მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დავით ჩხარტიშვილი: „ჩვენ, ჩვენი პოზიცია და ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია“!

დავით ჩხარტიშვილი: „ჩვენ, ჩვენი პოზიცია და ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია“!

1841
0

– „უნდა გესმოდეთ, რომ ეს არაა მორიგი ბრძოლა ამომრჩევლისთვის. პოლიტიკური განსხვავებები იმდენად დიდი არ უნდა იყოს, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზნები გადაფაროს“, ასე მიმართავს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი. ლინკევიჩიუსი ამბობს, რომ მისთვის დაუჯერებელია, ქვეყნის დასავლური მომავალი არ იყოს საკმარისი მიზანი იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალები ერთმანეთის დადანაშაულების პრაქტიკას გასცდნენ და ერთად იმუშაონ. იმასაც, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება გაუხსნას უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ბლოკის წევრობის გზა, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განაცხადია. თქვენ რას ფიქრობთ ამ და სხვა უამრავი მსგავსი ტიპის განცხადების თაობაზე? რითია ისინი ნაკარნახევი, რა რეალური სარჩული უდევს და ზოგადად რა მიზანს ემსახურება მთელი ეს გზავნილები?

 – ჯერ ერთი, ვინ რას კითხავს ლიტვას, ხვალ რა ამინდი იქნება ჩვენს რეგიონში, და რომც ახმოვანებდეს აშშ-ს გარკვეული წრეების პოზიციას, მერე რა? ჩვენ ჩვენი პოზიცია და ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია. გავითავისოთ ბოლო-ბოლო, რომ სამყარო არ შეიძლება იყოს ერთპოლარული და თუ იყო – ეს ხდებოდა სულ რაღაც რამოდენიმე, 90-იანებიდან მოყოლებული, ათიოდე წელი. რაც აღარ განმეორდება. და რომც გნმეორდეს დროებით, მაინც არ შეიძლება ხორცმეტად მიბმული იყო, ერთ რომელიმე „უფროს ძმაზე“. უშუალოდ ნატო კი, ხოჯა ნასრედინის ვირისთვის განკუთვნილი სტაფილოა, და მეტი არც არაფერი. ოპტიმისტური პროგრამაა, სულ სხვა მიზნების მისაღწევად. თუმცაღა აქვე, ხაზგასმით ავღნიშნავ იმას, რომ ძალიანაც მინდა ნატოში გაწევრიანდეს საქართველო, მაგრამ commen sense და გეოპოლიტიკური ტენდეციებისა თუ სპექტრის ანბანური ცოდნა, ნათლად მეუბნება იმას, რომ ეს შეუძლებელია. ამის პროვაიდერობაც ქვეყნისთვის კი, ისტორიის მონაკვეთის ამ ეტაპზე საშიშია. იქნებ დამანგრეველიც სახელმწიფოსთვის, რომელიც ისედაც სისხლისგან და ხალხისგან დაცლილია ამ უტოპიურ გზაზე სვლისას. მეორე;  მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განაცხადი იცით რა არის? ის რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდენ სავაჭრო ბრუნვის 100 მილიარდამდე გაზრდას. ასევე, პელოსის ჩასვლის შემდეგ ტაივანში, ჩინეთის უპრეცედენტო დაახლოება რუსთან.  თავად შტატების პოლარიზაცია, ტრადიციონალისტთა და ნეოლიბერალებს შორის მიმდინარე  ე.წ. „კულტურული ომი“.

– დავაკონკრეტოთ; რადგანაც მიბმულია ჩვენი ყოფა ამერიკულზე და ელჩიც იმდენის უფლებას აძლევს თავს ამ ბოლო დროს, რომ იქაური ეს დაპირისპირება ვგონებ, უშაოლოდ ჩვენზეც უნდა ისახებოდეს?

 – მხედველობაში მაქვს, ნარანირი გენდერული თეორიების ადეპტების უპრეცედენტო მომრავლება სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლეს თანამდებობებზე. ე.წ. „პროგრესისტების“ მიერ, იქაური მედიის და უმაღლესი სასწავლებლების ხელში ჩაგდება. პრობლემა მართლაც ძალზე დიდია, რადგანაც ამერიკის მაგ ნაწილმა განუცხადა მეორეს, რომ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას წარმოეადგენენ და შეუძლიათ აუგრძალონ იმათ ვინც მათი იდეოლოგიის ადეპტი არ არის, საჯარო და აკადემიური საქმიანობა. ეს დიდწილად ტრამპისტებია. თუმცაღა, იქ ბევრად მეტი ჯგუფია რომლებიც შეხედულებების გამო სოციალურ დევნას და კულტურულ ოსტრაკიზმს განიცდიან. მათი რაოდენობა, თუ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მიხედვით ვიმსჯელებთ 75 მილიონს აღემატება. ხომ ხვდებით, რა დონეზეა გაღვივებული სამოქალაქო დაპირისპირება იქ? და კაცმა არ იცის, როგორ დამთავრდება ეს უახლეს მომავალში. როგორ აჭიკჭიკდება ამის მერე ქალბატონი დეგნანიც, თუ საერთოდ დატოვეს მაგ სისტემაში. რადგანაც მომდგარია ნოემბრის შუალედური არჩევნები, სადაც ყველა მონაცემებით ტრამპისტები იმარჯვებენ. იმ ლიდერის მიმდევრები, რომელსაც ახლახანს ჩხრეკა ჩაუტარეს სახლში და ტერორისტად მონათლა ბაიდენის ადმინისტრაციამ. რაც შეეხება ჩვენზე ასახვას, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ისახება ზედმიწევნით, მაგრამ გამრუდებული და გროტესკული,  კვაზი ფორმებით. რადგანაც წლებია საქართველო მაგ ქვეყნის გეოპოლიტიკური თამაშების მძევალია და ბევრი ისეთი გავლენის აგენტი გვყავს პოლიტელიტაში, ვისთვისაც სამშობლოს ინტერესი მეათეხარისხოვანია, რეალური პატრონის ინტერესთან შედარებით. ეს დასაშვებიც კი იქნებოდა, რომ ეცადათ, და აქ არა ასე ფასადურად, არამედ ძირეულად დაენერგათ იქაური კლასიკური ფასეულობები. ინსტიტუტები გაემართათ ამერიკულ სტანდარტზე. მაგრამ მთელი ამათი პროამერიკანიზმი, პლაკატურ მიდგომებსა და ლოზუნგების ძახილს არ სცდება. ვესტერნიზირებული ბაქი-ბუქი და „კარგო-კულტია“ სინამდვილეში. ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი იქაური კარგი ინოვაცია ჩვეთან კვაზის ფორმას იღებს, და სიმახინჯეებში გადადის.

 – ეს მართლაც ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ასეთ ხალხს ეძლეოდა კარიერული წინსვლა და ტრიბუნად მეინსტრიმული მედიაველი.

– არადა საკმარისი იყო, ნეტარივით, სახარებისეული სიხარულით სახეზე გემეორა „ნატო“, „ევროკავშირი“, „слава украине“, ყოფილიყავი „იდენტობის პოლიტიკის“ მიმდევარი და აღწევდი ყველაფერს კარიერული თვალსაზრისით. ასევე გარანტირებული ჰქონდა გრანტი და საინტერესო მივლინებები საზღვარგარეთ. მათი მოღვაწეობის შედეგს კი, გრძელვადიან პერსპექტივაში არავინ უფიქრდებოდა. აბა მიმოიხედეთ, რამდენმა ასეთმა თუთიხყუშმა და არარაობამ აიწყო ამით ცხოვრება. ვერცხლი, მოგეხსენებათ აბრმავებს. ერთეულები, ე.წ. პოლიტიკური ტუსოვკიდან იქნებ ხვდებოდა კიდეც, თუ რა მანკიერ სიმულაციასთან ქონდა ერს საქმე და რას ემსახურებოდა მთელი ეს აქტივობები სინამდვილეში. მაგრამ რისი მომტანი იყო სიმართლის თქმა, გარდა დისკომფორტისა? როდესაც ტრენდული და შემოსავლის მომტანი იყო ნებისმიერი დირექტივა გამოსული აშშ-ს საელჩოდან. მერედა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა კონტროლირებადი ტელევიზიების გამოისობით, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში სხვა აზრი და თუ მიდიოდა რაღაც ტიპის კინკლაობები მაგ კონტიგენტის ფარგლებში, დისკურსის შიგნით მხოლოდ. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე-მეთქი. წმიდათა-წმიდას, ანუ ევრო-ატლანტიკურ დოქტრინას არ ეხებოდნენ, სხვა დანარჩენზე, რამდენიც გინდოდა გელაყბა და გეღლიცინა. არადა ყველაფერი, რაც კი ბოლო 30 წლის განმავლობაში მოხდა საქართველოში ავი, მაგ დოქტრინიდან გამომდინარეობდა. თუკი თანახმა იყავი ამ თაღლითური სქემის წევრი გამხდარიყავი, ელჩების და მეინსტრიმული ტელეარხების ხელშეწყობას ინარჩუნებდი. რაც ხელოვნური რეიტინგების ტოპში მოგახვედრებდა და ტივიტივის საშუალებასაც მოგცემდა ეკრანებზე. აქედან, მთელი ეს ერთპროცენტიანი პარტიების ლივლივი ახალ ამბებში და პარლამენტში. პარალელურად, დემოკრატიული დისპუტების არსებობის ილუზიასაც ჰქმნიდნენ ამით ქვეყანაში. რაც თავის მხვრივ „მწვანეს“ ანთების ტოლფასია დიდ პოლიტიკაში. ნუ, თუ რაა ქართული დიდი პოლიტიკაც, ასეთი სისტემის პირობებში კი ხედავთ თავად. მოკლედ, ქე ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, როგორი მეთოდებითაც და მიზნებისთვის გამოზრდილი ისტებლიშმენტი გვყავდა. სხვა ქვეყანაზე მომუშავე, ამებას რფლექსიითა, მომხვეჭელობის სენით შეპყრობილი და მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგიით დაავადებული – სუვერენული სახელმწიფოს მშენებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედი ელიტის ნაცვლად!

– გაჩანაგებულ, და ტერიტორია დაკარგულ სახელმწიფოში, რომლის ჩათრევას ომში ყველა სხვა უბედურებასთან ერთად ლამობს მთავარი ოპოზიციური ძალა. არა?

 –  მთავრობა კი, ბოლმდე ვერ ამბობს სათქმელს, რადგანაც ერიდება ზედმეტ დაძაბვას სტრატეგიულ პარტნიორებთან. და ვგონებ, დღეს ეს, უკვე ყველას ესმის საქართველოში. „პოლიშნელის საიდუმლოა“ დიპკორპუსის პერმანენტული მცდელობები, ჩაითრიონ საქართველოს მთავრობა მორიგ ავანტიურაში რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომაც მუდმივი აპელაცია მხოლოდ აშშ-ს ელჩის მიმართ მმართველი გუნდიდან გამოყოფილი ჯგუფის მიერ, ცოტა არ იყოს არასერიოზულია. სათქმელი არათუ ღიად უნდა ითქვას, ფართო სახალხო განსჯის საგნად იქცეს. რაც ერთობ, ბიფურკაციის წერტილის როლსაც შეასრულებს და იქნებ სამშვიდობოზეც გაგვიყვანოს კიდეც. რადგან, სხვა გვერდით თემებსაც გახსნის საჯარო დისკუსიისთვის და შესაბამისად, შესაძლებლობების ფანჯარას გარღვევებისთვის; მაგალითად აფხაზეთის და ცხინვალის მიმართელებით.

– მაგრამ ასეთი თამამი გარღვევის ნაცვლად, რომლისკენაც მოუწოდებთ მმართველ პარტიას რას ვხედავთ? „ნაციონალური მოძრაობის“ დოქტრინასაც კი ვერ ცვლის „ოცნება“. რომელშიც, სააკაშვილის დროიდან არაფერი შეცვლილა. შესაბამისად ფუნდამენტურ დონეებზე, ვერ გაატარებს მთავრობა იმ ცვლილებებს, რაც საჭიროა „მიშიზმის“ ფუნდამენტურ დონეებზე დასამარცხებლად და ნებისმიერი წამოწყება ზედაპირული დარჩება არა.

 – მართალია. არადა, ძლიერი პარტია, ძლიერი, ავთენტური და დაღეჭილი იდეოლოგიის გარეშე უბრალოდ არ არსებობს მსოფლიოში და საქართველოშიც ვერ იარსებებს შესაბამისად. ჯერ კიდევ სუნ ძი ამბობდა, რომ ტაქტიკა სტრატეგიის გარეშე, უბრალოდ ამაო მოძრაობაა დამარცხების წინაშე. და დიახაც, მარცხი ამ ალგორითმით, კონფიგურაციითა და რესურსებით, გარდაუვალია მმართველი პარტიისთვის პერსპექტივაში. და თუ ეს დღემდე არ მოხდა, მხოლოდ საგარეო კონფიგურაციაში ცვლილების გამო. კარზე 2022 და არა 2003 წელია, პოსტპანდემიური მსოფლიო შეცვლილი ჰეგემონებით და რუკით. ბოლო-ბოლო, ესეც არ იქნება პრობლემატური „ნაცებისთვის“. რადგანაც მასაში, პოლიტიკურად განათლებული ხალხია და მშვენივრად იციან, ვის და რა მესიჯები გაუგზავნონ სიტუაციიდან გამომდინარე. დღეს ბაიდენს შეეკრებიან, ხვალ ტრამპს, ზეგ პუტინს, ერდოღანს და სისსაც კი, თუ საქმეს დასჭირდათ. ესღაა, რომ რეპუტაცია, წარსულში ჩადენილი „საგმირო საქმეები“, უშლიდათ მთელი ეს წლებია ხელს. მაგრამ, იმასაც გავითვალისინებდი რო ნამდვილად დიდი პოლიტიკა, ცინიკური და ბინძური პროცესია, და თუ დაუმტკიცებენ რომ ასე ჭირდება ახლა საქმეს, დაადებინებენ კიდეც ფსონს მიშა-2_ზე. თან ისეთ ძალას, ანდა ძალთა ერთობას, რომ აქ ვეღარაფერი აღუდგებათ წინ.  ეს თუ დროზე არ ტრანსფორმირდა „ოცნება“ რა თქმა უნდა. რას ელოდებიან, ისიც არ მესმის. თუ ლიდერობაზე, „ერის მამობაზე“ გაქვს პრეტენზია, უნდა გესმოდეს, რომ სჯობს ერთი და თუნდაც მტკივნეული სიმართლე უთხრა ერს, ვიდრე ნახევრად სიმართლე. ან თუნდაც ყურისთვის სასიამოვნო მოსასმენ ილუზიაში ამყოფო მასები. უნდა გქონდეს უნარი, შესთავაზო შენი უნიკალური იდეოლოგია-მეთქი, რაგინდ მწარე არ იყოს ის. და არამც ის მანრტები იმეორო „ნაცების“ პარალელურად, (ოღონდ ნაკლები ფანატიზმითა და ინტესიურობით), რომლებმაც საქართველო და ქართველი ხალხი მიიყვანა ამ გაჩანაგებულ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობამდე და 2008-ის ომამდე. არ შეიძლება შემოიფარგლო და მხოლოდ შიგადაშიგ გააზავო ისინი, შენი ავთენტური ალტერნატიული მინიშნებებით-მეთქი, ასევე ომის არდაშვების ლოზუნგით. უბრალოდ არ გამოვა ასე საქმე, ბუნებაში არ ხდება ესეთი რამ, რომ საქართველოში მოხერხდეს.  მერედა, ლამის ყველა მეინსტრიმული არხი „მიშისტების“ ხელთაა. იმათ ხელში, ვისაც გაგონება არ უნდა იმ ახალი პარადიგმის შესახებ, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება მსოფლიოს მასშტაბით თუ ამ ცვლილებებს ისევ „მიშისტები“ არ ჩაუდგება სათავეში. ამ პირობებში, როცა მთავრობა „ოცნებისაა“, მათი ალტერნატიული, ვირტუალური სიმართლე ურჩევნიათ რეალური სურათის დანახვას და ჩვენებას მასისთვის. იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა ეს მიდგომა გამართლებულიც ყოფილო, „ოცნებას“ ამ მოედანზე მონოპოლია რომ ჰქონოდა. მაგრამ მონოპოლია კი არადა, საერთოდ არაა მედიაველი მისი, გარდა რამოდენიმე მედიასაშუალებისა, რომლებიც ვერ ჰქმნიან ამინდს. დამატებით, დიპკორპუსიც აღარ მალავს სურვილს, რომ „ნაციონალები“ ან მათთან აფილირებული პარტიები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ სახეცვლილი ფორმით.

– ქართული საზოგადეობის დიდი ნაწილი, 90 იანებში აღმოცენებულ საბაზისო მითოლოგიას ვერ გასცდა, არათუ ნეოლიბერალური დისკურსის მიღმა მიმდინარე რეალური პროცესებისადმი თვალი გაესწორა. მანუგეშებს ამ ფონზე მხოლოდ ის, რომ დღეს ბევრმა ამოიღო ხმა სწორი კუთხით, რადგანაც თავად ივანიშვილ-ღარიბაშვილის ნათელი, პროქართული პოზიცია დაინახა. მაგრამ ეს როდია საკმარისი გამოწვევებისთვის. არა მხოლოდ თქვენს ლოგიკას რომ მივჰყვეთ, არამედ, რაც ნათლად სჩანს თავად „ოცნების“ შიგნით, წერვრების მერყევ პოზიციიდან, თუნდაც უკრაინული ფაქტორის ირგვლივ.

 – საქმე რაშია და ერთ_ერთი მარკერია ეს; პოზიცია უკრაინის ირგვლივ, მით უფრო არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. მსოფლმეხედველობა განაპირობებს ქმედებებს, და შეიძლება ტექნიკურ საკითხებში, ასევე ყოფითის გასაუმჯობესებლად „ოცნებასთან“ იყო კიდეც, მაგრამ როცა ფასეულობებს და მსოფლაღქმას შეეხება, მასთან დაშორება და მოწინააღმდეგის ბანაკში გადაბარგება ხდება სავსებით ბუნებრივად. 12_ის მერე, ესეთი მაგალითი უამრავია და მიზეზი ესაა სწორედ. როგორც ავღნიშნე უკვე, ოცნებამ, მისი უნიკალური კონცეფცია, ავთენტური იდეოლოგია რომელიც ფუნდამენტურად გამიჯნავდა მასას „მიშისტურისგან“, ვერ დადო გარკვეული მიზეზების გამო. რაც სულ უფრო ნათელი ხდება ელჩის ირგვლივ განვითარებულ კონფლიქტში. რის გამოც მანდ კონვეირული წესით წევრიანდებოდა კონტიგენტი „მიშისტური“ მსოფლაღქმით. ეს, სხვათა შორის ოდიოზურ „ასლანისტებსაც“ ეხება – „ოცნებისთვის“ მიყენებული დარტყმის სიმძლავრის თვალსაზრისით საიმიჯო კუთხით. შესაბანისად, ყველა ეტაპზე როცა რყევა იყო და ფასეულობებს ეხებოდა ესა თუ ის საკითხი, ისინი ბარგდებოდნენ „მიშისტებთან, ასე ვთქვათ მათ ნამდვილ მატრიცაში. ანდა „ასლანისტების“ შემთხვევაში, უბრალოდ გარბოდნენ ჩასაძირად განწირული გემიდან. 12_ის მდგომარეობით, კოალიციური რეჟიმის ბრალიცაა ეგ _ თავშივე იმ პარტიების ლიდერებს მათი ხალხი ხომ მოჰვა და იმის მიუხედავად რომ ისინიც წასულიყვნენ ლიდერების დარად, დარჩნენ. გარეგნულად „ოცნების“ წევრებად ითვლებოდნენ, მაგრამ დაკავდნენ საქმიანობის იმიტაციით ან დივერსიებით. მოკლედ, როგორი ეკლექტური პარტიაა „ოცნება“ ქე ვიცით ყველამ და სულ რამოდენიმე ავტორიტეტზეღა დგას. უისტორიო, უავრტორიტეტო და არაკომპეტენტური ხალხი დეპუტატებად, და ზოგადად უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ ისე, რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, 2 კაცი ერთად არ მისცემდა ხმას. მატიც, ივანიშვილის მაგინებელნი და მებრძოლნით „ოცნებასთან“, სავსეა დღეის მდგომარეობით მმართველი ძალა. საკვანძო თანამდებობები უპყრია კონტიგენტს, 12 მერეც რომ გამოირჩეოდა ივანიშვილის გინებით, სანამ ვინმე მათიანი მეგობარი ან ნათესავი არ დაინიშნებოდა კარგ თანამდებობაზე და მასაც არ აღაზევებდნენ. ის კი თავის მხვრივ, მის წრეს. მერედა, ერთმანეთს სცნობენ ამ მარკერებით – ყოფითი რუსოფობიაც შედის მაგ ნუსხაში და ფორმალურად „ოცნებაში“ ყოფნა არ უშლით ხელს იმაში, რომ არსებითად იდგნენ იმ პოზიციაზე, რომელზეც „მიშისტები“ დგანან. ანდა უბრალოდ გაყუჩულები იყვნენ, სანამ მიდის შეტევა „ოცნების“ კონცეპტუალურ საფუძვლებზე „მიშისტების“ მხრიდან. ეს, რომ იქაც ჰქონდეთ მისასასვლელი, რომ რამე. და ასეთი ხალხი ლეგიონია – მედია ხომ საერთოდ მათი სინეკურაა. აქ რომ ღია ბრძოლა მიდიოდეს ეს არ იქნებოდა პრობლემა არც პირადად ჩემთვის, არც ქალაქისთვის, რეგიონისთვის თუ ქვეყნისთის. მაგრამ ასე, შტატების დარად ,”დიპ სტეიტის” ფორმატში მიდის ეს აქაური „კულტურული ომი“. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო სენატორ ჯეიმს უოტსონს უთქვამს 1940 წელს. გამოცდილი და პატივსაცემი სახელმწიფო მოღვაწე იყო და მეც მას დავესესხებოდი ამ პრობლემის აღმოფხვრის რჩევაში; „თუ მეძავმა მოინანია და გადაწყვიტა ეკლესიის წიაღში დაბრუნება, მე პირადად მივესალმები მას და მივიყვან წმიდა საყდარში, მაგრამ გთხოვთ, ნუ მთხოვთ დაუყოვნებლივ დავნიშნო ის საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელად”.  „ოცნების“ მანდატით მოქმედებენ ხშირად ისინი ვისაც მიშას დროს ვებრძოდით და ახლაც უნდა ებრძოლო წესითა და რიგით. ესაა სწორედ რომ უბედურება და ეს აყოვნებს მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და არამც რომელიმე ღია, მათდამი ოპოზიციურად განწყობილი „მიშისტური“ პარტია, ელჩი ან ენჯ-ო. აღმოიფხრება ეს პრობლემა, შეიცვლება დოქტრინა, კადრები კომპეტენციის მიხედვით დაინიშნება, ეჭვიც კი კორუფციულ გარიგებაზე გახდება მთელი უწყების გადამოწმების მიზეზი, და დალაგდება ისე, როგორც საჭიროა ივერიის გაბრწყინებისთვის. არადა ვიქნებით მთელი ქვეყანა, ერთი ცნობილი იგავის გმირების დღეში; რომელშიც ბრმა ბრახმანები ცდილობენ აღწერონ სპილო, მხოლოდ იმ ნაწილებით რომლებზეც ხელი მიუწვდებათ. მთლიანობაში უნდა ხედავდე_მეთქი მოქალაქე პრობლემას, ებრძოლო იმას, ვინც ჯოხს გესვრის და არა ჯოხს, სხვა გზა არაა.

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე.