მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დავით ხოჭოლავა – მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო, ბოდიში უკრაინელ ხალხს

დავით ხოჭოლავა – მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო, ბოდიში უკრაინელ ხალხს

1267
0

მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო, ამისთვის ბოდიშს ვუხდი უკრაინელებს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მცველმა, “კოპენჰაგენისფეხბურთელმა დავით ხოჭოლავა კლუბის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომელმაც ომის კონტექსტში ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა.

ბოდიში უკრაინელ ხალხს. ჩემი ქვეყნის მთავრობამ უარი თქვა გამოეშვა ქართველი მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში. ასევე არ დაუჭირა მხარი რუსეთისთვის დაწესებულსანქციებს

იძულებული ვარ, ბოდიში მოგიხადოთ. მრცხვენია ჩემი მთავრობის

16 წლის ასაკში ვხედავდი რუსულ თვითმფრინავებს, რომელთაც ჩემი სამშობლო დაბომბეს. 2014-ში მათ დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ოკუპაციაც მოახდინეს.

უნდა მოვიშოროთ დიქტატორი, რომელმაც ჩემი სამშობლოს 20% წამართვა, ახლა კი ჩემი ოჯახისა და მეუღლის ქვეყნის დაპყრობა სურსაღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, დავით ხოჭოლავამ, კოპენჰაგენთან ვიდეოინტერვიუში.