ქედისა და პირველი მაისის საჯარო სკოლების გოგონათა გუნდებმა ამხანაგური შეჯიბრი კალათბურთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის პირველი პირები ღებულობდნენ. დავით დუმბაძემ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა საზეიმო ვითარებისთვის და დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ეკონომიურად ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა. პირველობა ქედის საჯარო სკოლამ კვლავ არ დათმო, შესაბამისად საპრიზო თასი მათ გადაეცათ.
26 მაისის ღონისძიება ტრადიციულად ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.