მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი; „დროა დოგმატიკური ძილიდან გამოვიდეთ და ევროპოცენტრისტობასაც მოვეშვათ“

დავით ჩხარტიშვილი; „დროა დოგმატიკური ძილიდან გამოვიდეთ და ევროპოცენტრისტობასაც მოვეშვათ“

1704
0

მოდი ამჯერზე, ჩვენი დიალოგების ციკლი ლეგენდარული ამერიკელი პოლიტოლოგის, ფრენსისფუკუიამასა დაეკონომიკური პოლიტიკის კვლევისცენტრისდირექტორი, ნინო ევგენიძის სტატიის გარჩევით დავიწყოთ. პუბლიკაცია, სათაურითრუსეთი საქართველოში იმარჯვებს, გამოქვეყნდაForeign Affairs“_ში. არ ვიცი დამთხვევაა თუ შედეგი, ანდა სულაც ერთიმეორიდან გამომდინარე მოვლენების ლოგიკური ჯაჭვი, მაგრამ სახელმწიფოდეპარტამენტმა დაასანქცირა ოთხი ქართველიმოსამართლე კორუფციის გამო. სავარაუდოდ, ეს როგორც გაფრთხილება უნდა აღვიქვათივანიშვილისთვის, რომ შემდეგი შეიძლება ის ან მისი გუნდის ნებისმიერი წევრი იყოს არა? მეტიც, ამ დაძაბულ ფონზე, მეტადრე ცინიკურად მეჩვენება აშშის ელჩის განცხადება რომ, ამერიკა საქართველოსბოლო 30 წელია, ეხმარება და ასე გააგრძელებს. მენიშნა, რომ 9 აპრილის მემორიალის გვირგვინით შემკობისასაც გაიმეორა, – „ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს“. პირადად ჩემთვის გასაგებია რატომაც აქცენტირებს რუსეთ-საქართველოს შორის, ასე ვთქვათ მტკივნეულ თემებზე პედალირებით და დაშორიშორების წერტილებს ამრავლებს ქალბატონი ელჩი, მაგრამ ამაზეც და აქაც, სხვადასხვა რაკურსით რომ ვისაუბროთ, ვგონებ არ იქნებოდა ურიგო. კარგი იქნება უშუალოდ შიდა ევროპულ პროცესებსაც თუ შევეხებით და ემანუელ მაკრონის შემდეგ სიტყვას განვმარტავთ საქართველოსთან მიმართებაში. კერძოდ, რომ „ევროპამ უკეთესად უნდა დააფინანსოსთავისი თავდაცვითი სამხედრო ინდუსტრია, განავითაროს ატომური და განახლებადი ენერგია, შეამციროს დოლარზე მიჯაჭვულობა, რათა შეზღუდოსამერიკისადმი ევროპის დამოკიდებულება“. ასევე, მაკრონის სი ძინპინთან ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ, თუ რამ გამოიწვია საფრანგეთის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების დაბლოკვა, უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების თაობაზე? ვგონებმნიშვნელოვანია, ისეთი ნიშანდობლივი და ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურის რეაქციაც მაკრონის ამ სიტყვებზე, როგორიცაა შარლ მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადარომ, ევროპელი ლიდერები სულ უფრო და უფროუჭერენ მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელმაკრონის სწრაფვას ევროპის სტრატეგიულიავტონომიისკენ. კერძოდ,შეერთებულ შტატებთანურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ცხადია, რომ ევროპული საბჭოს მაგიდის გარშემო შეიძლებაიყოს ნიუანსები და სენსიტიური საკითხები. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი არ იტყოდა რაღაცასისე, როგორც ემანუელ მაკრონმა თქვა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი ევროპელი ლიდერი ფიქრობსისე, როგორც ემანუელ მაკრონი, – აღნიშნა მან. „მართლაც არის დიდი მიჯაჭვულობადა ემანუელმაკრონს სხვა არაფერი უთქვამსშეერთებულშტატებთან ალიანსის მიმართ. მაგრამ თუ ეს ალიანსიშეერთებულ შტატებთან გულისხმობს, რომ ჩვენბრმად, სისტემატურად მივყვებით შეერთებულიშტატების პოზიციას ყველა საკითხზე, მაშინ არა_ო. არადა, ეს რომ ივანიშვილს ორიოდე წლის წინ ეთქვა ან ექნა, ალბათ პერსონალური სანქციებიც არ დააყოვნებდა სახდეპის მხრიდან, არა? მოკლედ, ეს და სხვა თანმდევი საკითხებიც ედოს ამ ინტერვიუს ლაიტმოტივად. დანარჩენი კი, ჩვეულებრისამებრ გზა და გზა გამოჩნდება:

ჯერ ერთი, ამერიკას მისი გასჭირვებია და ის, რაც ათიოდე წლის წინ, ეგზოტიკურ სცენარად მოგვჩვენებოდა, შესაძლოა დღეს საერთოდ ჩამორჩეს სითამამეში და ადეკვატურობაში, მოვლენების რეალურ განვითარებას. თავად განსაჯე; საქართველოში, ცალკეული არასისტემური პოლიტიკოსის თუ ექსპერტის პირქუშ ანტიამერიკულ გამოსვლებს და მიმოხილვებს რომ გაანებო თავი / – წარმოიდგენდა კი ვინმე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და არა ასავალ-დასავალის ჟურნალისტი იტყოდა, – იყო მოკავშირე არ ნიშნავს იყოვასალი, ან არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს უფლება, დამოუკიდებლად ვიფიქროთ“. ცალკეული ვიზიონერების გარდა, არ მგონია ვინმეს განეჭვრიტა საქართველოში ამერიკული ჰეგემონიის ესოდენ უღიმღამო დაისი. ისტებლიშმენტზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, და თუ მაინც მოხდებოდა გამონათება გამონაკლისის სახით, მთელი ეს, მემარცხენე ლიბერალური ხროვა ამოიღებდა ამის მთქმელ ქართველ პოლიტიკოს მიზანში და აშშ-ს საელჩოდან ორკესტრირებული, განდევნიდა როგორც „პარიას“ ქართული პოლიტიკური ოლიმპიდან. რაც როდია ძნელი, როდესაც დიპკორპუსი, მეინსტრიმული მედია და თავად მმართველ ძალაშიც კი, აშშ-ს საელჩოდან კონტროლირებადი უამრავი კადრია ჩანერგილი. მყისვე ინათლებოდა მსგავსი ნარატივი რუსულ პროპაგანდად და „ბულინგი“, „ხეიტერობა“ თუ „შეიმინგი“ ქე იცი, ამათ არ ესწავლებათ (იცინის), მათი სინეკურაა. პრინციპულობა, არნახული მორალური სიცხადე და რკინის ნერვული სისტემა გჭირდება კაცს, რომ გაუძლო ჭინკების ამ გაუთავებელ შაბაშს. შორს რომ აღარ წავიდე, ქრესტომატიად ქცეული ე.წ. ვაჟა-ექიმის ინციდენტის თანმდევი მოვლენები გაიხსენე თუნდაც, და განაზოგადე დანარჩენზე; უამრავ ანტირუსულ, ანტისამთავრობო, ანტიკონსერვატორულ თუ ანტისაეკლესიო გულისამრევ ეპიზოდებზე. გრადაციის, გრადუსის, ადგილისა და ვერსიების მიუხედავად, „მიშისტების“ მიერ, ამ მიმართულებით მოწყობილი ყველა „ფლეშმობი“, არსით  იგივეა – ერთი და იმავე ბალაგანური მეთოდიკით ურტყამენ იმ ფუნდამენტს, რაზეც ქართული სახელმწიფო დგას. სიტყვაზე, რაც ახლო მომავალში, აშშ-ზე ავადმყოფური დამოკიდებულების შემცირებასთან ერთად, ახალი საქართველოს საყრდენ კედლებად უნდა იქცეს „by default“. მოკლედ, მეტი თვალსაჩინოებისთვის გავიხსენოთ-თქო, თუ რა უქნეს თბილისის საკრებულოს წევრს „ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძეს. კერძოდ, როდესაც სიმართლე თქვა „ნაცების“ ამ მორიგ პროვოკაციულ პროექტზე. ისეთი დარტყმის ქვეშ მოაქციეს ამ ცრუ-გმირზე, ნიღბის ჩამოხსნის გამო, რომ მისმა ფორმალურმა თანაგუნდელებმაც კი სასწრაფო წესით უარყვეს ის. არ ჩამომერთვას მკრეხელობაში და, ლამის მოციქული პეტრეს დარად მოიქცნენ, – პრინციპით „ჩვენაც არ ჩაგქვოლონ“_ო და აშშ-ს ელჩმა უშნო თვალით არ შემოგვხედოს_ო. მომიტევონ, მაგრამ ეს ერთადერთი ალუზიაა, რომელიც მომდის ამ კონვეირული წესით ჩადენილ ღალატთან მიმართებაში. იმ მომენტისთვის ის მარტო დარჩა, და განა მხოლოდ ეს ერთადერთი მაგალითია, როდესაც მემარცხენე ლიბერალური „ტუსოვკის“ შემოტევის დროს, მმართველი ძალის ცალკეული, დიდწილად კოალიციური რეჟიმის დროიდან შემორჩენილი პერსონები – როგორც „განტევების ვაცს“, ანდა უფრო ზუსტი რომ ვიყო ფორმულირებაში „ფარმაკს“, ისე მიუგდებდა ხოლმე საჯიჯგნად იმ პირს, რომელმაც გაბედა და თქვა ის, რაც იმ მომენტისთვის კონიუქტურული როდი, მაგრამ სიმართლე იყო. ასეთ ქცევას ისიც განაპირობებდა რომ, ახალი ზოგადეროვნული კურსი როგორც ასეთი, ჯერ არ იყო იმ დოზით კრისტალიზირებული, რა დოზითაა ის თუნდაც ღარიბაშვილის პერიოდში სტრუქტუირებული. თუგინდ მყიფე, ჯერ-ჯერობით სლოგანების დონეზე, მაგრამ უკვე ახალი ორიენტირებით წარმოდგენილი, ღარიბაშვილის ხელში შობილი ეს ინოვაციური გზამკვლევი, უკვე იმდენად ხელშესახებია / რომ „ოცნება“ – ნუ, ვეღარანაირად ვერ იქნება ის პარტია, რაც გვახსოვს დუმბაძის, კვირიკაშვილის, ბახტაძის, გახარიას, მარგველაშვილის, ერმაკოვის თუ უსუფაშვილ-ალასანიების და მათი ამალის ზეობის ხანაში. მაგ პერიოდში გაბატონებული ქცევის მოდელითურთ, მათი ფავორიტი პარტიული ბონზების მხრიდან. შესაბამისად, ქვეყნის, რეგიონის თუ ქალაქის ჯანსაღი განვითარებისთვის კატასტროფული საკადრო პოლიტიკით და „მიშისტური“ რეფლექსიითურბანისტიკასა და სოციალ-ეკონომიკური მიმართულებებით.

-ლოგიკურიცაა და მოგყვები ამ საკითხში ბოლომდე;შინაარსობრივათაა განსხვავებული ღარიბაშვილი ყველა იმ მმართველისგან, რაც კი ჰყავდა საქართველოს ბოლო დეკადებში. კორელაციის სახით და მეტი კონტრასტისთვის დავსძენდი რომ, არ იქნებოდა ურიგო გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, თუ ვინ იყო მმართველებად კუხიანიძის „ოსტრაკიზმის“ პერიოდში და ზოგადად, რა კადრებზე დებდნენ მაშინფსონს. ეს საჭიროა, რომ უკეთ გავიაზროთ თუ რატომაა ჯერ კიდევ „მიშიზმი“ გაბატონებული იდეოლოგია მედიასა და ბევრ სხვა სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტში.

რატომაც არა – „repetitio est mater studiorum“_ო. ვგონებ გასაგებია მკითხველისთვის რომ, „კუხიანიძე“ აქ მხოლოდ პირობითი ფიგურაა. როგორც კრებსითი სახე-თქო, სიმბოლო ყველა იმ კადრის, ვინც ჯანსაღი „ანტიმიშიტური“ რეფლექსიის გამჟღავნების გამო განდევნილ იქნა „ოცნებიდან“ უსამართლოდ. მაშინ, როდესაც ბირთვი მმართველი პარტიის, ფმალურად კი იყო „ანტიმიშტური“, მაგრამ შინაარსობრივად და პოტენციალის თვალსაზრისით – „პორტირებულების“, „ქრისტიან-დემოკრატების“, „მემარჯვენეების“, „რესპუბლიკელების“ და ალასანიას ხალხის სახით, – ბევრად უფრო საშიშ, ფარულ და ღრმა „მიშისტირ“ გაერთიანებას წარმოადგენდა, ვიდრე ღია, ინსტიტუციონალურად ფორმალიზირებული „მიშისტები“. საით მიმყავს და, ბუნებრივი გადარჩევის პრინციპის დარად, აქაც მსგავსი მექანიზმებით მიდიოდა შერჩევა-გადარჩევა, განდევნა და აღზევება პარტიულ იერარქიასა და სახელისუფლებო ვერტიკალში. რაც კონკრეტულად ისახებოდა წარმომადგენლობითი ორგანოების, ისეთი ხალხით დაკომპლექტებაში, რომლებიც ვერანაირ იდეურ პაექრობას ვერ უწევდნენ „მიშისტებს“ არსებით საკითხებზე და ტექნიკურ დეტალებში კი, სრულ დილეტანტიზმს ამჟღავნებდნენ. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი რიტუალურ-ცერემონიალური ქმედებებით იყვენ დაკავებულნი და მაქსიმუმ რაც მოეთხოვებოდათ, ღონისძიებებში წარმომადგენლობით სახეებათ ყოფნა, ასე ვთქვათ „на правах свадебного генерала“ (რედ. მაგალითად გვირგვინებით მემორიალების შემკობა ღირსახსოვარ დღეებში). აღმასრულებელ შტოს რაც შეეხება, აქ უარესად იყო საქმე – ძველმა ადმინისტრაციულმა ელიტამ, რომელიც სააკაშვილის დროს კი მოგეხსენება,რა კრიტერიუმებითაც ინიშნებოდა, უბრალოდ ჩაყლაპა ახალი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. რაც თავის მხრივ,ძალზე უარყოფითად ისახებოდა სახელმწიფო აპარატის მოხელეების მუშაობის ხარისხზე, ივანიშვილის გულწრფელი მიმდევრების მოტივაციაზე, ტელევიზიების კონტენტზე, საგარეო და განათლების სფეროებისთვის კოორდინატთა სისტემის, რბილად რომ ვთქვა – რელევანტობაზე. და მთავარი, ამ გარემოაბამ -„ოცნების“ მიერ ავთენტური იდეოლოგიის არქონის პირობებში, „დემიშიზაციის“ ნაცვლად, ყველა  ჩამოთვლილ ინსტიტუტში, იწვევდა „მიშისტრურ-ზვიადისტური“ მითოლოგემებით ხელახალ შევსებას.

-ასეთ პირობებში, თუ როგორ არ მოგვასვეს თავზე მიშა-2 ამერიკელებმა, სასწაულის ტოლფასია, არა?

თუ გავითვალისწინებთ საგარეო გარემოებებს, – მსოფლიოში მიმდინარე გადაფორმატირების რეჟიმს, შტატების შიდა პრობლემებს, უკრაინაში ომს, ასევე ივანიშვილის ავტორიტეტს და ფინანსურ შესაძლებლობებს, სააკაშვილის და მისი მიმდევრების ანტირეიტინგს, არ იყო რევანში მარტივი საქმე (იცინის). მერედა, როგორც მივხდვი შენ გგონია და შესაბამისად შესაძლოა მკითხველსაც მოსჩვენებოდა რომ, ამ ქაოტურ ვითარებას, მხოლოდ „ოცნების“ გაუმართაობას და „ჩანერგილებს“ ვაბრალი. როდი, ყველაფერ ჩამოთვლილთან ერთად, ეს იმ არასწორი მსჯელობების გამო ხდება, რაც 90-იანების მიტინგებზე დაიბადა და ინერციით მოგვყვება დღემდე კოლექტიური წარმოდგენების სახით. მანდ უნდა ვეძიოთ-თქო ყველა დღევანდელი დაბრკოლების ძირითადი მიზეზი. მაშასადამე, ფერისცვალებაა საჭირო ფუნდამენტურ დონეებზე, ფესვების ამოძირკვით და არა ეს, ღეროგამომპალი ხის ტოტების გაუთავებელი ჭრა. კარგად მესმის რომ, მაგ არქაულ მემკვიდრეობაზეც ვერ ვიტყვით მთლიანობაში უარს, მაგრამ „ოსპის გამიჯვნას შეჭამანდისგან“ ხომ შევძლებთ, რომ ნაწილობრივ მაინც და ისტერიის გარეშე, ცივი გონებით მივუდგეთ ისეთ, იმ ბნელ დროში ჩამოყალიბებულ რეფლექტორული ხასიათის გადმონშთებს, რომელსაც ვერც კი ვაცნობიერებთ, იმდენად ორგანულად გამჯდარი არის ჩვენში. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავძლევთპრობლემებს, და ვერც წარჩიბეულ ქვეყანას ავაშენებთ, არც ოსი და აფხაზი გამოიხედავს ჩვენსკენ. ვერც რუს აქცევ მეგობრად, რადგან ამ დისკურსში ყოფნის გაგრძელება იგივეა რაც, პაპუსების დოლის რიტმებს ყაბულდებოდე, როდესაც შეგიძლია კი არ დააფრთხომსმენელი, არამედ ბახის ფუგებით მიიპყრო და კეთილგანაწყო ის.

-დღეს, ღარიბაშვილის ახალი კურსის და ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა აღარ ერიდებიან ელჩს, არც არასამთავრობოების სიტყვა წარმოადგენს დირექტივას – იქნებ ნანობენ კიდეც მსგავსი ქცევის გამო კუხიანიძესთან მიმართებაში, მაგრამ რაღა დროსია – ნალექს რაღას უზამ?

მეტიც, ტრენდს აყოლილნი, „უარესებსაც“ კი გაიძახიან ვაჟა-ექიმზე და სწორედ ამაზეა ზედგამოჭრილი „დრონი მეფობენო“. მოკლედ, ბევრი რამ იცვლება დუნიაზე და თუ ადრე, ამის განჭვრეტისთვის სპეციფიკური საგნების ცოდნა და ღრმა ჰუმანიტარული მომზადება ჭირდებოდა, დღეს ეს თვალშისაცემია საშულო ცენზის მქონე „ობივატელისთვისაც“. ზედაპირზეა მიზეზი და იმაშირომ, წყარო საიდანაც ეს ნაკადი გადმოსდიოდა მთელი ეს პოსტსაბჭოთა დეკადები, შრება. ანდა უკეთესი მეტაფორაა – ჭაობდება, ლპება და ყარს. მაშასადამე, გაზომვა ამერიკული შესაძლებლობების იმ გადასახედიდან რომელსაც შევეჩვიეთ საქართველოში 90-დან მოყოლებული, დღეს იგივეა, რომ წყალსმეტრებში ვზომავდეთ. შესაბამისად, დროცაა დამდგარი დოგმატიკური ძილიდან გამოსვლისთვის, რასაც ძალზე ბევრი შეეწინააღმდეგება საქართველოში დიდწილად კვაზი-ელიტარული წრეებიდან. რომლებსაც შტატები სასათბურე პირობებში ზრდიდნენ მთელი ეს წლები. იქნებ მოვლენებს ვუსწრებ კიდეც, მაგრამ თან, ევროპოცენტრისტობასაც რომ მოვეშვათ, ამ ევრაზიული კულტურის და ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მდგარმა / უძველესი და ულამაზესი, მაგრამ ტრაგიკული წარსულის ხალხმა, არც ეს იქნებოდა ურიგო. ჩვენი უნიკალური გზა უნდა ვეძიოთ-თქო და არა კალკირებით გავდიოდეთ ფონს. თან მდარე, ევროპის პოსტმოდერნისტული პერიოდის ნიმუშების გადმოტანით ქართულ ნიადაგზე, „კარგო-კულტის“ ფორმატში.

-და თუ არ ვიზამთ მასე, რითიღა ვჯობივართ მაშინ, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში განლაგებულიკუნძულების მცხოვრებთა მისწრაფებებს გაგებით, ისტორიით, წეს-ჩვეულებებით?

თუ გაგების ამ პრიმიტიულ საფეხურს ვერ ავცდით, მაშინ არაფრით. ბოლო-ბოლო გავითავისოთ, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი ისტორიაში საკუთარი ადგილის განსაზღვრა. მერედა, არაა გამორიცხული რომ სწორედ XXI საუკუნე გახდეს საქართველოსთვის გადამწყვეტი და ამ 3 ათასწლოვან ისტორიას ნუ გადავაყოლებთ აშშ- მიერ აღზრდილი ისტებლიშმენტის უვიცობას, მასობრივი კულტურის მუშაკების უპასუხისმგებლობასა და კორუმპირებული ელიტის მერკანტილურ სურვილს, – ქალაქის თუ რეგიონის ხარჯზე, საკუთარი კეთილდღეობა საშვილიშვილოდ მოიწყოს და ა.შ. ახლა კი, რაც „Foreign Affairs“_ში გამოქვეყნებულ სტატიას შეეხება; უნდა ითქვას რომ, ეს არათუ უბრალოდ გავლენიანი ჟურნალია. შტატებში, ის საგარეო სფეროს ყველაზე ავტორიტეტული, ანუ დიდწილად საგარეო უწყების იდეურად წარმმართველი ჟურნალია. ნებისმიერი, მანდ დაბეჭდილი სტატია, ფაქტობრივად  ცირკულარს წარმოადგენს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის.

-მაშინ, ძველების არ იყოს „წერონ და იკითხონო“; საკუთარი ქვეყნის შიგნით, ინფლაციის დონეს ვეღარ აკონტროლებენ. უკრაინაში აგებენ და სულ უფრო ავღანეთს ემსგავსება იქაურობა. ასევე, მთელი მსოფლოს მასშტაბით მათი ოპონენტები აღარ აღიარებენ დოლარს საერთაშორისო სტანდარტად. რუსეთი კი დაშლის ნაცვლად როგორც არასოდეს მობილიზებულია და ჩინეთს დემონსტრაციულად უახლოვდება, თან სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანს ჰქმნის. საუდის არაბეთი, ირანთან კავშირს ამყარებს სახდეპის აღშფოთების მიუხედავად და საქართველოსთვის როგორღა იცლიან?

მაგიტომაც იცლიან, რომ Pax Americana თავზე ენგრევათ და ხელიდან ეცლებათ მოკავშირეები. საქართველოსთან მიმართებაში, შედარებით იმედიანად არიან, რადგან მთელი ეს წლები აქ დიდი ფული ხარჯეს და ინერციით, ფორპოსტადაც ვეგულებით. პრინციპში, მათი გადმოსახედიდან, „რატომაც არა“ – თან ჰყავთ აქ დასაყრდენი „ნაციონალური მოძრაობის“, მათთან აფილირებული წვრილ-წვრილი პარტიების, ე.წ. შემოქმედი „ტუსოვკის“, არასამთავრობოების, ჟურნალისტური კორპუსის ნაწილის და „ოცნებაში“ უამრავი ჩანერგილის სახით. თუმცა მთავარს არ ითვალისწინებენ, – ეს კლასტერები საქართველოს მოსახლეობის 5-10 პროცენტსღა თუ შეადგენს. ეს ვითარება საშიში იქნებოდა, რომ ისევე, როგორც სააკაშვილის პერიოდში, მონოპოლიას ინარჩუნებდნენ მედიის ზოგადქართულ დისკურსზე. ასევე ეკლესია, ცერემონიალურ დონეზე მაინც, ყოფილიყო მათდამი ლოიალურად განწყობილი. მაგრამ თავისი ქაჯობებითა, პატრიარქის ლანძღვით და ზოგადად, აგრესიული ანტიკლერიკალური პოზიციით, ეკლესია არათუ დაკარგეს, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდეს. თუ რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით მათ მოკავშირეებს, საეკლესიო წიაღიდან გაგდებულ და რამოდენიმე მოქმედ, – პეტრე ცაავას დარ ოდიოზურ პერსონაჟს. რაც ადმინისტრაციულ პოსტებზე, „ოცნების“ მანდატით მოქმედ მაქციებს შეეხება; ადრე კი ვშიშობდი რომ ლიანდაგების აყრა შეუძლიათ ისტორიის მატარებლისთვის. მაგრამ სხვადასხვა რყევის დროს, მათ „ბაგაჟსა“ და პრიმიტიულ რეფლექსიაზე დაკვირვებისას აღმოვაჩინე, რომ არათუ საშიშნი – სასაცილოებია ხშირად. ახლა სწორად მინდა გამიგონ, როდი მოვუწედებ პასუხისმგებელ პირებს დახუჭონ ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე თვალი. პრობლემა არის და მოსაგვარებელია კიდეც, მაგრამ მეტადრე დელიკატურად, სპეცსამსახურების დონეზე და არა ღია რეპრესიებით, რადგან ამან მოკლევადიან ეფექტთან ერთად, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა სახეშეცვლილი „მიშიზმი“ გააძლიეოროს, რისი ნოყიერი ნიადაგი ნამდვილად არსებობს და კიდევ დიდხანს იარსებებს საქართველოში, თუ 90-იანები მითებს არ გადავაფასებთ. ამ ეტაპზე აღარაა საჩქარო-თქო, მით უფრო საგარეო მოვლენები როგორც არასოდეს ხელს უწყობს ამ დესტრუქციული ძალის სრულ დეგრადაციას და შესაბამისად, რამდენიც არ უნდა იხტუნონ დიალექტიკა ამ ქვეყანას მაინც მიიყვანს იქ სადაც ბუნებრივი ნავსაყუდელია და ეს თვითკმარი, სუვერენული დემოკრატიაა, დივერსიფიცირებული საგარეო პრიორიტეტებით.

(გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე