დღევანდელი მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში covid-19-ის 1352 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 651 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 658 ინფიცირებული.
ამ ეტაპზე აჭარაში 137 მძიმე პაციენტია, მათგან 55 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ქვეყნის მაშტაბით კი, საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 550 ადამიანი.