მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო

აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო

143
0

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.

მინისტრმა სკოლები შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, იმედა ვასაძესთან ერთად მოინახულა.

სტუმრობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების, სანიტარულჰიგიენური ნორმების დაცვისა და უსაფრთხო გარემოში სწავლისთვის საჭირო სხვაპირობების შესრულების საკითხს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ  მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სფეროს მიერ დაწესებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა.

კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.