“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დააზიანოს და ფარსი შექმნას.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 3 კანდიდატია სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული, რასაც მხარს უჭერს. ვაშაძის თქმით, ამ 3 კანდიდატის გარდა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, “ქართული ოცნების” სატელიტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს უსმენს.