დღეს, 11 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ასმათ დიასამიძემ საჯარო ინფორმაციის მოწოდების დავალდებულების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დეპუტატის განცხადებით, აჭარის მთავრობიდან ხარჯების შესახებ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ნაწილობრივ მიაწოდეს.
„არაერთხელ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან მათი წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. ვგულისხმობ სტუმრებზე გაწეულ ხარჯებს, რა დელეგაციები ჩამოდიოდა და ა.შ. ვინაიდან ვერ მივიღეთ ეს ინფორმაცია, დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რომ იქნებ ზემდგომი ინსტანციებისგან მაინც მივიღოთ,“ – აცხადებს ასმათ დიასამიძე.