მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ამირან გამყრელიძე – ბათუმში მოსახლეობის 60%-ია ორჯერადად აცრილი

ამირან გამყრელიძე – ბათუმში მოსახლეობის 60%-ია ორჯერადად აცრილი

318
0

ბათუმში მოსახლეობის 60%-ია ორჯერადად აცრილი, თბილისში – 54%. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის  განცხადებით,  აჭარის რეგიონში  მშვიდი ეპიდსიტუაცია მოსახლეობის 60%- ის აცრას უკავშირდება.

“რატომ გვაქვს შედარებით უფრო მშვიდი სიტუაცია ამ 5 000 შემთხვევის ფონზე აჭარაში? იმიტომ, რომ აჭარა ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით თბილისის შემდეგ არის მეორე.

ბათუმმა მიაღწია 60%-იან ნიშნულს, რაც ჩვენ წელს გვქონდა სამიზნედ, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე გასვლა, ბათუმი უკვე გავიდა 60%-ზე. თბილისი უახლოვდება ამას, თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 54%-ია ორჯერადად აცრილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, სხვა რეგიონები, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა (37%), 30%-ის ფარგლებში არიან.”