ბათუმის მერმა კომპანიების წარმომადგენლებს სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისკენ მოუწოდა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ქალაქი მაქსიმალურად უნდა იყოს მოწესრიგებული ტურისტული სეზონისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის მერიის ორგანიზაციების წარმომადგენლები დაკონტრაქტორი კომპანიები.
,,დღეს სამუშაო შეხვედრა გავმართე ბათუმის მერიის კონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.
პროექტები, რომლებიც ბათუმში მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს ვადებში და რაც მთავარია ხარისხიანად, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მოემსახუროს ქალაქს, ბათუმელებსა დაჩამოსულ სტუმრებს. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმი მაქსიმალურად უნდა იყოს მოწესრიგებულიტურისტული სეზონისთვის. თუმცა ზოგ შემთხვევაში არსებობს რიგი პრეტენზიებიკომპანიებთან და სწორედ ეს შეხვედრა ემსახურება აღნიშნული საკითხების დროულად გადაწყვეტას.
მოგეხსენებათ, ბათუმში არაერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, როგორიცაა გზებისრეაბილიტაცია, მუნიციპალური საბავშვო ბაღებისა და სოციალური სახლების მშენებლობა, ასევე გარეგანათების სისტემის მოწყობა. პროექტების დასრულების შემდგომ მრავალ წლიანი პრობლემები სრულად აღმოიფხვრება“-აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.