მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ანსამბლი „ოჰოი ნანა“ იუბილარია /ვიდეო/

ანსამბლი „ოჰოი ნანა“ იუბილარია /ვიდეო/

361
0

არა ერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ჩაქვის #1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოჰოი ნანა“ იუბილარია, მას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა (სკოლის დირექტორი ტარიელ ქათამაძე, ქორეოგრაფი ალექსანდრე ხიდაშელი). ანსამბლის „ნათლია“ ცნობილი ქართველი პოეტი ზურაბ გორგილაძე გახლავთ, რომელიც სკოლაში ერთ ერთი სტუმრობისას გაცნობია ანსამბლის შემოქმედებას და სკოლის ხელმძღვანელობისთვის მის სახელწოდებად საკუთარი ლექსის – „ჩაუმქრალი სანთლების“ მთავარი ფრაზა „ოჰოი ნანა“ შეუთავაზებია… და ეს სახელი იპყრობს დღემდე ასეულობით ათასი ქართველი თუ უცხოელი მაყურებლის გულებს…

უამრავი გრანპრი და ოქროს მედალია ჩაქვის #1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის „ოჰოი ნანას“ ანგარიშზე, სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა გასულ წლებში საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის გადაწყვეტილებით ბავშვთა სახალხო-სანიმუშო ანსამბლის წოდება მიიღო, ხოლო ქორეოგრაფი ალექსანდრე ხიდაშელი დაჯილდოვდა „ამაგდარის“ ორდენით. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით კი ანსამბლი ხშირად საჩუქრად იღებს საცეკვაო კოსტიუმებს.

გუშინ, 13 ივნისს, ანსამბლმა „ოჰოი ნანამ“ საიუბილეო კონცერტი ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობაში გამართა, კონცერტზე ანსამბლის რეპერტუარიდან საუკეთესო ქორეოგრაფიულ ნომრები წარუდგინეს მაყურებელს და „ოჰოი ნანას“ დიდი, საამაყო ისტორია გაიხსენენ…