მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

154
0

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­ში, პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ულ­მა წევ­რმა, არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რა. რო­გორც ახვლე­დი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, იწყე­ბა ბრძო­ლის ახა­ლი ეტა­პი, რომ­ლის გა­რან­ტი ევ­რო­კავ­ში­რი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია.

“რაც აქამ­დე გა­ა­კე­თა ოპო­ზი­ცი­ურ­მა ერ­თო­ბამ, ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ჩვენ მი­ვი­ღეთ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის დო­კუ­მენ­ტი შარლ მი­შე­ლის­გან, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ. ახლა ეს გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ სუ­ლის­კვე­თე­ბა რე­ა­ლიზ­დეს და რე­ა­ლიზ­დეს იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ თუ არა ზეგ დას­რულ­დეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პარ­პა­ში. მე არ მინ­და ვიყო იმ პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის, ვინც პარ­პა­შობს, ვინც იქ მი­დის, რო­გორც ღუ­მელ­თან, ვი­საც უნდა ხე­ლის მოთ­ბო­ბა – არ მინ­და, მომ­ბეზ­რდა! მე ყვე­ლას­თან ერ­თად მივ­დი­ვარ იქ, რომ ამის­თვის ვიბ­რძო­ლო, მაგ­რამ არა ემო­ცი­ე­ბით, არა­მედ ცივი გო­ნე­ბით, რომ და­ვას­რუ­ლოთ ეს მა­რაზ­მი ქვე­ყა­ნა­ში. “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო”, რომ­ლის სი­ი­თაც მე გა­ვე­დი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ დღეს თუ არა ხვალ შე­უ­ერ­თდე­ბა ამ ახა­ლი ტალ­ღის და­წყე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ რე­ა­ლო­ბა­ში, რა­ტომ? – იმი­ტომ, რომ ამას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, იმი­ტომ რომ რაც აქამ­დე იყო, ის ბრძო­ლის ეტა­პი სრულ­დე­ბა და იწყე­ბა ახა­ლი, რომ­ლის გა­რან­ტია არის ევ­რო­პის კავ­ში­რი და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი”, – გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფი­სი ღიაა პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა არ­ჩე­უ­ლი წევ­რის­თვის, რო­მელ­საც შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელი ჯერ კი­დევ არ მო­უ­წე­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე – „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. შე­თან­ხმე­ბის ტექსტს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან ხელი მო­ა­წე­რეს: „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ვა­შა­ძე, “ლე­ლოს“ ლი­დე­რებ­მა – ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა. ასე­ვე დო­კუ­მენტზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რა და­ა­ფიქ­სი­რეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წევ­რმა და­ვით ბაქ­რა­ძემ და „გირ­ჩი – მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ. დო­კუ­მენტს ამ ეტაპ­ზე არ შე­ერ­თე­ბია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, შე­სა­ბა­მი­სად, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს არ აქვს მათი ხელ­მო­წე­რა. შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე – „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ თან­ხმო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც“.

სოფიო პაქსაძე