ცხოვრების და ნათელი ძალების გეზია. მოკლედ, მანდ სინათლედ საღდება სიბნელე, ქრესტომატიული მაკიაველისტური მეთოდოლოგიით-მეთქი; არადა, ჯერ კიდევ მაცხოვარი აფრთხილებებდა მოწაფეებს, კარგად დაკვირვებოდნენ, რომ სინათლე, რომელსაც ხედავენ, სიბნელე არ იყოს. იგივე შინაარსის გაფრთხილებას ყურანშიც ვხედევთ; ასე მაგალითად, ტერმინი “მუთაშაბბიჰათ“ (“მიმსგავსებულნი“), ისეთ რამეს ნიშნავს, რაც ჭეშმარიტებას ჰგავს, მაგრამ ჭეშმარიტება როდია. მომიტევოს მკითხველმა გართულება, და მითოლოგიურ ჭრილში გადასვლა. მაგრამ იმდენად ონტოლოგიურ თემასთან გვაქვს საქმე, გარეგნული, საერო იარლიყის მიუხედავად, რომ რელიგიურ კატეგორიაში გარკვეული პასაჟებით გადასვლის გარეშე ვერანაირად ავღწერდი თუ რა ქტონიკურ და რეგიონის სტაბილორობისთვის საშიშ ძალებთან გვაქვს საქმე.
მეტი ვიზუალიზაციისთვის დავსძენდი, რომ გამოიყურება ეკრანზე, ეს ნეოლიბერალ რედაქტორთა ხრიკები შემდეგნაირ სურათად; გამოიყვანენ რა, ალოკილ, სამჯერ განათხოვარ სოციალურად უპასუხისგებლო კეკელკას თოქ-შოუში და დაუპირისპირებენ ფეთხუმ, ცხოვრებით დაქანცულ ქალბატონს, რომელსაც 5 შვილი და უზომო კომუნალური გადასახადები ელოდება შინ. როგორც წესი, მათ შორის, განათლების ცენზიც თვალში საცემია. მაგალითად, პირველი საუბრობს „თავისუფალ სიყვრულზე“, „ჩაილდფრიდობაზე“, „აგრესიულ ფემინიზმზე“ and so on., მსგავსი მატრონების მიერვე შექმნილ წრეზე, დღენიადაგ რომ ნავარდობენ არჩეული ცხოვრების წესის წყალობით. ასავე შეპარვით, კურტიზანობის უპირატესობასაც დაამტკიცებს, მერედა შეიძლება სამაკლერო საქმიანობას შეეხოს დადებით კონტექსტში ან აზარტულ თამაშებზე გადაკრას ორიოდე დადებითი წინანადედება. დამატებით, რამოდენიმე სიტყვით დასძენს, რომ ტრანსვესტისტებიც ჰყავს წრეში და ეს არათუ დასაძრახია, სიტყვასაც შეაწევს. „აჭარის“ ტელევიზიის მაყურებელს, „International Transgender Day of Visibility“ მიულოცავს, რომელიც თურმე ყოველწლიურად 31 მარტს აღინიშნება და ფრიად მნიშვნელოვანია აჭარის მოსახლეობის საცივილიზაციო გასხივოსნებისთვის, ბნელი „გრუზინული“ მარწუხებისგან გათავისუფლებისთვის … მოკლედ, ამ „ნათელ“ ფონზე, მეორე „ბნელი“ ქალბატონი ერთგულებაზე, სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ბავშვების აღზრდაზე, გულწრფელ სიყვარულზე, წესიერ შრომაზე და ტრადიციული ფასეულობების მნიშვნელობაზე მოკრძალებით გვესაუბრება. ამას უყუებს ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელი მაყურებელი – ხედავს რა, რომ პირველი უფრო „ნათელია“, შესაბამისად ცხოვრებისული ცოდნაც მეტი აქვს, და მისგან გამომდინარე ორიენტირებს ისახავს მიზნად. ესაა, სინამდვილეში მთელი ამათი დიალექტიკა. პირველი შეხედვით და ბუკვალისტურად თუ მივუდგებით, რა თქმა უნდა დაცულია მაყურებლის უფლება მოუსმინოს ორ განსხვავებულ ვერსიას და თავად გააკეთოს არჩევანი, ფორმალურადაც ვერც შეედავები – განა არაა ორივე პოზციცია წარმოდგენილი? მაგრამ სინმდვილეში ხომ ხვდებით, რომ ასე არ არის.
ეს, ერთი დეტალიზირებული მაგალითია იმ მრავალთაგან, რაც შემიძლია აქ მოვიყვანო; მაგრამ, არ მსურს მოვახვიო მკითხველს ჩემეული დეკონსტრუქციები. საერთოდ, უცხოა ჩემთვის ყოველგვარი დოქტრინიორობა და დოგმატი. ამიტომაც ვთავაზობ მას მხოლოდ ფიქრს – ასეთი, ცალკული ფრაგმენტებისგან საკუთარი სვლით მისვლას იმ ბიფურკაციის წერტილამდე, საიდანაც „აჭარის ტელევიზიაში“ არსებული სრული და სავალალო სურათი გადაიშლება. ბოლოს და ბოლოს ჩაჯდომას რა ეკრანთან, და თუნდაც ინტერესის გამო, ამ ასოციატიური ანალიზის და დადარების მეთოდით გამოაშკარავებას იმ ზემოქმედების ტექნოლოგიების და სხვა მანიპულაციების, რითიც წლებია კვებავს „აჭარის ტელევიზიის“ კრეატიული ნაწილი მოსახლეობას. ტექნიკურ პერსონალას რაც შეეხება მანდ, მათზე აბა ეს პრეტენზიები არათუ არ ვრცელდება, ვგონებ მათი უდიდესი ნაწილი კიდეც მძევალია იქ არსებული კონფიგურაციის. ძალთა განლაგების, სადაც ერთის მხრივ ეს ახალი უუნარო ადმინისტარაცია და მეორე მხრივ, ძველი ნეოლიბერალური ტოქსიკური დაჯგუფება არ აძლევთ საშუალებას კეთილსინდისიერად შეასრულონ საზოგადოების მიერ დაკისრებული ვალდებულებები.
მოკლედ, როგორც ავღნიშნე ზემორე, მსგავსი ტექნიკები კლასიკური ნიმუშია იმისა, თუ როგორ გვამყოფებენ თავისუფალი არჩევანის ილუზიაში ისინი, ვისაც აბარია „სოციალური ინჟინერია“ ჩვენში; ტინგიცობა, „გენდერული თეორიები“, გემბლინგი, ნარკომანია და ა.შ., რომელი ერთი მანკიერება ვახსენო, რასაც „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლების ნაწილი, „სინათლედ“ არ ასაღებდეს ჩვენში? აი ეს ყველეფერი უნდა აღეკვეთა ახალ მენეჯერს, რაც ვერ შესძლო. რადგანაც, „თამადობა“ და გავლენიანი მეგობრები ვერტიკალში, როდია საკმარისი ისეთი ცვლილებებისთვის საბაზისო დონეებზე რასაც „აჭარის ტელევიზიაში“ გასატარებელი რეფორმა ითხოვდა. ზემორე, თანაც მეტი ინტენსივობითა და ფანატიზმით ზოგადქართული მასშტაბითაც ხდება რა თქმა უნდა. მაგარამ ჩვენს კუთხეში ორკესტრირებულია „აჭარის ტელევიზიის“ მიერ; მერედა, ცენტრში ეს იმდენად საშიში არაა, როგორც აქ, ალტერნატივის არქონის პირობებში. ეს მოცემულობა, სავსებით საკმარისია მაგალითად იმისათვის, რომ „მიშისტური“ მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბო ბათუმლების უმრავლესობას თუ არა, მნიშვნელოვან ნაწილს მაინც. რომელიმე, ნეოლიბერალური პარტიის პროგრამაში ასახვით კი, არჩევნებზე მათი ხმები მოიპოვო, და ამ კომბინაციით კორექცია შეიტანო ზოგადაქართულ პილიტუკურ ველში. თავი რომ გავანებოთ საუბრებს, იმ განუზომელ ზიანზე საზოგაოებისთვის, ფსიქიკური და მორალური ჰიგიენის რღვევის თვალსაზრისით, რომელსაც ასეთი ნეოლიბერალური ხედვების ზედოზირებული ტრანსლაცია მოაქვს. მავანი ბუკვალისტი შემედავება; როგორ გეკადრებაო და ჩვენი არხით „ოცნების“ სახეებიც გამოდიანო. შიგადაშიგ ტრადიციონალისტები და კონსერვატორებიცო, ბალანსიც დაცულია-ო. საერთაშორისო ორგანიზაციებსაც დაიმოწმებენ (მელას და მისი კუდის არ იყოს), და მოგაძახებენ, ექსპერტთა ლეგიონიც ჩართულია მოვლენების ჩვენეულ ინტერპრეტაციაშიო. ჯერ ერთი გასარკვევია, ეს „ოცნბის“ წევრები „ოცნებაში“ რა გზებით აღმოჩდნენ და მაგ პარტიის მანდატის მიუხედავად, რა სულისკვეთების არიან სინამდვილეში. მეორე – ეს საკითხისადმი პროფანული მიდგომაა და ამის მიღმა, თუ არ ითხოვენ „აჭარის ტელევიზიისგან“ რამეს, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ხალხი, ვის ვალდებულაშიც შედის მაუწყებლის ზედამხედველობა ძალზე შორს დგანან კომპეტენციით, სახელმწიფოს მიერ მათზე დაკისრებული მოველეობებისგან. მესამე და მთავარი; ერთია რასაც ქადაგებენ ნეგოციანტები, ენჯეო-სექტორი, ეს ფინაჩი ნეოლიბერალი ექსპერტებობა სატელევიზიო სივრცის თავისუფლება-ცენზურაზე და მეორეა მკაცრი რეალობა. რადგანაც, მსოფლმეხდველობა ყალიბდება პირდაპირი და ფონური ინფორმაციის მეშვეობით. სხვა დანარჩენი ბლა-ბლა-ბლაა, ხრიკები თვალის ასახვევად და კვალის არევის მიზნით. მაგალითად, პირდაპირი ინფორმაციის მიღებას (აი როგორც წინამდებარე სტატიაა თქვენთვის, თუნდაც); ავად თუ კარგად ვაკონტროლებთ გემოვნების, განათლების ცენზისა და შესაბამისი დისციპლინის მეშვეობით. ფონური კი, ჩვენსგან დამოუკიდებლად აღწევს გონებაში და სხვდასხვა მითოლოგემის, ისტორიების ნაგლეჯია. ერთობლიობაში, სწორედ რომ ეს სინთეზი განაპირობებს ჩვენს პოზიციას საკითხებისადმი. ეს ხდება შესაბამისი საიმიჯო ფიგურის, ფერის, მუსიკის, ფილმის, კომპოზიციის და ა.შ., სინერგიის მეშვეობით. ასე რომ, არა ცალკე აღებული ფაქტი, არამედ კონტექსტი და ქვეთექსტი, საკითხის ემოციური ფონი განაპირობებს ფაქტის ინტერპრეტაციას ჩვენი გონების მიერ. გარდა ამისა, ტექნოლოგიები ისე დაიხვეწა, საჭირო განწყობისა და მსოფლმხედველობის ფორმირება იმდენად ბუნებრივად ხდება, რომ მაყურებელს აშკარად ეჩვენება ის, რაც სინამდვილეში არხის რედაქტორების მსოფლმხედველობის პრიზმაში გარდატეხილი რეალობაა. დაამატეთ ამას ბიოლოგია, რეფლექსია ამა თუ იმ ფერზე, სურათ-ხატები, რომლებიც კალეიდოსკოპური სიჩქარით ცვლიან ერთმანეთს და მიიღებთ მოზაიკისებურ სურათს ნაკადის, რომელსაც შესაბამისი ოპტიკით აღჭურვილ ჯგუფებს შეუძლია მიმართოს მაყურებლის სიმპათია-ანტიპათია იქით, საითაც უნდა!
ცნობისთვის, რამეს არ ვამლაშებ; ეს ექსპერიმენტულადაც დამტკიცებულია ჯერ კიდევ 20-იან წლებში. ლევ კულეშოვის მიერ ჩატარებული ცდებით დადგინდა, რომ ფაქტის აღქმისთვის უპირველეს ყოვლისა გადამწყვეტია ქვეთექსტი, ფონი და კონტექსტი. ასე მაგალითად, ექსპერიმენტში მაშინ გამოიყენეს 3 ეპიზოდი – ცხელი, ორთქლიანი წვნიანით სავსე თევში, ბავშვი კუბოში, გოგონა, რომელიც დივანზე მომხიბვლელად იწვა და იღიმოდა. შემდეგ კი ფილმი, ერთი და იგივე მსახიობით და სახის გამომტყველებით, სამ ნაწილად გაიჭრა. ცალ-ცალკე ნაჩვენები იყო ნაწყვეტი წვნიანით სავსე თეფშის კადრებით, კუბოში ბავშვით და დივანზე მწოლიარე, მომღიმარე გოგონას კადრებით. ყველა ის მაყურებელი, ვინც ფრაგმენტებს დამოუკიდებლად უყურებდა, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველ ფრაგმენტში გმირს სურდა ჭამა, მეორეში ის წუხს ბავშვის სიკვდილის გამო, მესამეში კი მოხიბლულია გოგონას მაცდური თამაშით დივანზე. არადა, სინამდვილეში, მსახიობის სახის გამომეტყველება, სამივე შემთხვევაში ერთნაირი იყო. ასე და ამგვარად, იყენებენ რა მსგავს ტექნოლოგიებს წამდაუწუმ, თამაშობენ ჩვენი გრძნობებით „მიშისტური“ ტელევიზიები. მისასალმებელი იქნებოდა კიდეც, ეს ტექნოლოგიები, აქ რომ განათლების, კულტურის დონის და სამოქალაქო შეგნების ასამაღლებლად გამოეყენებინათ, მაგრამ ამისათვის, რეალობის სხვა კონცეფციის მატარებელი უნდა იყო. ღმერთი, სამშობლო, ტრადიცია, ოჯახი და სილამაზე გიზიდავდეს, და არამც ქვენა ინსტინქტები. აქვე, უნდა ითქვას ისიც რომ, ამ ფრიად იეზუიტურ საქმიანობაში, უბრალო ჟურნალისტები ნაკლებად გათვითცნობიერებულნი არიან. არც აყენებენ საქმის კურსში ისინი, ვინც ესოდენ ფილიგრანულად ატარებს არხის პოლიტიკას. და თუ ვინმემ, ჯერ კიდევ კარგად ვერ გაიგო, „აჭარის ტელევიზიაში“ გაბატონებული იდეოლოგიის არსი და შესაბამისად, თუ რის ინდოქტრინიზაციას ცდილობენ ისინი აჭარაში, პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშეც გეტყვით; სქესის შეცვლას ბავშვებისთვის, ათობით “გენდერს”, საშუალო სქესის ადამიანს, მშობელი A და მშობელი B-ს, ნარკოტიკების ლეგალიზაციას, ნეო-ნაციზმის პოპულარიზაციას, „გაუქმების კულტურას“ (cansel culture) და ა.შ. და არც კი შემედავოს ვინმემ, რომ ეს ასე არ არის. საკმარისია გაეცნო „კანონს მაუწყებლის შესაბ“, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“, მაგ კანონიკური ლიტერატურის გუშაგთა მიდრეკილებებს, გამონათქვამებსა და წარსულს. გაჰყვე სიღრმეებში თეზისებს, მიაგნო პოსტულატებს და პირველწყაროებს. ასევე, აშშ-ს დემოკრატიული პარტიის იდეოლოგიურ პლატფორმას გაეცნო, რომელსაც ჩვენი ნეოლიბერალური ჟურნალისტიკა ეყრდნობა. შესაბამისად, მათი ელჩის, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში გაკეთებულ დირექტივებსაც გადახედო და თვალნათლივ დაინახავს, ყველზე მოუმზადებელი მკითხველიც კი, თუ რას ითვალისწინებს ეს პოლიტიკა. ეგაა, რომ ჯერ ბოლომდე ვერ ბედავენ – წვეთობით გვაწვდიან „ჭეშმარიტების“ მათეულ ვერსიას და ამას „თავისუფლებას“ ამოფარებულნი აკეთებენ. მუშაობენ პრინციპით, გაართე და ჩაუნერგე აზრი, რომ ტრანსვესტიტობა კარგია, „თავისუფალი სიყვარული“ მისაღები, ეკლესია – რუსეთუმეებით სავსე, ბნელეთის მოციქულია და ა.შ. აი ამას, და აქედან ნაწარმოებ აქტივობებს ვერაფერი დაუპირისპირა ახალმა მენეჯმენტმა. ეს იყო მანდ ძირითადი პრობლემა, რაზე მეც ვერიდებოდი გარკვეულ ეტაპამდე საუბარს და არა ის, თუ რამდენი წუთი დაეთმობა ამა თუ იმ პარტიის წევრს პირდაპირ ეთერში. შეჯამებისას, დავსძენდი; რადგანაც კონცეპტუალურ დონეზე ვერ მოამზადა რეფორმა / ვერც სათანადო კომპეტენტური, ალტერნატიული გუნდი მოიზიდა / ასევე, საკუთარი უნიკალური პროექტბი ვერა და ვერ დადო / დამატებით თავი გამოამჟღავნა როგორც უსუსურმა ტექნოკრატმა, როელსაც მხოლოდ ერთიღა ლეგიტიმური გზა დარჩა, ფორმალური მიზეზებით ათავისუფლოს ესა თუ ის არალოიალური კადრი, შეიძლება ითქვას რომ კოხრეიძემ ამოწურა ყველა თავისი შესაძლებლობა და მორალური უფლებაც აღარ აქვს ერქვეს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი. მაგრამ ამაზე, უფრო დეტალურად დასკვნით, მე-8 ნაწილში ვისაუბრებთ!