ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, წელს ბათუმში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც ათასზე მეტ ბავშვს მოემსახურება.
ბათუმის მერმა ჩაქვში, მეზღვაურთა ქუჩაზე ახალი მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
მისი განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი და საბავშვო ატრაქციონები.
საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის 3 მილიონ 475 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.