ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაარსებიდან 110 წლის იუბილეს აღნიშნავს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციამ მრავალფეროვანი ღონისძიებები დაგეგმა.
ბაღის იუბილეს მიეძღვნა საერთაშორისო სემინარი გარემოსდაცვითი განათლებისა და ურთიერთობის შესახებ: „ერთად ვიმუშაოთ საზოგადოების ჩართულობისთვის“, რომელიც 2 დღის განმავლობაში ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მიმდინარეობდა.
სემინარის მიზანი გახლდათ გარემოსდაცვითი განათლების ტექნიკისა და ცოდნის გაღრმავება, ახალი ქსელების შექმნა გარემოსდაცვით მასწავლებლებს შორის, საჯარო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და შეფასების პრაქტიკული ინსტრუმენტების წარმოჩენა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბოტანიკური ბაღების, კინტრიშის დაცული ტერიტორიების, მაჭახელას ეროვნული პარკის, მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის, აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
სემინარში ასევე მონაწილეობა მიიღეს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა, კერძოდ ორგანიზაციებმა: პარტნიორობა ბუნებისათვის (აშშ) და ბოტანიკური ბაღებში მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭო- BGCI (დიდი ბრიტანეთი)