მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება Erasmus+ პროექტი  “Keep learning & sharing knowledge” ქობულეთში

Erasmus+ პროექტი  “Keep learning & sharing knowledge” ქობულეთში

400
0

ქობულეთში, 20 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, „Rajo Swesom Association“ და „Youth center of Georgia“ ორგანიზებით, ჩატარდა Erasmus+ პროექტი  “Keep learning & sharing knowledge”. თვრამეტიდან ოცდაათ წლამდე, ოცდა ექვსი მონაწილე: შვედეთიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან ათი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ არაფორმალურ განათლებას და განიხილავდნენ გზებს თუ როგორ შეიძლება არაფორმალური განათლება გამოიყენოს ადამიანმა.

კრიტიკული აზროვნება, დებატები, გუნდური თამაშები, ინდივიდუალური დავალებები, – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა თუ რაც ისწავლეს ზრდასრულებმა ქობულეთის პროექტზე.  ამ მცირე დროში მათ შეიძინეს ახალი მეგობრები, გადახდათ ახალი თვგადასავლები, შეიმეცნეს ერთმანეთის კულტურები და განიხილეს თუ რა აკავშირებდათ და განასხვავებდათ ერთმანეთისგან. ასწავლეს ენები და განამტკიცეს ინგლისურად კომუნიკაცია. მონაწილეებმა თავადვე შექმნეს აქტივობები და ხელს უწყობდნენ ერთმანეთ ყოფილიყვნენ უფრო  აქტიურები. სულ რაღაც 10 დღეში შეეცვალათ ხედვები სხვა კულტურებზე და რაც მთავარია შეიმეცნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, რომელიც გვეხმარება უკეთ გავიგოთ სამყარო ჩვენ გარშემო.

 

#Erasmusplus

#MUCF

#Keep learning & sharing knowledge

#Yothexchange

#RajoSwesomAssociation

#EDUQ

#YCG

#LIDOSK

#FrauFam

#ARCUS