მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: „ღარიბაშვილის განვითარების ახალი ფილოსოფიის კვალდაკვალ…“

დავით ჩხარტიშვილი: „ღარიბაშვილის განვითარების ახალი ფილოსოფიის კვალდაკვალ…“

1445
0

– ჩვენი ციკლის, ერთ-ერთ წინა ეპიზოდში შემდეგი რამ თქვი: „მიმართულია იმაზე რომ, „უბრალო მოქალაქემ“ ადეკვატურად, და ავტონომიურ რეჟიმში ვერ განსაზღვროს, ვის რა ამოძრავებს, და თუ რა ხდება მის ირგვლივ სინამდვილეში. ასევე ინფანტილიზმისა და რეალობაზე თამადურ-მითოლოგიური წარმოდგენების გამო, – ვიქნებით ასეთ გაურკვეველ და ბურუსით მოცულ მდგომარეობაში. უსუსურ მძევლებად, ამ არსით ბნელი ძალების წინაშე. დავსძენდი, რადგან არ ვუყურებ მოვლენებს მხოლოდ ერთი რაკურსიდან, – „amor fati“_ს საუკეთესო ტრადიციებში და ეპიკურ ჟანრში ვითარდება საქართველოს გარშემო დრამატურგია. ფაქტობრივად, on-line რეჟიმში ახალი სამყაროს დაბადებას ვადევნებთ თვალ-ყურს. რაც „შესაძლებლობების ფანჯრის“ გამოჩენასთან ერთად, მისასალმებელი იქნებოდა კიდეც იმ შემთხვევაში თუ, ჩვენში დომინანტად ყოფილიყო გავრცელებული სტოიკური, ან რომელიმე სხვა დიდი იდეა. კერძოდ, ილიას „განმათლებლობის“ ვერსია, ალექსანდრე მენის ქრისტიანობა, მუტაზილიტების ისლამი და ა.შ. მათი ღვთივშთაგონებული შინაარსით, ღრმა ჰუმანიტარულ ცოდნაზე დამყნობილი და არამც, მხოლოდ რიტუალურ-ფორმალური დატვირთვებით…“ – დასკვნის სახით მაგ დიალოგში კიდეც შევთამხდით რომ, საქართველოს ახალი და დიდი იდეა ესაჭიროება. საკითხი ზეაქტუალურია, რადგან თუ აქამდე, პოლიტიკური მოსაზრებების, გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საქართველოს მთავრობა არიდებდა თავს ახალი იდეის, – იდეოლოგიის თვალაზრისით გაჟღერება-კრისტალიზაციას. დღეს, სულ მეტად იკვეთება და სულ უფრო მაღალი ტრიბუნებიდან ჟღერს ხოლმე, თეთრ სახლში გაბატონებული მემარცხენე ლიბერალური იდეოლოოგიის ანტიპოდი იდეები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისგან. აი მაგალითად, პრემიერი ღარიბაშვილის სიტყვა რომ, „საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ არასდროსგვქონია პრეტენზია, სუპერ ძალის ქონაზე, თუმცა, ჩვენ გვაქვს, ყველაზე დიდი ძალა და ეს არის, ჩვენირწმენა, ოჯახის ფასეულებები და ქრისტიანულიტრადიციები! საქართველოში, ყოველთვის იქნება ასე, ქალს ერქმევა დედა, ხოლო მამაკაცს მამა, ამერთობას კი ოჯახი!“, – წარმოუდგენელი იყო ხომ, რამოდენიმე წლის წინ  და თან კოალიციურ რეჟიმში მყოფი მმართველი ძალისთვის? რომელიც დიდწილად შედგებოდა სწორედ რომ ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული შეხედულებების საპირწონე იდეოლოგიის მატარაბელი ელემენტებისგან. კერძოდ, იყო ეს ალასანია, თუ „მემარჯვენეები“, „პორტირებულნი“ თუ „რესპუბლიკელები“. ვერც იქნებოდა სხვანაირად, რადგან მთელი მათი კარიერა დაფუძნებული იყო შტატებისადმი ყურმოჭრილ მორჩილებაზე და ე.წ. woke-იდეოლოგიის იმპლემენტაციების მცდელობაზე საქართველოში. ეს ხალხი ივანშვილ-ღარიბაშვილის ტანდემმა კი გაისტუმრა, მაგრამ მათი უამრავი მიმიკრირებული მიმდევარი ხომ ახლაცაა წარმოდგენილი ძალზე მსუყედ მმართველ რგოლებში და „ოცნებისადმი“ ფორმალურად ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებში. იქნებ სწორედ რომ მათ გასაგონად თქვა ბატონმა ირაკლიმ შემდეგიც; თავს გვახვევენყალბ ფასეულობებს LGBT პროპაგანდით, ბავშვებისათვის სქესის შეცვლის დაკანონებისმცდელობით“. რადგან ფაქტია რომ, არსებობს უთანხმოება უმაღლეს ეშელონებში შეხედულებების და ქვედა დონეებზე ჩანერგილთა შორის, აბა როგორ უნდა ავხსნათ სხვანაირად ის მომენტი როდესაც, მანამ ცირკულარის დონეზე არ კრძალავენ „მიშისტური“ მარკერების და თემების გამოყენებას, „ოცენბის“ უამრავი წევრი ვერც კი ხვდება, ანდა არ იხდენს თავისით, რომ ეს მათი ქცევა, სოცქსელებში გამოყენებული სიმბოლიკა და სლოგანები, წმიდა წყლის „მიშიზმია“. მერედა ჩნდება ბუნებრივი კითხვა, – თუ პოლიტიკურად იმდენად გაუნათლებელი ხახლია, რაღა აჩერებენ პოლიტიკურ თანამდებობებზე? თუკი ესმით ანაბანა და მაინც აკეთებენ ამას, ასეთები რაღას გვევლინებიან „ოცნების“ მანდატით, ნუთუ მთლად მორყეულია კონტროლის მექნიზმები? სიტყვაზე, ვინმე საერთოდ თუ აკონტროლებს ამ პროცესს ქვეყანაში? მაგალითისთვის, თუნდაც შენი, აჭარის ტეევიზიის დირექტორის კონკურსზე გაჟღერებული მოსაზრება ავიღოთ; მანდ – ბორდში, „ქართული ოცნების“ მანდატით  მოხვედრილი და პარალელურად woke-იდეოლოგიის მატარებელი ერთ-ერთი წევრის მოსაზრება გავიხსენოთ ამ საკითხის ირგვლივ. სადაც შენს მიერ გაჟღერებულ, ღარიბაშვილის ნათქვამის, ზედმიწევნით დარ მოსაზრებაზე, ამ წევრისგან პასუხად მიიღე რომ, ეს კანონის მოთხოვნაა და საზოგადოებრივმა ტელევიზიამ უნდა უზრუნველყოს woke-იდეოლოგიის მოთხოვნები და სექსუმცირესბების შეხედულებათა პოპულარიზაცია. მეორე, ასევე მმართველი მანდატით მოსარგებლე ბორდის წევრი, რომლის ასავალ-დასავალი საერთოდ არ იცის აჭარამ და რა ასეთი დამსახურებისთვის წამოასკუპა მანდ მავანმა, თურმე რუსეთ-უკრაინული ომის შენეულ ინტერპრეტაციას არ იწონებს და ეს იმ დროს, როდესაც აქაც სრული თანხვედრა ჰქონდა პრემიერის პოზიციასთან. რაღა გავაგრძელო მაგალითები, ასეა ლამის ყველა სფეროში და დონეზე.

შენს მოსაზრებაზე რომ,  – წარმოუდგენელი იყო, რამოდენიმე წლის წინ  და თან კოალიციურ რეჟიმში მყოფი მმართველი ძალისთვის ღარიბაშვილის ეს დღევანდელი რიტორიკა და რომ  „ოცნება“ დიდწილად შედგებოდა სწორედ რომ ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული შეხედულებების საპირწონე იდეოლოგიის მატარაბელი ელემენტებისგან. გიპასუხებ სკრუპულოზურად, რადგან მართლაც რომ პრინციპული საკითხია ჩემთვის, თუგინდ იმიტომ რომ – ძალზე ძვირი დამიჯდა „მიშიზმთან“ და ზოგადად, ნეოლიბერალურ სწავლებასთან ჭიდილი; ამ, სხვის ნაბრძოლზე წამოსკუპებულ, გუშინდელ ღია „სოროსისტებს“, „ორთოდოქს ევროინტეგრატორებს“ და „პათოლოგ რუსოფობებს“ , ღარიბაშვილის ახალი კურსის გაცხადებსთან პარალელურად, მყისვე რომ ფორმალური ფერისცვალება განიცადეს და სუბრეგიონალურ დონეებზე ცდილობენ ფეხი აუწყონ ცენტრიდან წამოსულ ტრადიციონალისტ-კონსერვატორულ ტალღას. იმის მაგიერ რომ გადადგნენ, ანდა გზა იმ ხალხს დაუთმონ, ვისაც მთელი ეს პერიოდი, სწორედ რომ შეხედულებების გამო უქმნიდნენ პრობლემებს – ისევ „ოცნების“ მანდატით დეფილეებს გვიწყობენ სხვადასხვა სახელმწიფო დანიშნულების ღონისძიებებზე. სადაც სიტყვაზე, ორიოდე წლის წინანდელისგან განსხვავებით, დღეს კარდინალურად სხვა პლათფორმით ნაკარნახევი „სპიჩებით“ და სიმბოლიკით გამოდიან. არადა, ხედავს ელექტორატი და ირონიული ღიმილით აფასებს ამ მოჩვენებითტრანსფორმაციას. რაც უცილობლად აისეხება კიდეც, 24-ის არჩევნებზე ნეგატიურად. რა თქმა უნდა, თუ არ გამოსწორდა ადგილებზე ვითარება, იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, რაც უმაღლეს ხელისუფლებაში და საქართველოს გარშემო ტრიალებს. მოკლედ, ღარიბაშვილის განვითარების ახალი ფილოსოფიის კვალდაკვალ, დღეს კი აქვთ, ქართული დროშა აღმართული სოცქსელებში და ა.შ., ასევე მოჩვენებითად, ლამის ღარიბაშვილზე მეტი შემართებით ახალ კურსზე უყვებიან მოსახლეობას, რომელიც გუშინ მათთგან არსებითად სხვა შინაარსის ნარატივს ისმენდა – მაგრამ, მასებმა ხომ იცის მათი ნამდვილი ბუნება! მიდრეკილებები, წარსული და რაც მთავარია, გამომპალი „მიშისტური“ წრე, რის გამოც იოტისოდენა არ სჯერა მათი. ხოდა,  – დამსახურება არა, ცოდნა არა, ავტორიტეტი არა, ლეგიტიმაცია ნულოვანი, აშშ-ს ელჩის და წინა, ნეოლიბერალი პრემიერების აღზევებულ ამ გაუგებრობებს ზოგადად, ახლა მაინც, თვალთმაქცობის უკვე ამ სტადიას, აღარ უნდა უტარებდეს ცენტრი-თქო. მით უფრო დეკლარირებული ახალი კურსის პირობებში, ეს ბოლო-ბოლო ნონსენსია. თუ გვინდა წინსვლა რა თქმა უნდა, ნამდვილი მეტამორფოზა და თამამი გარღვევები სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით. არადა არაერთი ტრანსფორმაცია უნახავს ქართველ ერს, რომელიც ყოველ ჯერზე, ერთი და იგივე შედეგით მთავრდებოდა, – “ზვიადიზმ-მიშიზმის“ ნაირსახეობების რეინკარნაციით. სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას-თქო, ყველაფერს მისი სახელი დაერქვას-მეთქი. რომ ეს ძალები კოლექტიურად, უკან, ისტორიის ჩიხურ განტოტებებში გვხევენ, იგივე ქცევის მოდელს და რეფლექსიას ამკვიდრებენ ცალკეულ, მათზე მიბარებულ მიმართულებებში, რაც წინა ცხოვრებაში ჰქონდათ აპრობირებული და ამიტომაცაა ჩემი ღრმა რწმენით, ზედგამოჭრილია ამ კონტიგენტისთის, მე-17 საუკუნის ერთი  ცნობილი გერმანელი ჯალათის ხმალზე ამოტვიფრული წარწერა – „et verbum caro factum est“ (რედ. “და იქცა სიტყვა ხორცათ”). აგერ; შორს რომ აღარ ვიარო, – გედევან ფოფხაძის კონკრეტული მაგალითი ავიღოთ, რომ დანარჩენი უფრო მარტივად განაზოგადოს და მოარგოს მკითხველმა მის ირგვლივ, რეგიონებსა თუ მუნიციპალიტეტბში არსებულ ვერტიკალს; „ზუსტად ვიცი რომ ნიკა გვარამია საქართველოსთვისაც შეიძლება იყოს გამარჯვების ფორმულა“, – ამბობს ეს უტიფარი პერსონა. აი ესაა-თქო, კრებსითი სახე იმ მიმიკრირებული, სოციალურად უპასუხისმგებლო კლასტერის, რომელიც ჰყავდა ოცნებას აღზევებული მრავალი წელი და რაც უკვალოდ ნუ, ვერანაირად ჩაივლიდა. ამ კატეგორიას ვგულისხმობ ხოლმე და მათ ლატენტურ მიმდევრებს. ამათ მოყვანილ ხალხსაც, მრავლად რომ არიან როგორც შუალედურ წარმომადგენლობით, ასევე აღმასრულებელ ორგანოებში. შუალედურში იმიტომ ვამბობ ხაზგასმით რომ, ნაკლებად კონტროლირებადი იყო ეს რგოლი 12-დან, თუნდაც სუბსიდიარულობის პრინციპის გათვალისწინების გამო. ხოდა, მკითხველმა დასკვნები თავად გააკეთოს, თუ რატომაა ახლაც ამდენი ჩანერგილ-პორტირებული საკვანძო ადგილზე და დაფიქრდეს, თუ რატომ დებენ ხოლმე ასეთ შედეგს საარჩევნოდ, ივანიშვილ-ღარიბაშვილის მაღალი ავტორიტეტის მიუხედავად და „ნაციონალების“ სრული დეგრადაციის ფონზე. ანდა უახლეს ისტორიას რომ გავანებოთ თავი, – დაფიქრდნენ, ვისი უშუალო მოვალეობაცაა ეს, რას უნდა ველოდოთ ამ ტიპის კონტიგენტისგან, მოსალოდნელი ძვრებისას უახლეს მომავალში.

-მეცინება, რადგან არსით იგივე პრობლემაზე ვკითხულობთ 1920 წლის, გაზეთსაქართველოში“; “ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია მეტი ყურადღებამიექცეს ბათომის ოლქს და საგანგებო კომისრისურატაქტიკას ბოლო მოეღოს. ადმინისტრაციანახევარზე მეტი ავანტიურისტებია, საპასუხისმგებლო ადგილზე შეუფერებელიპირებია, ზოგან კი პოლიტიკურად მნიშვნელოვანიპოსტები პირდაპირ ბოროტ და ავარა ხალხს აქვსჩაბარებული. ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნიამოსაზრება რომ ვითომ დაუშვებელი იყოს კრიტიკამთავრობის წევრის, ან რომელლიმე მოხელის, იმიტომ რომ ის პარტიული ამხანაგია“. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა რეაგირება,  ცენტრალურმამთავრობამ ვითარების შესასწავლად მოავლინააჭარაში დამფუძნებელი კრების წევრიგელეიშვილი. მის მოხსენებით ბარათშიც დადასტურდა ეს ვითარება, შეფასება კი შემდეგიიყო; „არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგი, ასევე მოხელეთა მექრთამეობა, ნეპოტიზმი და მოქალაქეთა შეურაცხყოფა და .. არაფერია ახალი მზისქვეშეთში_ო, როგორც იტყვიან ხოლმე ასეთ შემთხვევაში, არა?

ახალი მაინც ისაა რომ, ამ ტექნიკურ საკითხებს; ანუ, როდესაც ტექნიკურ წუნზე მიდის საუბარი, ამა თუ იმ პასუხისმგებელი პირის პროფშეუსაბამობაზე მაგალითად, ანდა ნეპოტიზმის წყალობით აღზევებულ ლექზე. ბევრად მნიშვნელოვნად მიმაჩნია -იდეოლგიურად, ივანშვილ-ღარიბაშვილისგან განსხვავებულ, ფარულად სხვა პლატფორმაზე მდგარი და მიმიკრირებული კონტიგენტის ჩამოცილება დაკავებული თანამდებობებიდან. რომლებიც, დაკავებული აქვთ კოალიციური რეჟიმის დროიდან და აწ, ნიღაბჩამოხსნილი პრეზიდენტების, პრემიერების და ფრაქციების რეკომენდაციით. ბევრად მეტი ყურადღება და ძალისხმევა სწორედ რომ ამ მომენტს ესაჭიროება-მეთქი; ტექნიკური ხარვეზებისგან განსხვავებით, ეს დეტალები უფრო ძნელი გამოსასწორებელია. რადგან უზარმაზარი სხვაობაა ხედვებში ზოგადეროვნულ დონეს და სუბრეგიონალურ დონეებს შორის. რაც სხვა დანარჩენთან ერთად, იმითაცაა გამოწვეული რომ, ელემენტარულად, წარმოდგენა არ აქვთ პროვინციელ პარტიულ ბონზებს იმ მექანიზმზე, რომელიც ამოძრავებს სინამდვილეში ივანიშვილ-ღარიბაშვილს. სავარაუდოდ რის გამოც, იმის მაგიერ რომ მათი ხედვების გამტარებლები ნიშნონ საკვანძო თანამდებობებზე, საკუთარ სამეგობრო-სანათეასაოს წამოასკუპებენ ხოლმე სწორედ რომ იმ ადგილებზე, რომლებზეც დამოკიდებულია ამა თუ იმ სფეროს წარმატებული „ანტიმიშისტური“ ტრანსფორმაცია. ეს კიდევ არ იქნებოდა დიდად კატასტროფული, მაგრამ იმ წიაღის გათვალისწინებით საიდანაც თავად, ეს ახალაბედა პროვინციელი პარტბონზებია გამოჩეკილი, – ისინი ბუნებრივად, ისევ და ისევ „მიშისტური“ ხედვების მატარებელ კონტიგენტით ავსებენ „ოცნების“ კვოტებს. იცი რითია კიდევ ეს საშიში; ყოვლად უპასუხისმგებლონი და უმაცარნი, „მიშისტური“ პროპაგანდისტული შტამპებით დასახიჩრებულნი, ამ კლასტერისთვის არაფერს წარმოადგენს რომელიმე წარჩინებული ქალაქის კულტურა, წერა-კითხვის უცოდინარ, დუქნის მომღერლებს მიაბარონ. ანდა, უგემოვნო ქანდაკებებით გაავსონ ქალაქი, ან სულაც ქალაქის ფილტვები ამოქოლონ სიმახინჯეებით და ა.შ. განა შეგნებით – მერწმუნე უნებლიეთ, ასე და ამგვარად გულწრფელად ეგონოთ, რომ კარგ ქართულ საქმეს აკეთებენ, – ქალაქს ალამაზებენ. რადგან ასეთია მათი თვალსაწიერი და ნიადაგი, რომელმაც ჩამოყალიბა ისინი რუხ კლერკებად, სხვა არ იციან უბრალოდ. არადა, ხოსე ორტეგა  გასეტის არ იყოს, და რადგან შევეხეთ კულტურის სფეროს, „ყველა საშინელი კრიზისი იწყება არა იმით რომ, ბარბაროსებმა კულტურა გაანადგურეს, არამედ იმით რომ, ელიტა დაეშვა ბარბაროსების დონეზე“. აი ასეთი მნიშვნელობა აქვს ელიტას-თქო, მით უფრო ადმინისტრაციულს. მესმის ისიც, რომ ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელდება და გარდაუალია ცვლილებები ამ მიმართულებებით. მაგრამ, აქვე მთავარი კითხვა იბადება – შემდეგ, აი იმ საფეხურზე რომელიც ეკადრება წარჩინებულ ქალაქებს საქართველოში, ევოლუციურად თუ რევოლუციურად გადავალთ ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევის მეშვეობით?!

-სიბრაზეს აყოლილი ჩქარობ და გეტყობა; მასეთი მკაცრიც არ უნდა იყო, რადგან არსით მარიონეტებია, და მარიონეტებს რა მოეთხოვება დიდ ქართულ საქმეში? სტატისტობაა მათი ხვედრი ზვიადის, ასლანის, ედუარდის, მიშას, ბიძინას და მომავალი მთავრობების პერიოდებშიც კი. ჩემი ასაკის კაცს, არაერთელ მაქვს ეს ფილმი ნანახი. მიმიკრიის გარდა არ იციან სხვა რამ, მეტი აბა რა / თეორიის ცოდნა ამათ არ მოეთხოვება, ესღაა რომ ტექნიკურ დეტალებს და მხარესაც ვერ აბავენ თავს, დივერსიებს რომ თავი გაანებო, რისი შნო კარგა ხანია, რაც აღარ აქვთ. თუნდაც, შეცვლილი საერთაშორისო ვითარების გამო, ხოდა რადგან საშიშროებასაც არ წარმოადგენენ, დროის ამბავია როტაციაც. მერედა, ხომ იცი, მე უფრო ემპირიული მონაცემების დამუშავების მომხრე ვარ და არა პოლიტიკური შეფასებების. მიხედავს ღარიბაშვილი ბოლო-ბოლო ამ ლოკალურ პრობლემებს-თქო, და თუ ვერ მიხედა აქამდე, ქე ხედავ თუ რა მნიშვენელოვანი ზოგადქართულ სამეებზე იყო გადართული.

მართალი ხარ, იმპულსური ვარ და სიჩქარე არაა გამოსავალი; მერედა კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო და ვგონებ, პირნათლად მაქვს მოხდილი ვალი სამშობლოს და მშობლიური ქალაქის წინაშე. თუნდაც, მხოლოდ ამ დიალოგების ციკლის წყალობით. ეს სხვა სამოქალაქო აქტივობებს და წერილებს რომ შევეშვა. ებრაელები გამონათქვამი; იმდენად საშიში არაგალახაა” (რედ. הֲלָכָה‏‎, კანონების კრებული), რამდენად მისი ინტერპრეტაციაო. ამიტომ, ამ ჩემს ნაამბობს ახლაც ისე გაიგებს კაცი, როგორც მას თვალსაწიერი და გამოცდილება უკარნახებს, გააჩნიავინ კითხულობს მას, რა უდევს თავში, ან რაბუნებისაა ზოგადად.

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე (გაგრძელება იქნება)