ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისა და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 96 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, მთავრობის აპარატის, მერიისა და სამინისტროების თანამშრომლები, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ყულევის ტერმინალისა და „სოკარ-ჯორჯიას“ წარმომადგენლები, ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის ხელმძღვანელები, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი თემების ხელმძღვანელები, აჭარის ინტელიგენცია და აზერბაიჯანული დიასპორის წევრები.
საზეიმო საღამო აჭარის სიმფონიური ორკესტრის კვარტეტის მიერ შესრულებული ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა.
ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა პარვიზ ისმაილზადამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეა, რომელიც არსებობდა 1918-1920 წლებში. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში აღდგა აზერბაიჯანელი ხალხის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი. 96 წლის წინ, 1918 წლის 28 მაისს, ტიფლისში მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელმაც განაცხადა მუსულმანურ აღმოსავლეთში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ. აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა საკუთარი პარლამენტი, მთავრობა, ჯარი, დროშა, ეროვნული ვალუტა და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტები.
გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ პირველად მუსულმანურ აღმოსავლეთში და ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიანიჭა. მისი არსებობის 23 თვის განმავლობაში, აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დიდი სამუშაო გასწია. 1920 წლის აპრილის ოკუპაციის დაწყებამდე აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა მსოფლიოს 26 ქვეყანამ, მათ შორის 19-მდე დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბათუმში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა. 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ. ეს იყო პირველი ხელშეკრულება აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში. როგორც გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან საომარ მდგმარეობაშია 30 წელზე მეტია, მან ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წარმატებებს მიაღწია. მრავალი წლის განმავლობაში ეს მიღწევები მჭიდროდ უკავშირდება აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის სახელს.
ამჟამინდელი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ წარმატებული გარდაქმნები არის ნაციონალური ლიდერის ჰეიდარ ალიევის შორსმჭვრეტელი პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება. წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შედეგად, აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მიაღწია მდგრად განვითარებას. გენერალურმა კონსულმა პარვიზ ისმაილზადამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ერებს შორის მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ყოველთვის მხარს ვუჭერდით ერთმანეთს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლაში აზერბაიჯანელ ხალხს რესპუბლიკის დღე და აზერბაიჯანის ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 96 წლის იუბილე მიულოცა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დამოუკიდებლობის დღის გამოცხადება – მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელ ხალხთან ერთად დიდი სიხარულით იზიარებს. დამოუკიდებლობის წლები ცხადყოფს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთობლივი მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოში, მხოლოდ ორმხრივი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღმოფხვრის სირთულეებს და გადაჭრის პრობლემებს. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა შეიქმნა მრავალსაუკუნოვანი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების საფუძველზე.
თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას გარე ურთიერთობების სისტემაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. მთავრობის თავმჯდომარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აჭარა აქტიურ როლს თამაშობს აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებაში – ტურიზმის, ბიზნესის და ჰუმანიტარულ სფეროში. თორნიკე რჟვაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აზერბაიჯანული კომპანიების ინტერესი რეგიონის მიმართ გაიზარდა, რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობა განვითარდა – კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა.
დასასრულ, მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანელ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და აყვავება უსურვა.
ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი ფოტო სლაიდი.
ღონისძიება გაგრძელდა ფურშეტით, რომელიც აზერბაიჯანული ცეკვებით ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა „ჯეირანმა“ გაალამაზა.
ღონისძიება და გენერალური კონსულის ინტერვიუ გაშუქდა აჭარის საზოგადოებრივი მაყწყებლისა და ტელეკომპანია „ტვ 4“-ის ეთერში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის
გენერალური საკონსულო ქ. ბათუმში