მთავარი სტატიები დავით ჩხარტიშვილი: ლექის აღზევება, დისკურსების ომი და ახალი დოქტრინა

დავით ჩხარტიშვილი: ლექის აღზევება, დისკურსების ომი და ახალი დოქტრინა

740
0

დავით ჩხარტიშვილის  წინარე წერილი გამოქვეყნებული გახლდათ გაზეთაჭარა_PS_ში 2019 10 ივლისსმაგრამ საიტის რეკონსტრუქციის გამოდაიკარგა. თუმცა ერთერთმა პორტალმამოასწრო და გადაბეჭდა ის, რის წყალობითაც შესაძლებელი გახდა წლების მერეისევ დაგვებეჭდა და შეგვეთავაზებინა ერთგული მკითხველისათვის – მით უფრორომ, მიმდინარე მოვლენებისფონზე, თარიღის მიუხედავად ზეაქტუალური 

 

ყოველი მოვლენა მრავალი ფაქტორის ურთიერთქმედების და არა ერთი მიზეზის შედეგია, სწორედაც რომ არაორგანული, საქართველოსთვის არაბუნებრივი მიზეზების გამო ჩვენში სისტემური მსოფლიო ხედველობრივი კრიზისი. მიზეზების გრადაცია კი ფრიად ფართო; დაწყებული ყოფითი რუსოფობიით და ლგბტტერორიდან ენჯეოშნიკების მხრიდან, დამთავრებული ოჯახის ინსტიტუტისდანგრევით, ტრადიციული ფასეულობების დევალვაციით და დაბალი სოციალური პასუისმგებლობის „წარმატებული“ ქალებისმოძალებით ეკრანებზე, როგორც ორიენტირიმოზარდი თაობისათვის და .. ასეა, გზაჯვარედინზეყოფნისას, ხშირად სიცრუე ანაცვლებს სიმართლეს, ქმნის ცრუ საბაზისო იდეებს და მასზე როგორცქვიშაზე სახლს“ ფინაჩი ევრო ატლანტისტების მიერშენდება ბარაკული ტიპის ნაგებობა პირობითი სახელწოდებით – ევროპული საქრთველო, არსითკი „სატრანზიტო დერეფანი, ბოშათა ბანაკის და რიპრიორიტეტებითურთ. როგორც იტყვიან; მოძებნესათავე და ბევრ რამეს გაიგებ_ო!

მე ვერაფერს შემოგთავაზებთ გარდა სისხლისა, მძიმე შრომისა, ცრემლებისა და ოფლისა. ჩვენ წინმძიმე განსაცდელი გველის. მრავალი თვის გატარება მოგვიწევს ბრძოლასა და ტანჯვაში…“ თუ ვინმესდაავიწყდა ან არ იცის, შევახსენებ ვისი სიტყვებიცაა – სერ უინსტონ ჩერჩილის. ნათქვამია ისინი, 1940 წლის 13 მაისს პრემიერის თანამდებობის დაკავებისას. ითქვა ხისტად, საქმიანად დაპატიოსნად, გამოწვევების ადეკვატურად და თქვენ გგონიათ საქართველო განსხვავებულმდგომარეობაშია? არა, მაგრამ რომელი ქართველიპოლიტიკოსი, ან მით უფრო პრემიერი იქნებაიმდენად გულწრფელი და თამამი ერის წინაშე რომპირდაპირ, როგორც ნამდვილმა პატრიოტმა გვესაუბროს გამოწვევებზე და მიგვითითოს გზაზე, რომელიც სავსე იქნება „სისხლით, მძიმე შრომით, ცრემლებითა და ოფლით…“? ნაცვლად ამისა, თავისმოქონვის სტილი, ჰარიჰარალეობა მოსახლეობისსრული გაღატაკების, ნატოში და ევროკავშირშიშესვლის უპერსპექტივობის ფონზე – უკვე მერამდენე წელია ურაპატრიოტიზმი და დემაგოგია არის მოდაში. მერამდენე დეკადაა, რაც ერთ დროსმდიდარ და ამაყ ქვეყანას, ტრაგიკული, მაგრამულამაზესი ისტორიით პრიტონად გარდაქმნა სცდილობს მავანნი.

მაშ ასე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით; ბოლოდროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძისდა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მხრიდან მკვეთრი განცხადებები. ისინი საუბრობენ ნატო მიმართულებით დაჩქარებულ სვლაზე, ასევე იმაზე, რომ თითქოს რუსეთი მთელი დემოკრატიული ევროპისთვის საფრთხის შემცველია…» რა ხდება? არადა სულცოტა ხნნის წინ მისმა უშუალო ხელმძღვანელმალავროვმა, უსურვა ზურაბიშვილს გამხდარიყო ყველა ქართველის პრეზიდენტი, დაუდასტურაკეთილ განწყობა და მერამდენედ გამოთქვა იმედირუსულქართული ურთერთობების გაუმჯობესებისა შემდეგ კონტექსტში: ზურაბიშვილი იყო საგარეოსაქმეთა მინისტრი და ჩემი პარტნიორი 2005-2006 წლებში. სამწუხაროდ ჩვენს შორის მიღწეულიზოგიერთი შეთანახმება არ იქნა შესრულებული ქართული მხრიდან… როდესაც ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები რუსული სამხედრო ბაზებისგაყვანის შესახებ, იქვე შევთანხმდით საერთო ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე. ეს იყოდეტალურად დამუშავებული შეთანხმება, სამწუხაროდ ქართულმა მხარემ მოგვიანებით უარიგანაცხადა ამ ცენტრის შექმნაზე… სამწუხაროა, რადგანაც მათ გაწყვიტეს კომუნიკაციის კიდევ ეერთიხაზი. პირველივე მესიჯი საქმესთან დაკავშირებით და თუ ვინმეს არ ესმის მისი ნათქვამის მნიშვნელობა გეტყვით; ეს ცენტრი თავის დროზე რომ გახსნილიყო, 2008 წლის კონფლიქტი სხვაგვარად გადაწყდებოდა, შესაბამისად მომდევნო მოვლენებიც ჩვენს სასარგებლოთ განვითარდებოდა. ის კი, რაც კარასინმა გააჟღერა ორიოდე დღის წინყვითელი ბარათია, რომელიც წაყრუებას მოყვა. “Включение дурачка“, ხომ ალასანიას და „ნაცების“ კადრებით, გადატენილ საგარეო უწყების საფირმოსტილია. მოკლედ, ქვემოთ პუნქტობრივად აგიხნითთუ რატომ, ჯერ კი იმაზე, თუ სინამდვლეში რა მოხდაჩვენთან და შეძლებს კი ზურაბიშვილი გახდესყველა ქართველის პრეზიდენტი, იქცეს ერთგვარბიფურკაციის წერტილად შიდიპოლიტიკურ დასაგარეო სცენებზე – გაარღვიოს ის მოჯადოებულიწრე, რომელშიც ჩვენი ქვეყანა უკვე მესამეათწლეულია იმყოფება და ერთსა და იგივე ფოცხსაბიჯებს? არა და აი რატომაც; რიგითობის მიხედვით, ისტორიითა, სიმპათიაანტიპათიის და მითებისმიღმა, მხოლოდ რეალპოლიტიკა და სიტუაციისადეკვატურ მოდელირებას შემოგთვაზებთ – ახალიდოქტრინის შექმნის გზაზე პირველი ნაბიჯს, რომელსაც ძალუძს გაარღვიოს ეს მოჯადოვებული წრე და გააერთიანოსსაქართველო. ის, არ უნდა იყოს ტყუილზე დაპროპაგანდაზე აგებული მცირე დოზითაც კი, რაგინდ მტკივნეული იყოსსიმართლე მკითხველისთვის.

არჩევნება ერთი რამ გვიჩვენა, ოცნება“ ყოველწლიურად კარგავდა იმ მორალურუპირატესობას, რომელიც 7 წლის წინ გააჩნდა. როცანაციონალების“ მიერ მოყენებული ტრავმა იყოგაცილებით მტკივნეული; აპელაციები წამებაზეციხეებში, დაკვეთილ მკვლელობებზე, დემონსტრაციების სასტიკ დარბევებზე უკვე ვერახდენს მობილიზაციას ივანიშვილის ფიგურისირგვლივ, იმდენად არასიმპატიური, ხარბი და რუხიპერსონები გაერთიანდნენ მის გარშემო. თანაც, მისიმომხრეების კონტინგენტი რომლიც სიტყვასიტყვითიმეორებს სააკაშვილის ადეპტების მანტრებსროგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკასთანმიმართებაში ვერ შობს მასებში ახალ ტალღას და პერსპექტივას. მთავარს – როდესაც წინახელისუფალთ სიბრიყვით შეჰყავთ ქვეყანაევოლუციურ ჩიხში, ხოლო ამჟამინდელთ არშეუძლიათ მისი აქედან გამოყვანაარკომპტენტურობის გამო. თუკიექსტრაპოლაციას მოვახდენთ, სიტუაცია შეიძლებაშევადაროთ ხრუშოვისეულ „დათბობასაც, რომელმაც იმუშავა პირველ ხანებში, მაგრამრადგანაც ხრუშჩოვი მოქმედებდა სისტემის შიგნითისე რომ, საფუძვლებს არ ეხებოდა, სისტემამბოლოსდაბოლოს ის დაამრაცხა. მსგავს პროცესთანგვაქვს საქმე საქართვლოშიც. რაც კი, სახელმწიფოსხარჯზე გამდიდრების სურვილს ეხება, ეხლანდელიელები ტოლს არ უდებს ყოფილებ და ხალხიყოველივე ამას ხედავს, უბრალოდ არჩევანი როგორცასეთი, ჯერ არ არსებობს. ძველ რომში, მოქალაქეს რომელიც ინიშნებოდა საპასუხისმგებლოთანამდებობაზე უნდა ეჩვენებინაამომრჩევლისთვის ის იარები რომელიც მიიღოხალხის გამო გამართულ ბრძოლებში. რა თქმა უნდა, არ მოვითხოვ გარეგნულად მსგავსი პროცედურისაღორძინებას, მაგრამ შიგთავსით მსგავსი რიტუალისდამკვიდრება აუცილებელია. ამ დროს კი რა ხდებაოცნებაში, ის გაძეძგილია სააკაშვილის ლატენტურიმომხრეებით; უიდეობამ, ღერძის არქონამგანაპირობა ლექის აღზევებაც მათ რიგებში. ესარაფერი იქნებოდა, მათი გამოაშკარავება ძალზედ ადვილია სირიის, უკრაინის, ტომოსის, ტრამპის დასოროსზე პოზიციების მიხედვით, ნაციოანელბთან“ საერთო „მემების“ არსებობით და ზოგადად, მოვლენების მიმართ, ერთირეფლექსიით – მაგრამ ამითაც არავინაადაინტერესებული. ისინი კი, როგორადაც არ უნდა ეფიცებდნენ ერთგულებას ივანიშვილს, ანინიღბებოდნენ სააკაშვილისადმი მოჩვენებითისიძულვილით, საჭირო მომენტში, რა თქმა უნდა იქნებიან სააკაშვილის მხარეზე –დიდის“ და არატექნიკურის“ მომხრეებად მოგვევლინებიან, ლენინისა და სტალინის და არა უხერხემლოხრუშჩოვის გვერდით აღმოჩნდებიან. სააკაშვილი, განსხვავებით ივანიშვილსაგან თავისმილიარდებითურთ და მლიქვნელების არმიით იდეაა– ცუდი, კარგი, ისე რა, მაგრამ იდეაა რომელსაცმრევლი მიჰყვება. რაც 7 წლის განმავლობაში ვერშ ემოგვთავაზა ივანიშვილმა – გარდა კრემლთანურთიერთობების დალაგების მორცხვიმცდელობებისა, იგივე მანტრებისა რომლებსაც მიშა უტენიდა ხალხს თავში, მაგრამ ნაკლებიინტენსიურობითა და ფანატიზმით. კადრებიყველაფერს წყვეტენ!: ამიტომაც არ ღირსკოლექტიური ზურაბიშვილისგანაც ველოდოდოთრაიმე ტიპის გარღვევებს რუსულ მიმართულებაზე – ზედაპირული, გლამურული სულის მატრებელიხალხის საქმე არაა ეპოქალური გარღვევები. ვუტრირებ – მით უფრო „ლეველზე, რომელზეცშეიძლება ანტიტერორისტული ცენტრის საკითხისწამოჭრა, ან მაგალითისთვის, სხვა ტიპის საქმიანისაუბარის გაბმა რუსთან, სეპარატსტული რეგიონებისდაშოშმინებაში დახმარების სანაცვლოდ. ამისათვისარც მას, არც მის მომხრეებს ზოგადად, არ გააჩნიათმორალური უპირატესობა და სიცხადე, არცსტრატეგიული მეგობრების“ დაინტერესება, არცნება შეეწინააღმდგონ ისეთ რეანიმირებულ დათვითდაჯერებულ ძალას როგორიც „ერთიანინაციონალური მოძრაობაა, მათ მიმართლოიალურად განყობილი ჟურნალისტებისა დამედიაბერკეტების ლეგიონითურთ. აქვე, არ შეიძლებაარ გამოვეხმაურო ზემოთქმულის კონტექსტშინაცების“ აკრძალვის იდეაზე აყოლილებს, როგორწარმოგიდგენიათ 800 000_ანი ელექტორტის მქონე პარტიის აკრძალვა 3 000 000-იან ქვეყანაში? გაგიგიათასეთი რამ მომხდარიყო სადმე? პარტია კი არ უნდა ავკრძალოთთქო, იდეურად უნდა გააკოტროთ, შენიგზის უპირობო უპირატესობა უნდა აჩვენო მათ, მაგრამ ამისათვის სხვა ტიპის ბაგაჟი და მორალური სიცხადეა საჭირო, თავად ამ მოთხოვნისგამჟღერებელთა რიგებში.

გავაგრძელთ; ამ დროს მოხდა ის, რაცმოსალოდნელი იყო. სააკაშვილმა გააცხადა რომ არსცნობს საპრეზიდენტო შედეგების არჩევნებს დააანონსებს მომხრეების მასობრივ გამოსვლებს და ესმიმდინარებს კიდეც სხვადასხვა ფორმებით. მიზეზები საკმარისზე მეტია – დაწყებულიუფროსკლასელის სათანადოდ გამოუძიებელიმკვლელობით, კრიმინალის ზრდით, კორუფციისთვალშისაცემი ფაქტებითა თუ ნეპოტიზმით და .. ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების სისუსტეს, სააკაშვილის ადეპტებისმოტივირებულობას, მმართველ პარტიას და ზოგადადსაქართველოსაც, დაუდგა რთული დროება. ამყველაფერმა ერთობლიობაში კატალიზატორისროლიც შეასრულა – თავად „ოცნების“ წიაღშიცდაიწყო ლპობისა და ნგრევის პროცესები, თუმცა სხვა რისი მოლოდინი უნდაგვქონოდა „თიხისფეხებიან გოლიათისაგან. ივანიშვილის პარტია ინგრევა თვალსადახელსშუა დაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ირგვლივმიმდინარე სკანდალი, აისბერგის მწვერვალიამხოლოდ. დამოუკიდებლობის 27 წლის შემდეგაცსაქართველოში არ არსებობს მკაფიო კრიტერიუმი რომლის მიხედვითაც უნდა აირჩიონმოსამართლეები, რაც ყველა გაიძვერას აძლევს საშუალებას დაიკავოს ადგილები უმაღლესსასამართლო სისტემაში და ასევეა ყველასახელმწიფო დაწესებულებაში, ყველა დონეზე. ბესელიას კვალდაკვალ წავიდა არაერთიმმართველი პარტიის საკვანძო ფიგურა, .. ძველი გვარდია  დანარჩენებს ხალხი ლამის სახეზეც ვერცნობს და დარჩენილების კი რაიმე ტიპის ღირსებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მოკლედ, ოცნებაში“ ისეთიმდგომარეობაა რომ სათუოა გადატვირთვამუშველოს – ყველაფერი ძალიან მიშვებული იყო ამწლების განმავლობაში, ძალიან უავტორიტეტო, უცნობი, უიდეო ხალხი შემოიკრიბა ოლიგარქიირგვლივ, რომელსაც სულ უფრო უახლოვდებანაციონალების“ ხროვა მაიდანის ტექნოლოგიებით. თანაც, სადაცაა დაიბადება ახალი, .. მესამეძალაც, რომელსაც ჩვენთან ყველაზე მეტადელოდებიან. გადაჭარბების გარეშე – უმეტესობა, ამის დასტურია საპრეზიდენტო არჩევნებიც! იქ არმისული, ის ჩემი ქვეყნის 50 %, რომლებსაცმობეზრდათ სისხლისმსმელი „ნაციონალები“ დაუუნარო „ოცნებაც. ერთგვარი „პოჩვენიკები, შუალედური გზის“ მომხრეები რომლებსაც ძალუძთ საღი აზრიდან გამოდინარე დაალაგონურთიერთობები რუსეთთან და შესაბამისადრამოდენიმე წელიწადში ააღორძინონ ეკონომიკარუსეთის უკიდეგანო გასაღების ბაზრის წყალობითდა არა კვლავ ევროპული კვოტირებული ბაზრისიმედად დარჩნენ ოკეანის გაღმა პარტნიორის გულისმოსაგებად. ძალა, რომელსაც შუძლია სააკაშვილის მომხრეების მიმართ და „დასავლელიპარტნიორებისადმი“ შიშის გარეშე მოახდინოსახალი პრიორიტეტების დეკლალირებაც – შეუძლიათამამი გარღვევები მოახდინოს აფხაზურ და ოსურმიმართულებებზე, შეუძლია თანასწორად ესაუბროს პუტინს, მიკიბმოკიბვის გარეშე. არ გამოვრიცხავრომ თავად ივანიშვილმაც გააკეთოს ეს – მოკლასსაკუთარი შვილი, ჩარეცხოს ძველი, რომ დაეხმაროსახალ ძალას ინსტიტუციონალიზაციაში, ანდა უარეს შემთხვევაში – არ შეუშალოს მას ხელი.

ჩვენი ქვეყნის ერთერთი ძირითადი პრობლემაიმაში მდგომარეობს რომ არ გვყავდაგამაერთიანებელი ლიდერები, საქართველოს ყველაპრეზიდენტთან უამრავი შეკითხვები არსებობს და არც ერთი მათთგანი არ გამოდგება „მამადამფუძნებლად. თითოეულ მათგანს, დღემდემრავალი მომხრე ჰყავს და კიდევ უფრო მეტი მტერი. ქართული საზოგადოების გრადაცია ფართოა სწორედ რომ ამის გამო – არ გვყავს ჩვენი ბენგურიონები, მოშე დაიანები და ჯეფერსონები, ლიდერებირომლეთა ირგვლივაც იარსებებდა პასიონარულისაზოგადოების სრული თანხმობა. აქ თითოეულპრეზიდენტს რა თქმა უნდა არ დავახასიათებ, მაგრამხელისუფლებიდან მათი წასვლა რომ საზოგადოებისუფრო მეტ ფრაგმენტაციას იწვევდა, ფაქტია. კონსენსუსის კი, ერთადერთი რგოლი ამ ჯაჭვში იყოდა არის ევროატლანტიკური იდეა, ბლეფი რომლისპროვაიდერებია დასავლეთის მიერ რზრდილიპოლიტელიტა და რომელსაც ასაზრდოებს ყოფითირუსოფობია. რომლითაც თავის მხვრივ, გაჟღენთილიასახელისუფლებო და მედია რგოლების უმეტესობა. ყველაზე საოცარი ის არის რომ ზუსტადსაწინააღმდეგო, რუსოფლია შეინიშნება ჩვეულებრივადამიანებში, მაგრამ ისინი სტრუქტუირებულნი არ არიან.

დრო აღარ გვაქვს – ამასობაში კი, ივანიშვილიარჩევანს აკეთებს ისევ და ისევ ხალხზე რომელთაც არ შეუძლიათ იდეების გენერირება დასიმართლისათვის თვალებში შეხედვა, პოლიტკოსებზე ვინც დასნეულებულნი არიან, ან დაკარიერა გაიკეთეს რუსოფობიით და მიშასდროინდელი რეფლექსებით გამოირჩევიან. არადა სიტუაცია ქვეყანაში დაახლობით ასეთია – გავს ქალს რომელიც გადამწიფებულ ნაყოფსატარებს, ასე თუ ისე მან უნდა იმშობიაოროს, უნდაშვას შემდეგი საფეხური!.. მაგრამ საკითხი დგას შემდეგნაირად – ივანიშვლმა ხელოვნურად უნდაგამოიწვიოს მშობიარობა და ამით „ახალი ძალის“ თანაავტორი ან მშობელი აღმოჩნდეს. ანდა მოჰკლასნაყოფი და შემდეგ, თავად მოიკლას სააკაშვილისმომხრეების მიერ, ან მიუშვას დიალექტიკურიპროცესი თვითდინებაზე და მოკლულ იქნასსააკაშვილთან ერთად მისი ნების საწინააღმდეგოდ დაბადებული ნაყოფის მიერ – რას აირჩევს ის? აიროგორ დგას დღეს ეს საკითხი საქართველოში, სოფოკლეს დრამატურგიაზე უფრო მძაფრად – ანან“, თავისუფალი, ნებელობითი, სახელმწიფომოღვაწის და მეცენატის ჭკვიანური საქციელი თუბედისწერის მძევალი ოლიგარქის და ბუღალტერის ქცევითი მოდელი. გამოსავალი არის –ოცნების” დაშლის შეჩერება მხოლოდ მათი რიგებისგადაფორმატირებას შეუძლია და ასევე ახალ იდეასრომელიც მათ საშუალებას მისცემთ გადააფასონფუნდამენტური ცნებები, რაც უკვე ახალ რაკურსში დაანახებს „ოცნების“  ბონზებს, როგორცსტრატეგიულ მოკავშირეებს, ისტორიულმეგობრებს“ და „მტრებსაც – ასევე კონფლიქტებისგამომწვევ მიზეზებსა და ქვეყნის ახალ პრიორიტეტებსაც.

იბადება ახალი სამყარო და ბრმა უნდა იყო რომ ვერხედავდე; ის უფრო ავია, პრაგმატული, უფრონაციონალისტურია ვიდრე ძველი სამყარო. იტალიაში სალვინია – პუტინის ფანატი, მერკელს ყურშიალტერნატივა გერმანიისათვის“ სუნთქვა ჩაესმისდა თავადაც ეკეკლუცება რუსეთს, ესპანეთსკატალონიის პრობლემის გამო დაშლა ემუქრება, ბრექსიტმა“ ბრიტანული საზოგადოება გაჰყო, უნგრეთიდან სორო აძევებენ, ავსტრიაშიულტრამემარჯვენეებია, საფრანგეთში ფაქტობრივად სახალხო აჯანყებაა, რედნეკ“ ტრამპს სირიიდანჯარები გამოჰყავს, ამერიკის ერთგული „ქოფაკი“ არაბული ქვეყნები კი ერთი მეორის მიყოლებითიწვევენ რუსეთს, რომელმაც ბოლო წლებისგანმავლობაში შეძლო და დაარწმუნა ყველა რომმისი სიტყვები არ სცდება საქმეს. თურქეთი, რომელსაც აჭარაზე უჭირავს თვალი –საქართველოს ისტორიული მეგობარი დასტრატეგიული პარტნიორი, დღეს თუ არა ხვალიქცევა თეოკრატიულ ისლამურ სახელმწიფოდ დასრულიად უნიჭო, ანდა სოროსზე და გლობალისტურწრეებზე ორიენტირებული ქართველი პოლიტიკოსიუნდა იყო, რომ ვერ დაინახო მსოფლიოში მიმდინარეცვლილებები, რომ ისევ და ისევ სექტანტისშემართებით უნერგო ქართველ ხალხს ათიოდე წლის წინანდელი შავთეთრი შტამპი, სადაც რუსეთიაბსოლუტური ბოროტებაა“ და დასავლეთი კიაღთქმული მიწა, რომელიც ჩვენ ხელგაშლილიგველოდება. უნდა დავიწყოთ გადაფასება სულთავიდანთქო და ერთიანად ყველა სფეროდან – კერპების მსხვრევით გამოწვეული ტკივილიც კი უნდაავიტანოთ, რდგანაც აღარ გვაქვს ასარჩევად საქმე! მაგრამ ეს აღარ იქნება ის „ოცნება“ რომელსაც შევეჩვიეთ, მითუმეტეს თუ კატარსისგავლილი, ისმესამე ძალას“ შეერწყმება, პრინციპში ეს სხვა საქართველოც იქნება!

ჩვენს მიერ განვლილ გზას რომ გადავხედოთ, დავიანახავთ რამოდენიმე განტოტებას რომელიცკატასტროფული აღმოჩნდა შედეგებით: მაშინ, ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა ისეთი ნაბიჯებისდამღუპველობაზე როგორიც გამოუცდელი დაანტროპოსოფიით გატაცებული გამსახურდიას არჩევაიყო საქართველოს პრეზიდენტად, აფხაზეთშიშეიარაღებული ფორმირებების შეყვანა, იმმომენტისთვის, დასუსტებული, მაგრამ ერთ დროსსაქართველოს მსხნელი რუსეთისგან მტრის ხატის კულტივირება და შემდეგ ოკეანის გაღმელზესახელმწიფოზე ორიენტირის აღება, ისეთს – როგორც არაკონტროლირებადი, მაგრამ მაინც ჩვენიცხინვალის დაბომბვა. აბსოლუტური თავისფლებისჰიპნოზის ქვეშ მყოფნი და თანამედროვე ტიპისსახელმწიფოებრიობის გამოცდილების არმქონენი ჩვენ სისუელეებს ჩავდიოდით, შიგადაშიგდანაშაულებებსაც – მშენებლობის, არავითარიუნარები არ გააჩნდა 90-ანების პოლიტელიტასროდესაც მათ ხელში ძალაუფლება აღმოჩნდა, დანარჩენები კი ნაკვალევს მიჰყვენ. მითოლოგემებით გადავსებული სამყაროდანგამოსულები და აგრესიულები (მაგრამ მათიმემკვიდრეებისგან განსხვავებით პატიოსნები), გამსახურდიას მომხრეები დარჩნენ თამარ მეფისდროინდელი ქაცევის შაბლონების ტყვეობაში. დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე, როგორც ბუშ-უფროსმა გამსახურდია დაახასიათა, თანამედროვე სამყაროში თავადაც დიდხანს ვერგაძლებდა – ღმერთმა აცხონოს მისი სული.

ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობისმეორე ეტაპი რაღაც მომენტამდე ალბათუნივერსალურია მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის; ყოფილი კომუნისტები წარმოგვიდგნენ ახალირესპუბლიკის ერთგვარ ნოვატორ მშენებლებად. შემდეგ გარდამავალი ეტაპი, ბანდიტიზმი, ნარკომანია, მოსახლეობის ტოტალური გაღატაკება, საკუთრების გადანაწილება, მოკლედ, არავისმიწადა აქ კი უკვე, ჩნდება ეპოქის მთავარი გმირი, აშშ. კომპარტიის სკოლის არზრდილს, მაგრამ უკვე ხანშიშესულ შევარდნაძეს ენრაოდენობის პრობლემებიდაუგროვდა, ხოლო ინსტიქტები დაუბლაგვდა, სამაგიეროდ წამიერი სარგებლის რეფლექსი მას აშშ მკლავებში აქცევს, რასაც ამ დროს ქაოსშიჩაძირული რუსეთი განცვიფრებული შესქერის. მშენებლობის ეს ეტაპი, გარეგნულად ანგლოსაქსონურია, დიდწილად კი მულაჟი – არაუმეტეს. რათქმა უნდა, არავინ აპირებდა საქართველოზედახმარებას კეთილშობილური გრძნობების გამო, აირუსეთთან ცივილიზაციურ დაპირისპირებაში კი ბატონო – გვიყენებდნენ სრული პროგრამით. აი ასენელნელა, ჩვენი სამშობლო იქცევა პაიკად „დიდსაჭადრაკო დაფაზე, დგამს პირველ ნაბიჯებს ახალი მისიის მოპოვების გზაზეც – ერთგვარი ისრაელის (რათქმა უნდა საკუთარი პალესტინით), მოდარაჯექოფაკისა“ კავკასიის მიმართულებით. პარალელურად ინერგება აგრარულინდუსტრიულიქვეყნისათვის პრინციპულად ახალი სოციალეკონომიკური პირობები, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით – მდიდარი და სტუმართმოყვარე ხალხისგანვიქეცით სერვისპერსონალად და იაფი მუშახელისწყაროდ მეზობელი თურქეთისათვის, ბედისირონიით ქართული მმართველი კლასის მიერისტროიულ მეგობრად და სტრატეგიულპარტნიორად“ წოდებულის.

ცნობილია, ნებისმიერი ყოფიერების უკან დგასდოქტრინა – ახალი, ოპტიმისტური პროგრამისდეკლარირებული მიზანი იყო „დედოფლებშიგასვლა  ანუ ნატოს სრულფასოვანი წევრობა დათეთრი ადამიანის“ ხატისამებრ დემოკრატიისმშენებლობა, თავისი „ტვირთის“ შესაბამისად. მაშინდა დღესაც, კიპლინგს ჩვენში ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ყოველდღიურად – ყველა ხელთარსებული ფსიქოლოგიური ზემოქმედებისსაშუალებით ატარებდნენ ერთ ძალზედ მარტივ აზრს; Pax Americana- ჩარჩოს მიღმა შეუძლებელიასაქართველოს არსებობა, რადგანაც თავისი ბუნებით არქაული, ბოროტების იმპერიის“ სამართალმემკვიდრე რუსეთი დღ თუ არა ხვალ მასგადაყლაპავს. აი აქ, რაღაც ისე არ წავიდა – გრძელვადიანი ეფექტის მისაღწევად საჭიროა არაიმდენად დიდი ფული, რამდენადაც აზრების შეცვლამასებში ახალგაზრდა, იდეურად მდგრადი დაგანათლებული ხალხის მეშვეობით. ქვეყნის ასეთფუნდამენტურ გადასხვაფერებაზე „თეთრი მელა, ბეგრაუნდისა და მხცოვანი ასაკის გამო არ ვარგოდადა მაშინ ავანსცენაზე ჩნდება მიხეილ სააკაშვილი.

საქართველომ ტრანსფორმირება განიცადა – ამასმოჰყვა სამხედრო ბიჯეტის მკვეთრი ზრდა დაქრთველები ისრაელის მშენებლობას გაორმაგებულიძალით შევუდექით. ჩვენ გავამკაცრედ ფისკალურიპოლიტიკა და ორიენტაცია სინგაპრიზაციაზეაივიღეთ, 11 მილიარდი დოლარის ვალი ავიღეთ დაამჯერად, უკვე საბერძნეთის მშენებლობასშევუდექით მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე ცხოვრების იმედად. 2003_დან მოყოლებული, ჩვენ სულრაღაცას ვაშენებდით მეტნაკლები ენთუზიაზმით დაყოველ ეტაპზე ნატოსგან ორ ნაბიჯში ვიმყოფებოდით, რაშიც ასე დაჟინებით გვარწმუნებდნენ სამთავრობოდა ლიბერალური მედია. ამასობაში კორპორაციულისული ინელ და ზოგიერთები მიხვდნენ რომ ის, რასაც ჩვენ ვაშენებდით დეკორაციაა და ისრაც ვერ დავასრულეთ არ დასრულდებოდა არც იმხელისუფლების, არც მომავალი მთავრობების ხელში. ზღაპრულ ქვეყანა „ნატოზე“ კი მხოლოდ ოფიციოზიღა, მესამე სექტორი და პსევდოპოზიციური პარტიები მღეროდა.

ამასობაში, ქედსმიღმა მეზობელს გამოჯანმრთელება დაეტყო – რუსეთი მუხლებიდან დგებოდა. რესურსებით უმდიდრესი მაქინა ნაბიჯნაბიჯმარქსისტული სახელმწიფოდან ყალიბდებოდა ჩვეუებრივ, ლიბერალურნეო_ქრისტიანულ სახელმწიფოდ. ფორმაციათა ცვალა, ტრადიციებთანდაბრუნება, იქურმა ცხოვრების დონემ ისევ მიიზიდა ქართველები. ამიტომაც, მტრის ხატი ჩვენში კიდევ უფრო აქტუალური გახადეს –აგენტებს“ მასობრივადიჭერდნენ. მტკიცებულებები და უდანაშაულობის პრეზუმცია არ ითვლებოდა – დაკავებულები თავადაღიარებნენ „დანაშაულს“… შემდეგ deja vu; ყველამვიცით რომ ნებისმიერი რევოლუცია ერთნაირადმთავრდება, ის საკუთარ შვილებს ჭამს. საქართველოშიც დაიწყო იმათი რეპრესიები, ვინრევულუციენერბს შორის გამოირჩეოდა – გასაკვირიცარ არის, აქტიურებმა, ჭკვიანებმა და თამამებმა, ისინი პირველები ჩაწვდენ ცვლილებათა არსს. სხვასაპროტესტო ჯგუფებისგან განსვავებით, რომლებიც რეჟიმის ცვლილების შემდეგ პრივილეგიები დაკარგეს და დიდწილად ბოღმა და საკენკთან დაბრუნების სურვილი ამოძრავებდათ, ესკონტინგენტი იყო არა უბრალოდ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ დადგნენ რევოლუციის იდეალების სადარაჯოზე, საგარეო ორიენტირებისდივერსიფიკაციის მოთხოვნით, და უბრალოდ ავტორიტარიზმის ტენდეციების წინააღმდეგ… ამასობაში კი, მოსახლეობაც მასობრივად ფხიზლდბოდა, ქუჩაში თავდაპირველად ჯგუფებათგამოდიდოდნენ, მერე კი ასიათასიან დემონსტრაციებით.

პარალელურად დამთავრდა იდილიაც ხელისუფლებაში, მითი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ როგორც მონოლითურ, პროგრესულ ძალაზეინგრეოდა თვალწინ – ვინ ადრე, ვინ მოგვიანებით, მაგრამ მიშასგან უახლოესი თანამოაზრეები წავიდნენ, სწორედ მათგან გახდა ცნობილისააკაშვილის „ბინძური თეთრეულის“ შესახებ. მაგრამ ამასთან ერთად მიშამაც განიცადა მიმიკრია, იცვლებოდა მისი ტაქტიკა – რეჟიმი ამოეფარააღვიახსნილ სოციალურ დემაგოგიას და რუსფობიას, იდეალიზმი და ხელისუფლების კეთილშობილება წარსულს ბარდება.

მეცენატისა და მილიარდელი ივანიშვილისგამოჩენასთან ერთად სურათი გართულდა, გადაიდგადიდი ხნის ნანატრი ნაბიჯები პრაგმატიზმისაკენ, მაგრამ დრომ აჩვენა რომ ეს პრაგმატიზმის მისეულივარიანტი აღმოჩნდა. პირველი, ვისზეც ის ფსონს სჩადის არის ადამიანები და პარტიები რომლებსაც სააკაშვილი დემოკრატიის შირმად იყენებდა მთელი ეს 9-წლიანი პერიოდი. თუმცაღა, იმ მომენტისათვის მას ფართო არჩევანის გაკეთების საშუალებაც არჰქონია, იცოდა რა ქართული პოლიტიკური ოპოზიციური ტუსოვკის გემოვნება მან უბრალოდ იყიდა ალასანიას, რესპუბლიკელების და დანარჩენი ნაყარნუყარა პარტიების კეთილგანწყობა… ვუშვებ! ამ ვერსიის ნაწილობრივი დადასტურებაა, მისპოლიტიკაში გამოჩენაზე ზოგიერთი მკვეთრადპროდასავლური პარტიების ლიდერების რეაქციაც, უმალვე შეცვლილი როგორც კი იგებენ რომსწორედმათ მცირერიცხოვან და დაბალრეიტინგულმაპარტიებმა უნდა გაუწიონ პარტნიორობა ივანიშვილს, გახდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ ბირთვი. მსგავსი მასშტაბის ჭრელი, ერთმანეთის მოძულე გაერთიანება საქართველოს არ ახსოვს. ტაქტიკაა, დარწმუნებული იყო საზოგადოება, ამიტომაც ირწმუნა ხალხმა „ოცნების. შეიძლებაასეც იყო ჩაფიქრებული სადღაც იქ, სადაც წყდება გეოსტრატეგიის საკითხები – მაგრამ პირადად მე, როგორც მოქალაქე ვამჯობინებდი სიმართლეთავიდანვე მცოდნოდა და არ მქონოდა მარიონეტად ყოფნის განცდა ვიღაცის „დიდ თამაშში, რომელმაცქვეყანა ახალ ჩიხში შეყვანა. იმეორის, რასაცსააკაშვილი ხალხს ტვინში უბეჭდავდა 9-წლისგანმავლობაში, თუნდაც ნაკლები ფანატიზმით – სისულელეა, გაუმართლებელია აკეთო იგივე დამოელოდო სხვა შედეგს. და მერე, სააკაშვილი არარის ის კაცი, რომ ასე პრიმიტიულად აჯობო ტაქტიკურდონეზე, ის ხომ პოსტსაბჭოთა სივრცის ისტორიულიმოვლენაა, ფაქტირად იმ გლობალისტური ძალებისპერსონიფიკაცია, რომელიც ტარმპის გამოჩენამდეშტატებს მართავდა. თუნდაც ის რათ ღირს, რომ მაშინდელი ხელისუფლების მრჩეველი არც მეტი არცნაკლები ანდრე გლუქსმანის შვილი, რუდოლფი იყო. სწორედ იმ გლუქსმანის, რომელმაც ჰეგელისფილოსოფია, კლაუზევიცის დოქტრინასთან დააკავშირა, ტროცკის, ლეო შტრაუსის და მაოსსწავლებები კი რუსოფობიის კვანძში ჩააქსოვა. მისირჩევები მარტივი და ამავე დროს აბსოლუტურიბოროტების ზგვარზე მდგომი იყო: შეცვალესაფუძვლები – მეგობარს დაარქვი მტერი, მტერსმეგობარი, გადააფასე ფასეულობები, გააბანძეავორიტეტეტბი, შმარების წრე აღაზევე, შიზოფრენიაგაასაღე ნორმად, შეაჯახე თაობები და .. ზედნაშენს კი დრო შეცვლის! მოგეხსენებათ, უხსოვარი დროიდან იდეებს ამარცხებენ იდეებით, ბრახმანებს და ქშატრიებს ეომებიან ბრახმანები და ქშატრიები, ვაიიშიებსვაჭრუკანებს კი, შეუძლიათ მოიპოვონ გამარჯვება მხოლოდ ტაქტიკურ დონეზესაბოლოოოდ მათ მაინც დამარცხება ელით თუთვითდინებაზე მიუშვეს პროცესი და კშატრიები ანბრახმანები არ მოიშველიეს, ან დაუთმეს ასპარეზი. ასე იყო, არის და იქნება ყველგან და ყოველთვის! ამიტომაც თავიდანვე სხვაგვარი მოქმედება იყო საჭირო, ან ეხლა – სანამ ძალიან გვიანი არ არის. დამსოფლიოში სხვაგვარი ვითარება რომ იყოს, სააკაშვილი დიდი ხნის დაბრუნებული იქნებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მის წინააღმდეგაა (უფროზუსტად, როგორც ზემოთ ავღნიშნე, იმ ძალების წინააღმდეგ ვის პერსონიფიკაციასაც ისწარმოადგენს). მომიტევეთ რთული არქიტეკტონიკისათვის – ნამდვილი ცოდნა ეს ხომმიზეზების ცოდნაა, მაგრამ სამწუხაროდ მათი ერთსტატიაში მოთავსება და აქვე სწორი გზის მითითება შეუძლებელია უფრო მარტივი ფორმებით. თუკი ჩვენმეტამორფოზა გვინდა და არა უსასრულოტრანსფორმაციები, უნდა საფუძველბი შევცვალოთთქო, დაახლოებით ისე როგორც ეს სააკაშვილმათავის დროზე გლუქსმანის სწავლების მეშვეობით მოახერხა, სოროს ანტისორისი დავუპირისპიროთ დაამით საქართველოს ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნებას შევუწყოთ ხელი. იმედი მაქვს რომხვდებით, თუ რატომ არ ვამბობ სათქმელს ბოლომდე; მივმართავ რა ჭკვიან და განათლებულ ხალხს, უფროსახელმწიფოებრივად მოაზროვნეებს რომლებიცსაკმაოდაა საქართველოში, მაგრამ დეზორგანიზებულნი არიან; ვთვაზობ მათ იდეას, რომლის გარშემოც შიძლება გაერთიანება – ფუნდამენტს, რომელსაც ყველა დაინტერესებულმა თავისი აგური უნდა დადოს ზედნაშენისდასაშენებლად. ამასთან, არ მინდა დოგმაცშემოგთავაზოთ, არამედ მხოლოდ ახალი დოქტრინის პროექტის მონახაზს გთავაზობთ და თან ავტორობას. პირველი, რომ არ დავემსგავსოთ მოწინააღმდეგეთაბანაკს, მათი სექტანტური მეთოდოლოგიებით სადაცითრგუნება ინდივიდუალზმი ბრბოს ინსტინქტებისგასახარად და მეორე, პოლიფონიით მორალურიუპირატესობაც მოვიპოვოთ მათზე, კრიტიკულად და მოქალაქეობრივად მოაზროვნე წრეებმა:

პირველ ყოვლისა უნდა შევწყვიტოთ ევროატლანტიკური კურსის (მისი რადიკალურლიბერალური ფორმის) ერთგულების ხაზგასმა დაანტირუსული რიტორიკის გაღვივება. ასევე საჭიროა აშშზე ავადმყოფური დამოკიდებულების შემცირებადა ტენდენცია თვალშისაცემი უნდა გახდესსახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე. საჭიროაპირდაპირი დიალოგი შიშის გარეშე რომ რომელიმეფანატიკოსი „ნაცი, ანდა ანგაჟირებული არასამთავრობო, არ წამოგაძახებს „რუსეთუმეობას“ ზემოთქმულზე. გამოვიტანოთ რეფერენდუმზესიკითხი –გვჭირდება კი ნატოში გაწევრიანება?, ბლეფი რომლითაც კვებავენ საქართველოს ბოლო 27 ელი, როგო მოლა ნასრედინის ვირს. ასევესაჭიროა ახალი ფასეულობითი ორიენტირების პროგრამირება, სადაც დომინანტად უნდა იქცესევრაზიულობის პოლიტიკური იდეოლოგია, რომ შემდგომში ამ საფუძველზე ავაშენოთ საერთოსახლი ოსებეთან და აფხაზებთან და პარალელურად, მთავრობამაც უნდა შეწყვიტოს ყოყმანი, არჩეულგზას მიჰყვეს ბოლომდე, ხოლო რაც შეეხება მთელ ამვესტერნიზირებულ და ულტრალიბერალურპანოპტიკუმს, რომლებსაც არასამთავრობობმა, სააკაშვილის ადეპტებმა და მეინსტრიმულმა მედიამტვინი გამოურეცხა, უნდა ვებრძოლოთ მათივესაპირწონე ენჯეო_ბისა და პროქართული მედიასაშუალებების შექმნით. შემდგომ კი, ზოგადეროვნულ დონეზე, მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, დავჯდეთ აფხაზებთან და ოსებთან და მათთან ერთად გადავაფასოდ ჩვენი უახლესი ისტორიაც. ბოლოს დაბოლოს,ხომ უნდა გასამართლდნენ კონფლიქტის გაჩაღებაში ბრალდებული პირებიც და ..

შეჯამებისას დავსძენ; უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის რომ, 90-ან წლებიდან მოყოლებულიარც აფხაზს, არც ოსს, არც ჭკვიანარაანგაჟირებულ ქართველს, არც სამეზობლოს, არდავეკითხეთ და ახალი ქართული რესპუბლიკისმშენებლობის ერთადერთი და სწორი ვერსია როგორც „გამოცხადება“ მივიღეთ მენშევიკების დაგამსახურდიას ხელიდან. არადა, მათ მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და მას შემდეგ მრავალიწელიც გავიდა, რომ დღეს მაინც, შედარებით უმტკივნეულოდ შეგვეძლოს რაღაცრაღაცეებისგადაფასება. მსოფლიო თუ რეგიონალური ისტორიისალტერნატიულ ვერსიებზე, მაშინ გაგონებაც არსურდათ, მაგრამ დღეს – საკითხების სწორად დასმისას, სწორი საინფორმაციო კამპანიის შემთხვევაში, საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით (და ის კი როგორც არასდროს საუკეთესოდ ერგება მსგავს წამოწყებას), ჩვენ ვალდებულნი ვართ ასე მოვიქცეთ! ჩერჩილით დავიწყეთ და დავამთავროთ კიდეც, წიგნი „როგორ ვეომებოდი რუსეთს“ სრულდება მათი შემდეგნაირი დახასიათებით: მე არ შემიძლია რუსეთის ქმედებების პროგნოზირება… მაგრამ შესაძლებელიაა რსებობდეს ამის გასაღები, ეს რუსეთის ნაციონალური ინტერესებია, და ისინი კი, გრძელვადიან, სტრატეგიულ შემთხვევაში ემთხვევიან ქართულ ინეტერსებს, სხვა დანარჩენი დალაგდება ძალდატაბეის გარეშე – დიალექტიკაც ამას გვკარნახობს!

ხვიჩა მამულაძე