მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი TV12 კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შუალედურ ანგარიშში

TV12 კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შუალედურ ანგარიშში

918
0

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში ტელეკომპანია „TV12“-ის წინასაარჩევნო სამაუწყებლო ბადეში არჩევნების გაშუქების პროცესი დადებითად შეფასდა. კერძოდ, კომისიის შუალედური ანგარიშის „TV12“-ის ნაწილში ნათქვამია: – საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: გრიგოლ ვაშაძე – ძალა ერთობაშია – 59.6%, ქართულ ოცნებას 18%, სალომ ზურაბიშვილს – 15.5%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%–ზე ნაკლები (იხ. დიაგრამა).
საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: გრიგოლ ვაშაძე – ძალა ერთობაშია – 45.3%, ქართულ ოცნებას 37.3%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%–ზე
ნაკლები (იხ. დიაგრამა).
ეთერში განთავსებულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამებს საანგარიშო პერიოდში საარჩევნო სუბიექტები ან/და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ სტუმრობდნენ.
მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაციის შესაბამისად, „TV 12“–ის თვითრეგულირების მექანიზმში არცერთი საჩივარი კომპანიის მიერ მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპისა და ბალანსის დარღვევის შესახებ არ შესულა.
„TV 12“-ს საჯაროდ გამოცხადებული (https://adjaraps.com/) და კომისიაში წარმოდგენილი აქვს მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის/აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის და საეთერო დროის ტარიფებისა და გაწეული მომსახურების შესახებ.
„TV 12“-ის ეთერში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ნაკლებად ეძლეოდათ ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება.