-უკრაინის მოვლენების ფონზე, სულ უფრო გაისმის მოწოდებები, რომ ნატო ვერ უზრუნვლყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანის მომტანია ეროვნული ინტერესებისთვის. რომ ნატო სინამდვილეში, არაა ის კეთილშობილური სამხედრო ბლოკი რომელსაც წლებია გვიხატავდა აქ მეინსტრიმული პარტიული მედია. იმაზეც საუბრობენ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების გზა არა ვაშინგტონსა, არამედ მოსკოვზე გადის? თქვენი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში როგორია?
ჯერ ერთი, არასოდეს ვარდებოდი რელიგიურ ექსტაზში ნატოს გამო, თორემ მეც მინდა და რატომაც არა? მაგრამ, ისიც კარგად მაქვს გაცნობიერებული რომ ეს შეუძლებებლია ელემენტარული გეოპოლიტიკური წესების გამო. უფრო სწორად კი – გაბატონებული, მარადიული უწესობის გამო. მერედა, ჩვენს ქვეყანაში არაა ადვილი, ნატოს საკითხის განხილვა ცივი გონებით, როდესაც ამოდენა ემოციური ფონი სდევს მაგ თემას და მთელი ინდუსტრიაა აწყობილი ევრო-ატლანტიკური საკითხის ირგვლივ. თუმცაღა ვეცდები, მაქსიმალურად მარტივად და დელიკატურად აგიხსნათ; რადგანაც ადამიანი, უპირველეს ყოვლისა მსოფლმხედველობაა – ტელევიზორზე მიჯაჭვულ ქართველების ნაწილს კი, ის კარნახობს, რომ ეს გზა აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების, ივერიის გაბრწყინების, მსუყე ცხოვრების და ნათელი ძალების გეზია, და მაშასადამე, სწორი და უალტერნატივო გზაა, უფრო რელიგიურ კატეგორიასთან გვაქვს საქმე ვიდრე პოლიტიკურთან. აქედან, მთელი ეს ხუნვეიბინური ეგზალტაცია, „მიშისტური“ შაბაშები და ზოგადად, კრიტიკული აზროვნების ნიველირება მასებში. ელემენტარულად, რომ დავყოთ ეს ორიენტირები და ცალცალკე განვიხილოთ ინდუქციის მეთოდით, აღმოვაჩენთ რომ არანაირ ვარიანტში, ეს გზა – არც ივერიის გაბრწყინებამდე, არც ევროკავშირამდე და არც მსუყე ცხოვრებამდე არ მიგვიყვანს. რადგანაც ჩიხია – მკაცრად კვოტირებული ბაზარი, არარსებული კონსენსუსი ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაფართოვებაზე, რუსეთის ფაქტორი, აგრესიული სეკულარიზაცია ორთოდქსული კონფესიების მიმართ თავად ევროკავშირის ქვეყნებში და ა.შ. არ იძლევა არანაირ შანსსაც კი, ქართველთა ნაწილის გონებაში არსებული ევროინტეგრაციული სურათის განხორციელების.
-ჰმ, ნათელია ყველაფერი, თუმცა მაინც ვერ გადაარწმუნებ მაგ კონტიგენტს.
საქმე ახლა რაშია; მსოფლმეხდველობა ყალიბდება პირდაპირი და ფონური ინფორმაციის მეშვეობით. მაგალითად, პირდაპირს, ავად თუ კარგად ჩვენ ვაკონტროლებთ გემოვნების, განათლების ცენზისა და შესაბამისი დისციპლინის მეშვეობით; ფონური, ჩვენსგან დამოუკიდებლად აღწევს გონებაში და სხვდასხვა მითოლოგემების, ისტორიების ნაგლეჯია. ასევე, მაგალითად მუსიკის – რომელიც ამა თუ იმ მოვლენასთან გადაგვამისამართებს ხოლმე. ფილმების – სადაც მთავარი გმირები ჩვენს არქეტიპებს განასახიერებენ და ერთობლიობაში სწორედ რომ ეს სინთეზი განაპირობებს ჩვენს პოზიციას საკითხებისადმი. ასე რომ, არა ცალკე აღებული ფაქტი, არამედ კონტექსტი და ქვეთექსტი განაპირობებს ფაქტის ინტერპრეტაციას ჩვენი გონების მიერ. ეს იმდენად ბუნებრივად ხდება, და ცნობლია პრეონტოლოგიური ფენომენის ეფექტით; ანუ, ჩვენსა და რეალობას შორის ოპტიკის, ბარიერის არსებობას ვერც კი ვამჩნევთ. მამრუდებელ, მოჩვენიბითად გამჭვირვალე ბარიერს, იდეების და შეხედულებების სახით. რომლებიც იმდენად ორგანულია, რომ აშკარად, გვესახება ის, რაც სინამდვილეში მხოლოდ მაგ ოპტიკის პრიზმაში გარდატეხილი რეალობაა. დაამატეთ ამას ბიოლოგია და მიიღებთ ურთულეს, მოზაიკისებურ სურათს ადამიენის, რომელსაც თემაში ჩახედულ და შესაბამისი ზემოქმედების ინსტრუმენტების მქონე ჯგუფებს შეუძლია მიმართოს იქით, საითაც უნდა – იქნება ეს NATO, ან რაიმე სხვა გაერთიანება. და ასეთ მენტალურ ხაფანგში მოქცეული მოქალაქე ვერანაირად ვერ შეხედავს საკუთარ რწმენას კრიტიკული თვალით, ვერ შეაფასებს ადეკვატურად არსებულ გამოწვევებს. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეა მოწყობილი და ვერ ხედავს თვალნათლივ იმას, რასაც მარტივად ხედავს თუნდაც სხვა რეალობის კონცეფციის მატარებელი, რომელსაც მაგალითად იგივე ფაქტი სხვა კონტესტში და ქვეტექსტით მიაწოდეს. თუმცაღა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავის მხვრივ ისიც განიცდის ფონური ინფორმაციის ზემოქმედებას, რამაც გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ისიც შეცდომაში შეიყვანოს. ამიტომაცაა, დემოკრატია, ღია საუბრები ტაბუების მიღმა და კონსენსუსი, ესოდენ მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში, მით უფრო ჩვენნაირ მენტალურად გახლეჩილ ქვეყანაში. რომელიშიც ბევრი სეგმენტია, და ყველა სეგმენტს რეალობის და ისტორიის ლამის საკუთარი ვერსია გააჩნია.
-კონკრეტულად, რა ძალებია ის, ვინც საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ამყოფებს ასეთ მდომარეობაში და რისთვისაა ეს საჭირო, თუ ის რაც დასახულია კონსტიტუციითაც კი, განუხორციელებელია?
ის ძალებია, ვინც მთელი ეს წლები მიერეკებოდა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ უტოპიაში და ანტიუტოპია მიიღო, დაქუცმაცებული და გაღატაკებული ქვეყნის სახით. სააკაშვილის დროს დომინანტი ძალა იყო, დღესაც მრავლად არიან შემორჩენილი ვერტიკალში, მედიაზე რომ აღარაფერი ვთქვა და ამიტომაც, ნებისმიერი კითხვის ნიშანიც კი ნატოსთან მიმართებაში უმკაცრესად დასჯადი იყო. ასე ხდეობოდა მთელი ეს წლები; ჯგუფს აყალიბებდა დაინტერესებული ქვეყანები – მათვე, ეძლეოდათ დიდი ფული და მედიაპლატფორმები, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა იმის თესვა-ინდოქტრინაცია, რასაც დღეს ვიმკით აგრესიული „მიშისტური“ მრევლის, ანტისახლმწიფოებრივი გამოხტომების სახით. რომლის მიმიკრირებულმა ნაწილმა სხვათა შორის, „ოცნებაშიც“ მოახერხა შეღწევა საკმაოდ დიდი დოზით. რეგიონალურ დონეებზე, კერძოდ აჭარაში ხომ განსაკუთრებით, და მოხდა ეს კოალიციური რეჟიმის დროს, როდესაც ალასანიას და სხვა ნეოლიბერალურ დაჯგუფებებს აქ სრული კრატ-ბლნაში მიეცათ. მაგრამ აქაური „ოცნების“ ანატომიის განხილვა მერინდელი ინტერვიუსთვის იყოს – აღარ დავწრილმანდები აქ.
-იმის მიუხედავად რომ პირველი შეხედვით, ნატოს საკითხზე არსებობდა რაღაც ტიპის აზრთა სხვადასხვაობა მედიაში და კამათებიც კი იმართებოდა დრო და დრო; აი თუნდაც მერაბ მეტრეველის ეპიზოდი რომ გავიხსენოთ. ეს ყოველთვის ხდებოდა მხოლოდ ტექნიკური საკითხებზე, და არამც ევრო-ატლანტიკური ფუნდმეტნის ეჭვქვეშ დაყენებით. იქნებ იმიტომ, რომ საკითხი დგას მარტივად – დასავლეთი, ნათელი მხარეა, და აღმოსავლეთში ბნელი? ჩვენ უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ამის თქმა მინდა, აქით სინათლის მეომრებია იქით ორკები-თქო.
შავსა და თეთრ ფერებს შორის უამრავი გრადაციაა, ნატოც არაა პანაცეა და არც ერთმნიშვნელოვნად ნათელი მხარე. რუსეთი რაცაა, ესეც კარგად ვიცით ყველამ, თუმცაღა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ტერმინი „ორკები“ საინფორმაციო ომის ნაწილია და ქრესტომატიაა სამხედრო პროპაგანდის. მსგავსი სახელდება ხდება, როდესაც მტრის დემონიზაცია სჭირდება სხვა მხარეს. დეჰუმანიზაცია-თქო, რომ არ აღიქვას მასობრივმა ცნობიერებამ მტერი ჩვეულებრივ ადამიანად, ჩვეული ადამიანური ინტერესებით, რათა მარტივად გაანადგუროს უსულო საგანი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს მოცემულობა, საფუძველშივე ცრუ დიქოტომიაა და როდი ნიშნავს, რო არჩევანი არ გვაქვს. სწორი არჩევანი, საქართველო და მისი გრძელვადიანი ინტერესია და არამც რომელიმე სამხედრო ბლოკში, ვიღაცის ჯინაზე ჰიპოტეტური გაწევრიანება, ტერიტორიების დათმობის ხარჯზე; და მხოლოდ ამ ტიპის პოსტულატებიდან გამომდინარეობს შესაძლებლობაც, დაალაგო ურთიერთობა რუსთან, ჩინეთთან, ევროკავშირთან და ნატოსთან როგორც თანაბარმა პარტნიორმა. ელაპარაკო ყველა მხარეს „без дураков“, საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე-მეთქი. მით უფრო ეს აუცილებელია, როდესაც თავად ნატო ძალზე შორს დგას იმ სურთ-ხატისგან, იმ შავ-თეთრი აღწერისგან, როგორსაც ქართული მეინსტირმული ტელევიზიები გვიხატავენ. ევრო-ატლანტიკური ქვეყნების ბლოკი, მათი გამოისობით აქ, წმიდათა წმიდა, ლამის კანონიკური ტექსტი იყო; რომლის სინათლის ბანაკისადმი კუთვნილების მართებულობაში ეჭვის შეტანა, სასიკვდილო ცოდვად ითვლებოდა და რასაც მყისვე მოჰყვებდა ხოლმე ოსტრაკიზმი, თუ ვინმე გაბედავდა ალტერნატივის კონტურის დანახვასაც კი. ანუ ოსტრაკიზმი რომ ახლებურად ვთარგმნოთ, „უარყოფის კულტურის“ მექნიზმების ამოქმედება ხდებოდა, იმ პირების მიმართ ვინც გაბედავა და თუნდაც დასვამდა ზედმეტ კითხვას. ამიტომაც, არც არავინ ახსენებდა ქართულ მედიურ ველზე ნატოს რეალურ ისტორიას, საგმირო საქმეებს, სირცხვილის ფურცლებსა და ზოგადად პოლიტიკას, კლიენტი ქვეყნების მიმართებაში. იმასაც, თუ რამდენად საჭიროა ის დღეს, თუნდაც ახალ რეალობაში – გეოპოლიტიკურ რევოლუციაში, რომლის წინა ფინალური ეპიზოდი ჩვენს თვალსწინ, აგერ უკრაინაში იშლება.
-არადა, რამდენი ვიდეოკლიპი, ფილმი, ჟურნალია გადაღებული და გამოცემული ნატოს პოპულარიზაციისათვის. რამდენი არასამთავრობო, ექსპერტი და ჟურნალისტი ირჩენს მაგ თემით თავს. ამიტომაც კარგად მესმის მათი სურვილისაც, გაიხანგრძლივონ კომფორტი, ახალ რეალობაში ხომ ყველაფერს კარგავენ. ყველაზე მეტად კი, იცით რა მავირვებს; თემა იმდენად ათვისებული უნდა ყოფილიყო ამდენი დაქირავებული აპოლოგეტის ხელში, რომ საქართველოს მოსახლეობას კარგად უნდა სცოდნოდა ნატოს ყველა საგმირო და ბნელი საქმეც. მაგრამ ფაქტია, ეს ასე არაა – მოსახლეობის ფართო მასებმა მხოლოდ დადებითი მხარე იცის. ამავე დროს, იმათმა, ვინც ასე თუ ისე დაინტერესებულია ამ თემით მშვენივრად უწყის, რომ მედალს მეორე, ბნელი მხარეც აქვს არა?
რა თქმა უნდა ასეა. აქ, როგორც პლატონისეული გამოქვაბულის მცხოვრებლებს, ისევე გვიჩვენებდნენ ჩრდილებით მხოლოდ იმას, რაც მათ აწყობთ. აი, მაგალთისთვის არავინ ახსენებს ჩვენში, თუნდაც ე.წ. „ნაირას ჩვენებას». მეტადრე სახასიათო ეპიზოდს, რომელიც 1990 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომაზე გაიმართა. მათ წინაშე, აშშ კონგრესში, 15 წლის ქუვეითელი ლტოლვილი გოგონა, სახელად ნაირა ალ-საბაჰი გამოვიდა. ემოციურად, აცრემლებული თვალებით მან მოჰყვა, რომ ქუვეითის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობისას დაინახა თუ “როგორ შეიჭრნენ შეიარაღებული ერაყელი ჯარისკაცები საავადმყოფოში. თუ როგორ გადმოყარეს ახალშობილები ინკუბატორებიდან, ცივ იატაკზე დაყარეს და თავებიც დაუხეთქეს. ნამდვილად საზარელი შემთხვევაა, სწორედ რომ ამ ისტორიამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ნატოს ჯარების ერაყში შესაჭრელად. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გოგონა ნაირა თურმე არანაირი ლტოლვილი არ იყო, ის შტატებში, ქუვეითის ელჩის ქალიშვილი ყოფილა. გულის ამაჩუყებელი სცენა კი, ერთ-ერთი ამერიკული პიარ-სააგენტოს მოგონილი.
აი კიდევ ერთი მაგალითი; it became necessary to destroy the town to save it (გაანადგურე ქალაქი მის გადასარჩენად). ვიეტნამის ომის დროს ეს ფრაზა დევიზად იქცა და ფართოდ გამოიყენებოდა ამერიკელი ჟურნალისტების მიერ ყველგან და ყველაფერში. მოხერხდა კი ეს შემდეგნაირად; ამერიკული ჯარების სამიზნე გახლდათ პატარა ქალაქი ბენჩე. ავიაციის თავდასხმის შედეგად, ქალაქი სრულად განადგურდა, აქედან გაჩნდა ეს გამოთქმა და ხელწერა ამერიკული ჯარების ყველა მომდევნო ომში! მაგრამ ეს ეპიზოდი, კიდევ საბავშვო ბაღია, იმასთან შედარებით თუ რაც მერე მოხდა მანდ. გსმენიათ რამე, ე.წ. „სონგმის ხოცვაზე“? აი ეს ისტორია, ნამდვილად საშინელებათა ჟანრიდანაა; საუბარი მაქვს დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია აშშ-ს მიერ, სოფელ სონგმის თემში. მაშინ, მანდ დაიღუპა 504 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 210 ბავშვი. მკვლელობამდე მსხვერპლს აწამებდნენ, ქალებს კი აუპატიურებდნენ. დანაშაულმა მსოფლიო საზოგადოების აღშფოთება კი გამოიწვია, მაგრამ ეს ჩვენთან ნაკლებად იციან რადგანაც, როგორც ავღნიშნე ზემორე, გარკვეული ძალები აქ, ზრუნავენ ჩვენს ფსიქოლოგიურ ჰიგიენაზე. ალბათ ისიც დაგაინტერესებდათ თუ რას მოჰყვა ეს ომი, იქნებ სამართლიანი იყო და თავდაცვითი? გეტყვით მაგასაც; ინციდენტი მოხდა, ვითომცდა ტონკინის ყურეში. ოფიციალური ვერსია შემდეგი იყო; ამერიკულ გემებს დაესხნენ ვიეტნამური კატერები. თუმცა, მოგვინებით
ამერიკული გემების არც ერთმა ეკიპაჟის წევრმა არ დაადასტურა, რომ მათ არათუ შეებრძოლეს, არამედ დაინახეს ვიეტნამელები. რომლებიც, პენტაგონის ოფიციალური ვერსიით, თურმე თავს დაესხნენ მათ. ასეა თუ ისე, ომი მაინც დაიწყო, ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. უამრავი ასეთი ომი, ტყუილი და ჟლეტა იყო მას მერეც, რომლის დეტალური ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ არ მახსენდება მაშინ საერთაშორისო სამართალის და სანქციების ქომაგების ამოღებული ხმა და არც ეს გაუთავებელი ფლეშმობები. უბრალოდ წმიდა ადამიანური თვალსაზრით კი მაინტერესებს – სად იყო ეს ხალხი, როცა მაგალითად ხალიჩისებური დაბომბვა მიდიოდა სერბეთის, ერაყის, ლიბიისა თუ ავღანეთის, სადაც უამრავი მსგავსი არაადამიანური ეპიზოდი მოხდა და რომლის აღწერას მოზრდილი ისტორიული კვლევის ფორმატი არ ეყოფა. რატომ დუმდნენ? პასუხი მაქვს, მაგრამ სხვა დროს იყოს. დავსძენდი უბრალოდ რეზიუმეს სახით, და მოვრჩებით მაგით ამ თემასაც; ჩვენს თვალწინ ვითარდება ლიბერალური სამყაროს და ძველი იდეოლოგიის რღვევა. იქმნება ვაკუუმი და მაგ სიცარიელესთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდის. ომი ახალი სამყაროსთვის მიდის-თქო, შესაბამისად ახალი იდეოლოგიის მოთხოვნაცაა ჩვენს ქვეყანაშიც. ეს კი, მოითხოვს მყისიერ ქმედებას დასწრებაზე, რეაგირების ნაცვლად და არამც, ინფანტილიზმსა ან ინერციას. ახალ, თამამი გარღვევის იდეოლოგიის შეთავაზებას დოქტრინის სახით ერისთვის, ბერის ინტერესების გათვალისწინებით! უინსტონ ჩერჩილს უთქვამს; “ლიდერები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ქვეყნებს, სირთულეების გადადებით, მწვავე პრობლემების თავიდან აცილებით, კატასტროფით ამთავრებენ”. დასტურად, ზელენსკის ამოოხრებაც ვგონებ კმარა; “მე აღარ მაინტერესებს ნატოს დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს”!
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე