აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს.
უკვე მეხუთე დღეა რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გასაწმენდად უწყვეტ რეჟიმშია ჩართული.
იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე სასოფლო გზები.
ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში რეკომენდირებულია მაღალი გამავლობისავტომობილებით გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.