თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის ფაქტს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიან გამოეხმაურა.
ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობაყველაფერ ქართულს ეწინააღმდეგება.
„რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს… ქალთა მიმართძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულსეწინააღმდეგება! 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა“, – წერს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, რომ თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლიწაუკიდა.
აღნიშნული ფაქტი სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მოხდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო.