ძვირფასო მეგობრებო! გაზეთი „ჩემი ქობულეთი“ იუბილარია! ჩვენ 10 წლისანი ვართ! 2007 წლის 18 ოქტომბერს, რაიონში ინფორმაციული შიმშილისა და ადგილობრივი გამოცემის სამწლიანი არარსებობის ფონზე ჩვენ შევქმენით გაზეთი „ჩემი ქობულეთი“, რომელმაც დღემდე დროს გაუძლო… ეს ათი წელი ჩვენ ვიღწვოდით, ვიხარჯებოდით, ხშირად უპირობობაში, უძილო ღამეების თენებით, რათა თქვენამდე მართალი, გადამოწმებული და რაც მთავარია, საინტერესო ინფორმაციები მოგვეტანა, მადლობა ყველას, ვისაც კი ერთი აგური უდევს ქობულეთის მემატიანის შექმნაში!