საქართველოს უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქტიურად ავრცელებს სხვადასხვა ფინანსურ შეთავა-ზებებს აბიტურიენტებისათვის. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის პოლიტიკაა, რომ ფინანსური შეთავაზებები სწორად არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას პასუხობდეს.
შესაბამისია შეთავაზებებიც, ამის ნათელი მაგალითია სახელმწიფო საგრანტო სისტემის ერთი-ერთში ვალიდურობა და გადახდის ათ ნაწილად გაყოფის შესაძლებლობა, პირველივე კურსიდან.
გარდა საერთო შეთავაზებებისა, უნივერსიტეტის პროგრამებზე ინდივიდუალურად ვრცელდება გარკვეული შეღავათები. ამის წლევანდელი მაგალითია ბიზნეს-ანალიტიკის პროგრამა.
2024 წელს ჩარიცხული, ოქროსმედალოსანი აბიტურიენტებისათვის, ბიზნესს-ანალიტიკის პროგრამაზე იმოქმედებს 50% ფასდაკლება, რაც ბუნებრივია თანდართული იქნება საერთო შეთავაზებებთან. ასე, რომ აბიტურიენტი, რომელსაც ექნება ოქროს მედალი და ჩაირიცხება ბიზნეს- ანალიტიკის პროგრამაზე, ისარგებლებს როგორც საგრანტო ფასდაკლებით ( მოპოვების შემთხვევაში) აგრეთვე პროგრამის 50% ფასდაკლებით.
მაგალითისთვის კი კალკულაცია ასე გამოიყურება:
თუკი პროგრამაზე ჩაირიცხება 70% გრანტით:
საერთო ღირებულება – 6000 ლარი, გრანტის მოპოვებისას თანხა დაიყვანება 675 ლარზე, ხოლო პლიუს 50% ფასდაკლებით ღირებულება გახდება-337,50 ლარი ( წელიწადში)
ხოლო 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში, არსებული გადასახადი ავტომატურად ნულდება.
აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება ხელმისაწვდომია როგორც ქართულ ენოვან, აგრეთვე ინგლისურენოვან პროგრამის მოდულზე.
ამასთან, საქართველოს უნივერსიტეტში, უკვე მეორე წელია ეს პროგრამა საბაკალავრო პროგრამათა ნუსხას შეემატა, რაც სწორედ იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ დღევანდელი რეალობა ცალსახად აუცილებელს ხდის, რომ სტუდენტს ამ სფეროში ჰქონდეს უმაღლესი განათლება. თუკი იმ რეალობასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ პროფესიით სამუშაო ბაზარი მრავალფეროვნად მასშტაბური ხდება.