მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი „Green Generation – მწვანე თაობა“ – „Erasmus +“-ის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული გაცვლითი...

„Green Generation – მწვანე თაობა“ – „Erasmus +“-ის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ნაბიჯებს მდგრადი მომავლისკენ

20
0

„მწვანე თაობის“ ახალგაზრდული გაცვლის პროექტი 2024 წლის 22 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით წარმატებით ჩატარდა ქობულეთში. „Erasmus +“ ინიციატივამ შეკრიბა 36 მონაწილე ექვსი ქვეყნიდან: ნიდერლანდები, საქართველო, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი და სომხეთი. მიზნით “ჩვენი პლანეტა, ჩვენი პასუხისმგებლობა”, პროექტმა შექმნა პლატფორმა ახალგაზრდებისთვის, რომ ისწავლონ, გაუზიარონ და იმოქმედონ გარემოს დაცვისთვის.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების გაძლიერება ცვლილებისთვის. მდგრადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მონაწილეთა აღჭურვა ინსტრუმენტებით გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად. აქტივობები მოიცავდა საინფორმაციო სესიებს, დებატებს, დისკუსიებს, კულტურული პრეზენტაციებს, პრაქტიკულ ეკოლოგიურ კამპანიებს.

მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთ თავიანთი უნიკალური პერსპექტივები, გამოიკვლიეს თავიანთი ქვეყნების გარემოსდაცვითი კონტექსტი და ჩაერთნენ მნიშვნელოვანი დისკუსიებში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის შესახებ.

მონაწილეებმა წარმოაჩინეს თავიანთი ტრადიციები მუსიკის, ცეკვის, სამზარეულოს წარდგენით, თამაშებეთი და ისტორიების მეშვეობით.

ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ცნობიერების ამაღლების კამპანიებში მდგრადი პრაქტიკისა და აქტიური მოქალაქეობის ადვოკატირების მიზნით. იმედი გვაქვს პროექტმა წაახალისა ინოვაციები, მწვანე ინიციატივები და მონაწილეები განაგრძნობენ მუშაობას ამ თემაზე თავიანთ საზაგადოებაში.

#ErasmusPlus #NJI #youthexchange #greengeneration #YouthWithoutBarriers #youthcenterofgeorgia #CreativeYouth #Biovillelv #Changemakers #INTEGRA