მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სამოცი მილიონი ერთ ლარად

სამოცი მილიონი ერთ ლარად

376
0

05.04.15/adjaraps.com – ანბანის კოშკი, რომლის მშენებლობაზე სამოცი მილიონი დაიხარჯა, 20 წლის ვადით 1 ლარად სხვისდება. შესაბამისი მემორანდუმი უკვე მზადაა და მას ხელს ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აწერს. კოშკით ესპანური კომპანია „BOOST SPAIN S.L“ დაინტერესდა. აღნიშნული ინფორმაცია საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გააჟღერა. გიორგი კირთაძის განცხადებით, ობიექტის გადაცემა საკრებულოს გვერდის ავლით იგეგმება.
დოკუმენტის შესახებ დეპუტატების უმრავლესობა მართლაც არაინფორმირებული აღმოჩნდა. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა კოშკის გასხვისების დეტალების გარკვევა სხდომაზევე ტელეფონით სცადა.
მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურში განმარტავენ, რომ ესპანური კომპანია ორი თვის განმავლობაში კოშკის მდგრადობას შეიწავლის და ამის შემდეგ განისაზღვრება გასხვისების პირობები. ხოლო ხაბაძის უწყებაში ამბობენ, რომ კოშკის დროებითი გასხვისების საკითხის საკრებულოსთვის წინასწარ შეთანხმება მათ ვალდებულებებში არ შედის.
ანბანის გასხვისების შესახებ მემორანდუმს მხარეებმა ხელი 27 მარტს მოაწერეს.