მთავარი სხვადასხვა ჯემალ არობელიძის „ბარაქიანი შემოდგომა“ 80 წლის შემდეგ VIDEO

ჯემალ არობელიძის „ბარაქიანი შემოდგომა“ 80 წლის შემდეგ VIDEO

23
0

 ამ რამდენიმე ხნის წინ ტურიზმისა და სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, წარსულში სახელოვან ფალავანს, მრავალი ჯილდოს, მედლისა თუ დიპლომის მფლობელს, სპორტის ოსტატს, ბათუმისა და ქობულეთის საპატიო მოქალაქეს, ვეტერან სპორტსმენთა ფედერაციის პრეზიდენტს, ტელეკომპანია „ტვ12-აჭარას“ სპორტულ-ტურისტული გადაცემა „სტარტის“ წამყვანს ჯემალ არობელიძეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა.

 სახელოვან სპორტსმენს იუბილე მიულოცეს კოლეგებმა, მეგობრებმა, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებმა, რეგიონის მთავრობისა და დარგობრივი უწყების პირველმა პირებმა.

  80 წლის აღსანიშნავად ჯემალ არობელიძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც უმასპინძლეს. მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ და მოადგილე ირაკლი აბულაძემ, ჯემალ არობელიძეს იუბილე მიულოცეს და აჭარაში სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.

16 ნოემბერს, საქართველო – უკრაინის მატჩის წინ, ბატონ ჯემალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და დაბადებიდან 80 წლის იუბილის აღსანიშნავად ოლიმპიური მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა.

 ცნობისათვის: ჯემალ არობელიძე გახლავთ სპორტის დამსახურებული მოღვაწე. მან გამოცდილ სპორტის მოღვაწეებთან ერთად აჭარაში თანამედროვე კლასიკური სპორტის ერთიანი სისტემა ჩამოაყალიბა და არაერთ ახალგაზრდა სპორტსმენს გაუკვალა გზა დიდ სპორტულ სარბიელზე.

ჯემალ არობელიძეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მისი მხარდაჭერით აშენდა ქობულეთის ცენტრალური სტადიონი.

 კიდევ ერთელ ვულოცავთ ბატონ ჯემალს სახელოვან იუბილეს და იმ დიდ აღიარებას, რაც რვა ათეული წლის აღსანიშნავად მიიღო. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კვლავ მრავალი წელი ნაყოფიერ მოღვაწეობას როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ სარბიელზე.

ნახეთ ჯემალ არობელიძის განვლილი გზა ამირან კიღურაძის გადაცემაში „ფინჯან ყავაზე“