მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი II / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი...

დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი II / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

1564
0

-წინარე დიალოგის პირველ ეპიზოდში, ევროკავშირში არსებული მდგომარეობა მიმოვიხილეთ; კერძოდ კი ის მომენტი რომ, ევროპა, როგორც ერთიანი, დრაივით სავსე ორგანიზმი აღარ არსებობს. რომ ადრეულ პოსტსაბჭოთა, 90_იანი წლებისგან განსხვავებით, ის სავსეა ფუნდამენტური ხასიათის წინააღმდეგობებით და გაჟღენთილია წამყვანი ევროპული ქვეყნების მტრობით ერთმანეთის მიმართ. იმ საშიშროებაზეც; ა) თუ რატომ ვერ ხედავს ამას საქართველოს მოქალაქეების იმდენად დიდი სეგმენტი რომ 2024 წლისთვის, აყოლილნი რა ილუზიას ევროატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესების თაობაზე, შესაძლოა არასწორი არჩევანი გააკეთებინონ ქვეყანას. მეტიც, აყოლილი რა „ნაციონალური მოძრაობის“ და „USAID‘ს“, დაანონსეულ გადატრიალებაში მიიღონ მონაწილეობა. ბ) შევთანმხდით იმაზე რომ, ეს ვითარება დიდწილად გამოწვეულია „ოცნების“ მედია_ინფანტილიზმითაც და შინაარსობრივად „მიშისტური“ მსოფლაღქმის კადრების სიმრავლით თავად „ოცნებაში“. ხოდა მოდი ჯერ ამ, და სუს_ის მიერ დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კონტექსტში გაეცი პასუხი; რომ მთავარი თემის კალაპოტში დავრჩეთ და წინა ეპიზოდის დარად, ისევ არ გადავუხვიოთ სხვა ხეობაში.

კეთილი, თუმცა თემა იმდენად ჩახლართულია რომ გაშლისთვის, არა მგონია ეს, წინარე ეპიზოდი გვეყოს. თუმცა ვეცადოთ და შემოვიფარგლოთ იმით რომ, უბრალოდ მეგობრული რეცეპტი შევთავაზოთ მმართველ ძალას – იქნებ ჩავეტიოთ კიდეც საგაზეთო სტატიის ფორმატში (იცინის). მერწმუნოს მკითხელი, ეს ერთადერთი გზაა იმ ტიპის შეთქმულების ჩაშლისთვის, რომელსაც ესოდენ იეზუიტურად გვიმზადებენ კაპიტოლიუმში. ისეთი, არსით ვერაგი ჯგუფი, როგორიცაა ყველაფერზე ხელისმომწერი, თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაცია. ვის უკან, ისეთი სპეციფიკური, მეთოდოლოგიით ტროცკისტული და შინაარსობრივად ანტიქრისტიანული იდეოლოგია დგას, როგორიც ჩვეულებრივ ფაშიზმში აზელილი მემარცხენე ლიბერალიზმია. მით უფრო საშიში ჩვენთვის, რადგან ქართულ სინამდვილეში, ის ლამის კლასიკური ლიბერალიზმის სამოსებშია გამოწყობილი და ილია მართალის სურათ-ხატსაა ამოფარებული. რაც, ასე ვთქვათ კოგნიტიურ დისონანს იწვევს საშუალო სტატისტიკურ ქართველში. უფრო ზუსტი რომ ვიყო ფორმულირებაში, – ღრმა ჰუმანიტარული განათლების არმქონე პირებში იწვევს „პარონიმის“ ეფექტს. ანუ, გარეგნული, ლოზუნგების დონეზე მსგავსების გამო, პოლიტიკური სწავლებების ისტორიაში ჩაუხედავ საქართველოს მოქალაქეებში, ეს „სიბნელე“„სინათლედ“ და პროგრესად აღიქმება. რაც ავტომატურად აყენებს ამ კონტიგენტს, ე.წ. „პროგრესისტი დემოკრატების“ აქაურ რიგებში. ანუ, აშშ-ს მმართველი პარტიის ყველაზე მემარცხენე და შესაბამისად საშიშ, მარქსისტულ-ფროიდისტური ფრთის აქაურ ადეპტებათ აყალიბებს. იქნებ მკითხველი შემედავოს, – ამერიკა და მემარცხენეობა ნონსენსია_ო და რა კავშირშია_ო ტროცკიზმთან (იცინის). არის, და თან უშუალო -ამ გენეალოგიაზე კი მოგვიანებით ვიტყვი. მოკლედ, სწორედ რომ ლიბერალიზმის ამ მახინჯ ნაირსახეობას მიაწერენ ისეთ მახასიათლებლებს-მეთქი, რაც მაგ იდელოგიის კლასიკური ფორმებისგან არსით ძალზე შორსაა სინამდვილეში და ამაზე, აუცილელად უნდა ვისაუბროთ დეტალურად თუ არა აქ, მესამე ეპიზოდში მაინც, რადგან სწორედ რომ მაგ დეტალებშია ეშმაკი ჩამალული.

წერილის მეტი პრაქტიკულობისთვის ჩაგეჭრებოდი; არსით უამრავი, ე.წ. „პარონიმი“ ჩანერგილ-პორტირებულის სახით არის თავად „ოცნებაში“. იმაზე მეტი ვიდრე ჰგონია მავანს არა? და დარწმუნებული ვარ, ეს როდი მოხდა შემთხვვით. სუს_ის მიერ დაანონსებულ გადატრილების გეგმაში კი, ვგონებ რომ ესენი, სცენარის ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია და თუ არაა მასე, იქნებ გადამარწმუნო. იმ ჩანერგილების ლეგიონი-თქო, რომელიც ელოდება სათანადო მომენტს, ან ნიშანს თეთრი სახლიდან, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულონ, – ოფიციოზში „მიშიზმის“ დასაბრუნებლად. აბა, სხვა დანარჩენ სფეროერში, „მიშიზმი“ არსადაც წასულა.

კი ბატონო, და საქმეს ართულებს ის რომ, „ოფიციოზიდან“ მართლაც არსად წასულა სადმე „მიშიზმი“. კონსერვატორ-ტრადიციონალისტი ღარიბაშვილი, პარტიის „დემიურგი“ და პროცესიდან დისტანცირებული ივანიშვილი, ასევე მათი უშუალო გარემოცვა ხომ ერთია (!). „კოალიციის“ დროიდან მოყოლებული საშუალო რგოლები კი მეორე; და აი თუნდაც ერთ სახასიათო მაგალითს მოგიყვან; რომ უფრო ნათელი იყოს, თუ რა ფორმებით ვლინდება „მიშიზმი“ ამის გამო. თუ რასთან გვაქვს საქმე, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც დაუზოგავად ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს. დღეს კი, იძულებულია უყუროს ამ ცალკეული მაქციების ფუსფუს და რომ განვაზოგადოთ, „კრავთა დუმილის“ ფორმატში ეგუებოდეს „ანტიმიშისტური“ იდეის დევალვაციას ”deep state“_ის ბოგინის გამო. ანუ, ძველი „მიშისტური“ ადმინისტრაციული ელიტის მიერ, ახლანდელი პოლიტიკური პოზიციების თანმიმდევრულ და მუხანათურ ოკუაპაციას-მეთქი. რაც ზემოხსენებულთან ერთად, კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ჰქმნის ისეთ სპეციფიკურ საინფორმაციო ეპოქაში, როგორიც ჩვენია. კერძოდ – ადგილებზე, ფორმალურად „ოცნების“ კადრები, არათუ ვერ იცავენ ცენტრის გენერალურ ხაზს, წინააღმდეგობაში მოდიან ტელე_გამოსვლების დროს მასთან. ხშირად, სულაც აიგნორებენ „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“_ს პრინციპით, ან ტექნიკური საკითხების გარჩევით და ცენტრიდან დაფინანსებული პროექტების მშენებლობის ფონზე კეკლუცობით არიან დაკავებულნი. შიგადაშიგ კი, თუ გაიელვებს ხოლმე რამე „message“_ი პოლიტიკური ელფერით, ის აუცილებლად იქნება ნათქვამი ენისმოჩლექით; ა) თუ ივანიშვილ-ღარიბაშვილის საგარეო კურსის დივერსიფიკაციას შეეხება, ბ) „ლიბერასტური“ კონოტაციით, გენდერულ-უკრაინული დისკურის ფარგლებში მორიდებული ბჟუტურით, გ) ევრო-ატლანტიკური იდენტიფიკაციის რადიკალური ხაზგასმით USAID_ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე და ა.შ. რაც, და იმედია დამეთანხმები, რომ ისევ და ისევ „მიშისტობაა“ წმიდა წყლის. მეტიც, ალიბია „ოცნებაში“ მაღალ თანამდებბაზე ყოფნის გამო და დასაბრუნებელ-მისასვლელი გზა მშობლირ წიაღში, იქ საიდანაც „პორტირდნენ“ 12_ის მერე. ეს, რა თქმა უნდა, თუ კაპიტოლიუმში დაგეგმილი რევოლუცია ე.წ. „ლიბერასტიისთვის“ წარმატებით დასრულდა. სხვა შემთვევაში კი, გააგრძელებენ „ოცნების“ მანდატით „ბალახობას“ პოლიტ_ადმინისტრაციულ ველზე, და „არც მწვადს დაწვავენ, არც შამფურს“. ისევ და ისევ გარკვეულ მომენტამდე, დაკავდებიან მუშაობის იმიტაციით, ფულის კეთებით და წვრილ-წვრილი დივერსიებით. აღაზევებენ კიდევ უფრო მეტ მეგობარ-ნათესავს, შემოიკრებენ „პორტირებულებს“ და დაელოდებიან რევოლუციის მომდევნო მცდელობას. რომ ოკეანეს გაღმელიპატრონების თვალში, უფრო შემზარავ-გულწრფელი გახადონ სახალხო პროტესტის, მმართველი პარტიის რღვევის, და ვერტიკალის ჩამოშლის სურათი“. როგორც ეს არაერთხელ მომხდარა კიდეც, – გინდ დუმბაძის, ალასანიას, კვირიკაშვილის, გახარიასა და აგერ, უკვე სალომეს მაგალითებით რომ შემოვიფარგლო. სიტყვაზე, უკანასკნელი სულაც არაა სინამდვილეში „ოცნებისთვის“ ისეთი მასშტაბის პრობლემა, როგორც თავად მმართველ პარტიაში მოფუსფუსე უამრავი „სალომე“. ზოგადად, მაგ კატეგორიის პროტეჟეები საშუალო დონეებზე, მით უფრო, როდესაც პატრონ და ორიენტირ_დაკარგულნი, – ეჭვის აცილების მიზნით  მიმიკრიის უნარს აძლიერებენ, ერთი-ორად ზრდიან მლიქვნელურ რიტორიკას და ა.შ. ვიმეორებ, რომ მოჩვენებითი ერთგულებით ყურადღება მოდუნებულ ივანიშვილს, ხელსაყრელ მომენტში ლახვარი ჩასცხონ და მიაყოლონ კიდეც ღარიბაშვილი, რომლის მიმართ, ისევ მისი კონსერვატორულ-ტრადიციონალისტური მიდგომების გამო, ლამის კლასობრივ სიძულვის განიცდიან. თუმცაღა, ფორმალურად მისი გუნდის წევრები ითვლებიან, რაც …

Stop! „პოლიშინელის საიდუმლოა“ ეს ვითარება პატარა აჭარისთვის; სადაც ყველამ ყველაფერი ვიცით, რა წრიდანაა, ვინაა მამა, ბაბუა და დიდი ბაბუა-ბებიაც კი! აშკარაა, რომ სალაპარკო იმაზე მეტია ვიდრე ჰგონია მავანს. თუმცაღა, ამ ეტაპზე შევიკავებდი მაინც თავს მეტი კონკრეტიკისგან, რადგან ტექნიკური საკითხების გამო არ ვავნოთ უფრო „დიდს“. იმას, რასაც „მიშიზმის“ ამოძირკვა ჰქვია სახელმწიფოწარმოქმნელ ინსტიტუტებში და საზოგადოებრივი ტიპის მედიასაშუალებებში ისე, რომ საერთო საქმეს არ ევნოს-მეთქი, რაც ყველა ტიპის „ანტიმიშისტის“ ინტერესებშია. მით უფრო, რომ დარწმუნებული ვარ, გარემოებების გათვალისწინებით სუს_ი უკვე მუშაობს ამ მიმართულებითაც.

კეთილი, მაშინ იმ ერთ კონკრეტულ მაგალითს მივუბრუნდები ორიოდე სიტყვით და მორჩეს ამითტექნიკური საკითხების ქექვა. დანარჩენი კი, მკითხველმა და თუგინდ სუს_მა დააშენოს (იცინის); მოკლედ, ერთ-ერთ წარმომადგნლობით ორგანოში, უმცირესობა უტევდა ფორმალურ უმრავლებას სტადარტული მეთოდით – ანუ, „რუსი, ФСБ, ოლიგარქი, ფარცხალაძე, სანქციები“ and so on., პასუხად კი იმას ღებულობდნენ ამ უბადრუკი „самозванц“_ებიდან, რომ „ჩვენ წესიერი ხალხი ვართო და ასეაო ოდითგანვე_ო, თაღლითები მიეტმასნებიან პატიოსან ხალხს“_ო და ა.შ. ანუ, „მამალმაც კი არ დაიყივლა სამჯერ“, და ეს სხვის ნაბრძოლზე და ნაშრომზე, არსაიდან წამსკუპებულნი, ან სულაც პორტიტირებული და ნეპოტიზმის წყალობით აღზევებული „ბაბლი“, მყისვე გაემიჯნა ცენტრალურ გუნდს.

-მეც ვუყურებდი მაგ ნიშანდობლივი ეპიზოდის ტრანსლაციას. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ზოგადად, ხომ ყველასთვის ცნობილია რომ „ოცნების“ საკადრო პოლიტკა ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ასეთი უტიფარი გამიჯვნა ლოკალური დაჯგუფებისა, ცენტრალური ხელისუფლების გენერალური ხაზისგან ყველასათვის შოკისმომგვრელი იყო ნამდვილად.

ჰმ, და ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ მრავალთაგანი მარკერისგან, რომელიც ნათლად უნდა უჩვენებდეს ივანიშვილ-ღარიბაშილს, რომ იმედი ამ მიდი-მოდი წრეესბისაგან – ვისაც არც დამსახურება, არც ავტორიტეტი, არც კომპეტენცია არ გააჩნია და აღზევდნენ მხოლოდღა, ადგილობრივი წვრილფეხა პარტიული ბონზების მაამებლობისა და ნათესაობა-მეგობრობის წყალობით – არ უნდა ჰქონდეთ. მეტიც, პირველივე ბიძგისას და მით უფრო, მოსალოდნელი გადატრიალების მცდელობის დროს, ისინი ისეთივე ენთუზიაზმით დაგმობენ მის „რუსულ რეჟიმს“, როგორც 12_ის მერე, ან სულაც 16_ის შემდეგ გმობდნენ „სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს“ (იცინის). საით მიმყავს და, იმის მიუხედავად რომ ფორმალურად „ოცნებაში“ ირიცხებიან, მრწამსი ამ კატეგორიისთვის, წმიდა წყლის „მიშისტობა“ რჩება მაინც. შესაბამისად, კრიტიკულ სიტუაციაში იმოქმედებენ ისე, როგორც მათ კარნახობს რწმენა, გენებოს მსოფლმეხდველობა, ანუ ის „დიდი“, რაც ამ მომენტში, კონიუქტურის გამო იჩრდილება ყოფის მოწესრიგების და სოციალური სტატუსის ქონის სურვილის გამო. პატარა ხალხის მახასითებელია ეგ ქცევის მოდელი და სხვა ვითარებაში, იქნებ ღიმილის მომგვრელიც, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ასეთი ტექტონიკური ძვრების მოლოდინშია, ეს ვითარება ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია. მათი „სახეებად“ კი ყოლა,  ჟოზეფ ფუშეს არ იყოს,  – „მეტია ვიდრე დანაშაული, შეცდომაა“. მოკლედ, ის რაც გითხარი, თვალშისაცემია. შესაბამისად, პირველ რიგში და შედარებით ადვილადაა მოსაგვარებელი. მაგრამ, კონსტრუქციის მაგ შელახული ფასადის მიღმა, შიგთავსის – გარეგნულად უფრო უმნიშვნლო დეტალების არგამოსწორება, არანაკლებ საზიანო გეგონოს საერთო, „ანტიმიშისტური“ საქმისთვისთვის და აქ, უკვე ბევრად დელიკატური მუშაობაა საჭირო, ვიდრე კოსმეტიკური ჩარევა და საიმიჯო ფიგურების ცვლა. თავად განსაჯე; ჩაუღრმავდი, მმართველი პარტიის საშუალო რგოლებს სიღრმეებში. მათი გენეალოგია გაიხსენე, და ნათლად დაინახავ, სწორედ რომ მანდ გაბატონებული შეხედულებების გამოა ეს აღქმის და მოქმედებების დეფორმაციებიც, „ოცნების“ რიგით წევრებში. ვიმეორებ, ერთია უმაღლესი ეშელონები, პირადად ივანიშვილ-ღარიბაშვილი და მეორეა საშუალო რგოლი, რომლის დაკომპლექტებაში ლომის წილი მიუძვით დუმბაძეებს, ალასანიას, კვირიკაშვილს, გახარიას და ა.შ.  აი მაგალითად, ის „დიასახლილისები“, გენდერულ თეორიებს ამოფარებული „პოლიტიკანი“ ქალბატონები „ოცნების“ მანტიაში, რომ დარბიან ერთი „USAID‘ის“ ღონისძიებიდან მეორეზე. „პორტირებულნი“, უკრაინის დროშებით სოც_ქსელებში რომ ეკეკლუცებიან „ნაცებს“, აგრესიული რუსოფობები და ა.შ. ანუ „ოცნების“ საფარქვეშ მოქმედი ფარული „მიშისტები“ სუბრეგიონალურ და სუბმუნიციპალური დონეების პოლიტიკურ თანამდებობებზე. აშშ-ს დემპარტიის იდეოლოგიური ქვაკუთხედის აქაური პროვაიდერები-თქო, რა მაგალითს და მოტივაციას უნდა აძლევდნენ ქვედა დონეებს ღარიბაშვილის ახალი, პროქართული კურსის პირობებში. ივანიშვილ-ღარიბაშვილის გულწრფელ მომხრეებს-მეთქი, რომლებიც დიდწილად მათსავით ტრადიციულ-კონსერვატორული პარადიგმის გამზიარებლები არიან. აი (!), ალუზია რომ მოვიშველიოთ – ეს ლამის იგივეა, რომ პატრიარქისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამო, ადგილებზე ეგუებოდე „პატიკო ცაავებს“. რაღაც პერიოდი კი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ხომ შეუძლებელია, – ხოდა აქაც ასეა-თქო და მერწმუნონ, როდი გვაქვს ცალკეულ შემთხვევებთან საქმე. ამ, არსით სისტემურ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში მთელი ქსელია ჩართული და შემადგენლობაც ცნობილი. აი, სინამდვილეში საიდან იწყება შეთქმულება და სად უნდა ეძიოს სუს_მა მოსალოდნელი რევოლუციის სათავეები. პრევენცია, – სიღრმისეული მიზეზების აღმოფხვრით უნდა მოხდეს და არა აისბერგის მწვერვალზე მინიშნებითა, თუ ტვინგამორეცხილი „გირჩელი“ თინეიჯერების „ბუნტზე“ ჯანსაღი პოლიციური რეფლექსიით. რადგან ქუჩის აქციები, მხოლოდღა ბოლო აკორდი იქნება და იქამდე, მთავარი სამუშაოები „deep state“_ის მფარველობის ქვეშ მყოფი კადრების წინააღმდეგაა ჩასატარებელი.  სწორედ იმ, პირობითად ქართული „deep state“_ის წინააღმდეგ, რომელიც, აწ უკვე მე-11 წელია იმყოფება თეთრი სახლის პატრონაჟის ქვეშ და მეტასტაზებით ახრჩობს „ოცნებას“ და ჩვენს სახელმწიფოს.

-თან, საკუთარ დღის წესრიგს გვკარნახობს იმ დროს, როდესაც თავისუფალი ქართული სხეული და გონი სხვა რამეს ითხოვს, არა? მერედა, მეც არ გამოვრიცხავ უშუალო კავშირს თეთრ სახლთან კურატორების მეშვეობით …

იცი რა, 21-ე საუკუნეში, სულაც არაა აუცილებელი პირდაპრი კოორდინაცია, ღია დირექტივები ან ცირკულარი. აშშ-ს საელჩოდან სიგნალიც კი საკმარისია, ან რევოლუციისთვის საჭირო სატელევიზო დისკურსის ამუშავება, რომ ამდენი მაქციის პირობებში მიზანს მიაღწიონ. მით უფრო, რომ „ოცნებას“, მათთდამი შინაარსობრივად სოლიდარული, ანდა მისწრაფებებში სინქრონიზირებული ტელევიზია, გარდა „POSTV“_სი არ გააჩნია. „იმედით“ და „პირველი“ არხების ფორმალური ლოიალურობით კი, არავინ უნდა მოტყუვდეს. რადგან ისინიც იქ იქნებიან X მომენტში, საითაც უბიძგებს ქართულ მეინსტრიმულ სივრცეში გაბატონებული და აშშ-დან კონტროლირებადი დისკურსი.

-ჰმ, და მოვლენების ასეთ განვითარებას პირდაპირ კაპიტოლიუმიდან ბრძანების შემდეგ უნდა ველოდოთ, არა? როგორც ვხვდები, „ოცნება“ მხოლოდ ზედა და ქვედა დონეებზეა კონსერვატორული, თან საგარეო ურთიერთობების დივერსიფიკაციის მომხრენი სწორედ მანდაა დიდწილად. დანარჩენი შრეები კი, მემარცხენე ლიბერალური ძალების სინეკრაა, რომელიც პირდაპირ თეთრი სახლიდან კონტროლდება და „ოცნებასთან“,მხოლოდღა ფორმალური კავშირი აქვთ. თუ სწორად გავიგე შენი მოსაზრებები, რა თქმა უნდა.

კი (!), რადგან უალტერნატივობის პირობებში ძალზე ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა საქართველოში ამ სწავლებამ. არსებულ ვითარება კი, გაართულა ის მოცემულობა, რომ მეორე, სამთავრობო მხარეს არც მწყობრი იდეოლოგია გააჩნია, და არც „ლეგალურად“ სტრუქტუირებული გლობალური ძალა უმაგრებს ზურგს. ანუ, დიდწილად არავინ-თქო სერიოზული მოთამაშეებისგან. რაც„ფორმალურ“ მოედანზე, მათ არასახარბიელო მგომარეობაში აყენებს „ნაციონალურ მძრაობასთან“, ანდა ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან აფილირებულ სხვა, თუგინდ 0,1 % პარტიებთან შედარებით. ნუ, გარდა ცალკეული ევროპელი კონსერვატორი ლიდერის, ეკლესიის, ქართველი ერის ინსტინქტური მისწრაფებებისა და თავად მმართველ ძალაში – მმართველი ჯგუფის ნებისა, მოახდინონ სწორება ჯერ არჩამოყალიბებულ, მაგრამ უკვე კონტურებ_გაჩენილ ახალ რეალობაზე. ადეკვატური და დროული სურვილია რა თქმა უნდა, რომელიც სამწუხაროდ იწვევს დისონანსსა და მიუღებლობას, – ისევ და ისევ მმართველი პარტიის საშუალო დონეებზე. განვმეორდები და, რომლის დაკომპლექტება საბოლოო სახით, დიდწილად კოალიციური რეჟიმის დროს მოხდა და შესაბამისად ალასანიას, კვირიკაშვილის, სალომეს, გახარიასა და ა.შ., კადრებითაა გადატენილი ვერტიკალის ეს რგოლი. ამიტომაცაა რომ, „ფორმალურიდან“, „არაფორმალურ“ ველზე გადასვლა, ანდა „არაფორმალურის“ ასე ვთქვათ, – „გაფორმალურება“, ცენტრს არ შეუძლია ამ ეტაპზე უმტკივნეულოდ. ანდა, რასაც ეტყობა ერიდებიან კიდეც, თუმცა ეჭვი არ მეპარება – კარგად ექნებათ გააზრებული რომ მურმან დუმბაძის, ალასანიას, ბახტაძის, გახარიას, ხაბაძე-ერმაკოვის, ზურაბიშვილისა და ა.შ., მომწონნი და ტაშის დამკვრელები ვერანაირად ვერ იქნებიან ღარიბაშვილის გულწრფელი მხარდამჭერები. ვიმეორებ, თუნდაც იმის გამო რომ, ეს „პორტირებული“ მედროვეები, მემარცხენე იდეოლოგიის & woke-კულტურის მიმდევრები არიან დიდწილად და არა პრემიერივით, კონსერვატორ-ტრადიციონალისტები და საგარეო მიმართულების დივერსიფიკაციის მომხრენი. მოკლედ, ვგონებ გასაგები მიზეზების გამო, ზედმეტი რომ არ ვთქვა (იცინის), რათა უნებლიეთ არ ვავნო „ანტიმიშისტურ“ ძალებს, წვეტი წყლის სიჯიუტით, უბრალოდ კიდევ ერთხელგავუმეორებდი მათ ერთ-ერთ განტოტებას „ოცნბას“; რომ “deep state”_ მიხედონ ჯერ-ჯერობით, “DEEP STATE”_ს! რადგან ,,არ იძირება გემი, როდესაც წყალშია. ის იძირებამაშინ, როცა წყალია მასში.

-ნათელია რატომაც; რადგან, სინამდვილეში არა დეგრადირებული „ნაცები“, არამედ „მეხუთე კოლონა“ თავად „ოცნებაში“, წარმოადგენს დღეს რეალურ დასაყრდენს კაპიტოლიუმისთვის და შესაბამისად, „მიშისტებისთვის“ რევანშის შანსს, არა?

კი და დაბოლოს; მავანს, ივანიშვილის უშუალო გარემოცვიდან, ეტყობა უდარდელად ჰგონია რომ, გადმოიბირა ეს ხალხი და მორჩა, მათიანებია. კი ბატონო, ისინი არ დადიან ანტისამთავრობო მიტინგებზე და არ იძლევიან პოლიტიკური ხასიათის ინტერვიუებს, თუ ადმინისტრაციული თანამდებობა უკავიათ – მხოლოდ ტექნიკური საკითხებით შემოიფარგლებიან, კარგ ხელფასებს იღებენ, ან უცხოეთში დასეირნობენ სახელმწიფოს ხარჯზე და ა.შ. მაგრამ, ისეთი ტიპის მარკერებით, როგორიც „ჩემი-შენიანია“ ლამის ყველამ იცის გარშემო, თუ სად იქნებიან და რა განცხადებებს გააკეთებენ ისინი კრიტიკულ, თუნდაც სუს_ის მიერ, ამ დაანონსებულ კონკრეტულ სიტუაციაში.

-დავით მოდი ამაზე, მესამე, დასკვნით ეპიზოდში ვისაუბროთ. ასევე, საქართველოს მიერ კონსტიტუციით დეკლარირებულ ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე და რამდენად ადეკვატურია ეს ჩანაწერი, მიმდინარესაერთაშორისო დღის წესრიგთან. ზოგადად, როგორ მივიდა ტრადიციონალისტურ-ქრისტიანული ევროპა იქამდე, რომ მეინსტრიმული გახდა მემარცხენე ლიბერალიზმი და ზოგადად, რა ფენომენთან გვაქვს მაგ სწავლების სახით საქმე.

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე

(გაგრძელება იქნება)