საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ –„დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმას გავაკეთებთ“, პარალელურად, შუალედურ არჩევნებში მანდატების უმრავლესობის მიღებით, აშშ–ის რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაზე სრული კონტროლი დაამყარა. ამით პარტია საკანონმდებლო შტოს წამყვანი ძალა ხდება. რის გამოც, ჯო ბაიდენის და ზოგადად ნეოლიბერალთა პოლიტიკის საპირწონედ კონსერვატიული მიდგომის პოლიტიკოსების გავლენა ერთი–ორად ძლიერდება მსოფლიოში. ცალკ-ცალკე ამ ორ ეპიზოდს, ერთმანეთისგან შეგნებულად არ ვმიჯნავთ, რადგანაც, მანძილით კი არის დაშორიშორებული ერთმანეთს ეს ორი მოვლენა. მაგრამ არსით, ანუ იმ მოვლენებზე ზემოქმედებით, რომლებიც მნიშვნელობვან გავლენას ახდენენ ჩვენი ქვეყნების სოციალ–პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე, შესბამისად მომავალზეც, – ერთი ბუნებისა და ფესვიდან გამომდინარენი არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრების გაზიარება ვთხოვეთ პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილს:
– აბსოლუტურად მართებული დათქმაა და გარდა ამისა; მემარცხენე ლიბერალური ინტერნაციონალის მიმართულებით, ღარიბაშვილის მიერ ესოდენ დემონსტრაციულად ნასროლი ეს მესეჯი. ავტომატურად აყენებს მას, იმ კონსერვატორთა ლიდერების რიგში, ვისზეც სამკვდრო-სასიცოცხლოდაა გადაკიდებული თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაცია. მეტიც, იმ მეტასტაზების გასულობის და სიხშირის გათვალისწინებით, რაც სააკაშვილის დროიდან მოდებულია, – საგარეო საქმეთა სამინისტროზე, განათლების სისტემაზე, ქართულ მეინსტრიმულ მედიაზე და პოპ-კულტურაზეც კი. ასევე, მაგ ძალების მიერ მსოფლიო მედიის კონტროლის პირობებში, „ოცნების“ ლიდერშიპს რთული პერიოდი ელის. ამას ემატება ისიც, რომ „ოცნებას“ არ გააჩნია ქაღალდზე დატანილი ავთენტური, მიშისტურ-ზვიადისტური ნარატივებისგან ფუნდამენტურად განსხვავებული იდეოლოგია და ასე ვთქვათ, „ფეტვით“ და სიტუაციურად ხელმძღვანელობს. რაც ერთის მხრივ მომგებიანია, როდესაც საქმე ეხება ლავირებას რთულად პროგნოზირებად საერთაშორისო მოვლენებში. მაგრამ მეორე მხრივ, შიდა ასპარესზე აძლევს ვერტიკალის სხვადასხვა დონის წევრს, ცენტრიდან წამოსული ცირკულარების ფრივოლური ინტერპრეტაციის საშუალებას. რაც „მორალურ სიცხადეს“ და მობილურობას აკარგვინებს მმართველ ძალას. ამასთან ერთად აღავსებს მას საეჭვო რეპუტაციის, ივანიშვილისგან კარდინალურად განსხვავებული ხედვების და მისწრაფებების ელემენტებით.
– არადა რომ არ ყოფილიყო ეს ასე, უკვე ასახული იქნებოდა კონსტიტუციის იმ მუხლებზე, რომლებიც შეტანილია მანდ სააკაშვილის დროს – დღეის მდგომარებით კი მაინც უცვლელი და ტაბუირებულია. 2012-ს მერე, „მიშისტურის“ ანტიპოდი თეზისების სახით რომ გაეჯერებინათ „ოცნების“ პროგრამა–მეთქი, უკვე სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით! არც ეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების, ქვეყნის არევის და ომში ჩართვის მუდმივი შიში გვექნებოდა. ხოლმეობითი ბრუნვა ისტორიამ არ იცისო, მაგრამ შეეძლო კი ბატონ ბიძინას, ამ ყველაფრის თავიდან აცილება? იმის გაკეთება თავშივე–თქო, რაც საჭირო და ხალხის დაკვეთა იყო; ტაქტიკური სვლებს ვადევნებდით თვალს აქამდე მისი მხრიდან, თუ გაება ის სახელმწიფო დეპარტამენტის და აქაური ნეოლიბერალბის მიერ დაგებულ იდეოლოგიურ ხაფანგში და ამიტომაც არ ითქვა ის რასაც დღეს, თუნდაც ღარიბაშვილი და „ხალხის ძალა“ ამბობს პირდაპირ და თავის დროზე?
– სხვა რაკურსით და ოპტიკით შევხედოთ; ნამდვილად არ იყო ეს, თავშივე ადვილად გასაკეთებელი. ამიტომაც მოგვიწია მთელ ქართულ საზოგადოებას გამრუდებული გზებით სიარული. გავიხსენოთ აბა, რას წარმოადგენდა იმ მომენტისთვის თავად „ოცნება“. ფორს-მაჟორულ სიტუაციაში შეკოწიწებულ კოალიციას. რაღაც ეკლექტურ წარმონაქმნს, სააკაშვილისგან კალკირებული სტრატეგიული მიზნებით და გაურკვეველი სახეებით. ქაოტური გაერთიანება რამოდენიმე პოლუსით, რომელიც დამატებით გაჟღენთილი იყო აგენტურით. დასტურად, თუნდაც მერინდელი მოვლენები გამოდგება. ეს, როდესაც ის ლიდერები, რომლებიც 12-ში, რეჟიმთან ეპატაჟური ბრძოლით გამოირჩეოდნენ, რიგრიგობით და ხმაურით სააკაშვილის ბანაკში ბარგდებოდნენ. მერედა, შევხედოთ ტრამპს რა უქნეს იმ მემარცხენე ლიბერალურმა ძალებმა თავად შტატებში, ვის პერსონიფიკაციას აქ სააკაშვილი და მასთან აფილირებული არასამთავრობოთა ლეგიონი წარმოადგენდა. იმ ჰეგემონ ქვეყანაში, რომელიც ჩვენთან ლამის ყველა ინსტიტუციურ შრეს და ისტორიულ ნარატივს აკონტროლებდა დღემდე. ასეთ ვითარებაში როგორ წარმოგვიდგენია, რომ ივანიშვილს გამოჩენისთანავე აეღო ქვეყნის რადიკალური დენაციფიკაციის და დივერსიფიკაციის კურსი; მაგალითად, კონსტიტუციაში ჩანაწერის შეცვლით, ეღიარებინა ეროვნული ინტერესების პრიმატი ტრანს-ატლანტიკურზე. აშშ-ზე მოუხედავად, შემოეზიდა ინვესტიციები ჩინეთიდან, ირანიდან და ა.შ.
– არადა მათი მეგა ეკონომიკებისთის, ჩვენზე მომართული, ეს მინიმალური ფინანსური ნაკადებიც კი, ხომ გიგანტური პროექტების განხორციელების საშუალება იქნებოდა ქართულ სოფელსა და მრეწველობაში?
– რა თქმა უნდა და მეტიც; დამატებით, ევროპის კონსერვატორულ მთავრობებთან ინსტიტუციური კოოპერაციით, ან თუნდაც სიმბოლური ბლოკის შეკვრით მათთან, ნეოლიბერალური ცენტრების საპირწონედ შეეძლო გადაექცია საქართველო. იმის გათვალისწინებით კი, რომ დღეს მსოფლიოს მასშტაბით ტრადიცონალისტ-კონსერვატორული პარადაგიმის გამზიარებელი ძალების არნახული აღორძინება მიმდინარეობს. ჩვენი ქვეყანაც ავტომაუტურად გახდებოდა ამ გამოღვიძებული ძალებისთვის ერთგვარი სამობილიზაციო ხაბი (მაგალითად, როგორც ეს სააკაშვილის პერიოდში ხდებოდა, ნეოლიბერალური ძალებისთვის). წითელი ხაზების გათვალისწინებით კი, რომ დაელაგა ურთერთობები რუსთან, აფხაზეთის და ცხინვალის შემოერთების მიმართულებითაც ბევრად წინ ვიქნებოდით. ასევე ფსონი დაედო არა თეთრ სახლში გაბატონებული ნეოლიბერალური ძალების აქაურ ჰიპოსტასებზე, არამედ ერზე და ბერზე ორიენტირებულ ლიდერებზე, დღეს მართლაც სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით. ეს რომ შესძლებოდა-მეთქი, ვგონებ იზამდა კიდეც. თუმცაღა, 12-ში ეს გზა იმდენად დიდი საფრთხის შემცველი იყო, რომ ჩამოთვლილი და ამ ალგორითმის არჩევის შემთხვევაში მოსალოდნელ დივიდენდებს, არსებული რისკების ფაქტორი უბრალოდ ფარავდა. საქმე იმაშია, ივანიშვილი, რომ არ დაყრდნობოდა იმ ტრანს-ატლანტიკური გეზის ქართველ პირქუშ ლიბისტებს და გვერდში არ ამოეყენა ხალხი, რომლებისთვისაც ვაშინგტონის დირექტივები და არა საქართველოს ეროვნული ინერესებია ამოსავალი, მას ოფიციალური ვაშინგტონის ბრძანებით 12-შივე გაანადგურებნენ. ამოტომაც – ასე ვთქვათ, დიდი მიზნის მიღწევისთვის, შუალედური გაზა აირჩია და ტექნიკურ საკითხებში ბერვ რამეზე დახუჭა თვალი. როგორც დრომ აჩვენა, სწორედაც მოიქცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დესერტადაც არ ეყოფოდა მაგ ძალებს 2012 და მომდევნო წლებშიც. აქედან, ყველა ეს გაუგებობა, რაც „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკას ლაქად სდევს დღემდე და სხვა.
– იმ ავბედითმა 9 წელმა, ძალიან დააბინძურა პოლიტიკური ველი. განვითარებული მოვლენების პრიზმაში, დღეს მართლაც უკეთ სჩანს თუ რა პრობლემების წინაშე იდგა მაშინ ივანიშვილი. გეთანხმები იმაშიც, რომ ფაქტობრივად თავისუფალი არჩევანი, ასე ვთქვათ საუკეთესოთა შორის, მას არ ჰქონდა. მხოლოდღა არჩევანის ილუზია, საშუალოს, ცუდსა და უარეს შორის, რომელიც მას აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართულმა მედიამ და ირიბად სააკაშვილმა შესთავაზა.
– ხაზგასასმელია; დაიზღვია რა თავი დაპროცესების კონტროლისთვის, იმათ მრავალრიცხოვან ფონზე, ათეული მდგრადი და პრინციპული კონსერვატორი მამულიშვილებით გააზავა „ოცნება“ თავისი უახლოესი წრიდან. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, როდესაც სისტემური ოპოზიცია დიდწილად სააკაშვილის მიერ ხელდასმული იყო და საიდუმლო სამსახურების მიერ კონტროლირებადი. აქედან ეს ფრიკების და ბნელების სიმრავლე იმჟამინდელ ოპოზიციურ ბანაკში. აპრობირებული ტექნოლოგიაა; როდესაც ხელს უწყობ და მეინსტრიმულ ტელევიზიებს უთმობ ისეთ ოპონენტებს, რომლებიც თავისი ყოფნით ხელისუფლებისთის არასასურველ ძალაში, უკვე დისკრედიტაციას უწევენ მას. მეტიც, იმ დიდ იდეასაც, რომელთანაც ეს სახე თუ ძალა, განზოგადების შემთხვევაში იგივდება. მეტი თვალსაჩინოებისთვის და ალბათ ყველაზე გამოკვთილი, სახასიათო მაგალითი აქ, ვგონებ მაინც განუმეორებელი მურმან დუმბაძეა. ანუ, ასეთი კოლექტიური დუმბაძეებით, ზიანს აყენებენ არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პარტიას-მეთქი, რომლის დევალვაციაში დაინტერესებულია რეჟიმი და რის რეპრეზენტაციასაც წარმოადგენენ ეკრანებიდან ეს ოდიოზური ან სულაც არაკომპეტენტური პერსონაჟაები, არამედ თავად იდეასაც!
– გამოდის, საქართველოს უახლესი ისტორიაში, ლამის ყველა ეტაპი ამ მეთოდიკით ყოფილა განპირობებული?
– ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დღეს, საკადრო პოლიტიკის წარმართვა, უცხოური სპეცსამსახურების ამ კლასიკური მეთოდის აღმოფხვრით და უშუალოდ ივანიშვილ-ღარიბაშვილის ეგიდით. რათა ხელმეორედ, არდაშვებულ იქნას ამ ტექნოლოგიების გამოყენება თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან მართული „სტაფის“, თუ ჩანერგილების მიერ. რომლებიც სიტყვაზე, დღეის მდგომარეობითაც კომფორტულად გრძნობენ და ბლომად არიან წარმოდგენილნი „ოცნებაში“. ასევე, სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტებშიც საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ ინერციით. ვგონებ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემაა, მიმართულებათა მოსალოდნელ ცვალებადობა-დივერსიფიკაციის პირობებში, რომ მეტი ყურადღება მიექცეს. მოკლედ, „ეშმაკი დეტალებშია“ გამოთქმის არ იყოს, ასე და ამვარად ხდება დიდი საქმეების შეფერხება.
მექნიზმით – კონკრეტული პირი წარმოადგენს პარტიას, პარტია იდეას, იდეა მიმართულებას, ან ვექტორს და ა.შ., ხოდა, შეუწყვე ხელი პროფშეუსბამო კადრის დანიშვნას სტრატეგიულად მნიშვენლოვან მიმართულებაზე და საქმის გაფუჭებისთის, მეტი არაფრის გაკეთბა მოუწევს დაინტერესებულ ძალას. მერედა, აქ ხომ ერთეულ შემთხვევებზე აღარაა საუბარი; სისტემური ხასიათი აქვს მიღებული, რაც სისტემური მიდგომითვე გამოსასწორებელია. უახლესი ისტორიიდან, მარტო მარგველაშვილის მაგალითიც ეყოფოდა იმ ამბავის ასაღწერად, თუ როგორ შეიძლება მიმიკრიით და შესაბამის სამსახურებში ჩანერგილი „მიშისტების“ მეშვეობით, „პლასტელინს“ დააკავებინო უმაღლესი პოსტი.
– ზოგადქართულ დოზენე, მაღალი ეშელონები ასე თუ ისე კი გასუფთავდა მსგავსი კონტიგენტისაგან, მაგრამ რამდენი ასეთი პატარ–პატარა მარგველაშვილია დღესაც, მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეებზე, ჩვენ რომ გვევლინება „ოცნების“ მანდატით?
– რევოლუციური სცენარისთვის, ბათუმის მასშტაბითაც სკრუპულოზური მიმოხილვის დადება საკმარისი იქნებოდა სრული და სავალალო სურათის დასანახად ცენტრში. სახელობით სიასაც ჩამოვწერდი აუცილებლობის შემთხვევაში. დასტად, მივაყოლებდი უტყუარი ფაქტებით გაჯერებულ დანართებსაც. თუმცაღა, მისახვედრია ვგონებ ისიც, რატომ არ ვამბობ იმას, რაც მეტადრე ეფექტური იქნებოდა, დეტალურად რომ განმევრცო. მაქსიმალური ეფექტიანობის მოლოდინში არ მინდა, ასეთ ტექნიკურ დეტალებს და „ღვარძლს“ გადავაყოლო „ხორბალი“. გამოცდილებაც მკარნახობს, რომ ევოლუციურ ტრანსფორმაციაზე მინდობა უკეთესი რჩება.
– მით უფრო, როდესაც საქმე ისედაც მისულია ქვეყნის და მმართველი პარტიის ბუნებრივ მეტამორფოზამდე, არა?
– რა თქმა უნდა, და „ხალხის ძალა“ აქ პირველი მერცხალია; nudge theory-ს, საუკეთესო ტრადიცებში. მოკლედ, არ მინდა „ოცნება“ ამ ტექნიკური გადაცდომების და გარემოებებით განპირობებული ნაკლოვენებების გამო რამენაირად დავაზიანო. მით უფრო, როდესაც კონცეპტუალურ საკითხებში მათ გვერდში ვარ. ასევე, როდესაც უახლოვდებიან იმ რუბიკონს, რომლის გადალახვისას ყველა ის ჩანერგილი, ვისზეც მინიშნებებით ვილაპარაკე „გაიღვიძებს“ და ერთიანი ფრონტით ივანიშვილ-ღარიბაშვილს დაუპირსპირდება. უბრალოდ, მინდა რომ გაითავისოს მანდ გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა, რომ უსერიოზულესი პრობლემაა – პორტირებული, მიმიკრირებული და მიდი-მოდი კადრების გნიასი საშუალო და დაბალ რგოლებში; ხალხი, რომლებსაც საეჭვო წარსული, არც დამსახურება, არც საბაზისო ცოდნა თუ კომპეტენცია და არც ავტორიტეტი გააჩნიათ, არ უნდა იგივდებდნენ ივანიშვილთან. მით უფრო საკვანძო თანამდებობებზე არ უნდა იჯდნენ, რომლებზეც მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებაში“ მიმიკრიის ნიჭის წყალობით, და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით აღმოჩნდენ. თუნდაც იმის გამო, რომ ივანიშვლის სახელს, ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებენ, ვიდრე მთელი ეს რესურსის არქონის გამო მალევე მილევადი, „მიშისტური“, შაპიტოს დარი კამპანიები მის წინააღმდეგ.
– არსით, იგივეს გვირჩევს მიშელ ფუკოც; მხოლოდ სწორი ცოდნის საფუძველზე შეიძლება ისტორიის დაწერა და იმ შემთხვევითი ჩახლართვების აღმოჩენა, საიდანაც ის აღმოცენდა; და რადგან ეს ყველაფერი გაკეთდა თავის დროზე, მონდომების შემთხვევაში, და რა თქმა უნდა, თუ იცი როგორ გაკეთდა, შეგიძლია გადააკეთო კიდეც. რომ ჩავყვეთ 30 წლიან დამოუკიდებლობის ისტორიას, მართლაც მასე ხდებოდა არათუ ცალკეული პარტიების დაკნინება, არამედ მთელი მიმართულებებისაც. მთავარი ტელევიზიებიც ჩართული იყო თვალთმაქცობის, ამ საერთო ეროვნულ ფერხულში.
– ასეა დასამბამიდან, დინასტიური ქორწინება სიმახინჯეებს შობს, პოლიტიკური მეძავეობაც მოთხოვნებადი ხდება ასეთ შემთხვაში და ა.შ. ერთობლიობაში, ეს ბევრად უფრო აზიანებს სახელმწიფოს გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე ის მოკლევადიანი, ლოკალური ხასიათის სტაბილურობა, რის გამოც ხოლმე ეგუებიან ამდაგვარ ვითარებებს. ტელევიზიას რაც შეეხება – ობიექტურობის დემონსტრირებას ახდენდენ მაშინაც კი, როდესაც ობიექტურობის ნატამალიც არ იყო პოლიტიკურ და მედიურ ველზე. ერთის მხრივ, ეს მოცემულობა, რეჟიმს საშუალებას აძლევდა გამოეჩინა სააკაშვილი დემოკრატად და მეორე მხრივ, ასეთი ვერაგული მეთოდიკით შეეთავაზებინა მოწინააღმდეგისთის სასურველი კადრები. ირიბად, ვითომცდა არაფერ შუაში იყო – რაც წარმატებით შეძლო კიდეც და აავსო „ოცნება“ მსგავსი პერსონაჟებით. მაგრამ ყველაზე უფრო, ამ ცნობილ ხრიკებს, მაინც ე.წ. პრორუსული ფლანგის მიმართებაში იყენებდა სააკაშვილი. ეს ბანაკი ხომ საერთოდ სავსე იყო შავრაზმელბით და სასაცილო პერსონენაჟებით. პროდასავლურ ოპოზიციურ ფლნგსაც არ ინდობდნენ, უკვე იმის გამო, რომ დაემტკიცებინათ ოკეანის გაღმელ პატრონებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ალტერნატივა პროდასავლურს ფლანგს საქართველოში არ გააჩნია. რომ ვერავინ გაატარებს მიშაზე უკეთ, აშშ-ს ინეტერესებს საქართველოში!
– ამ ფლანგზე, შედარებით კომპეტენტურები და პოტენციალში სააკაშვილისთვის კონკურენციის გამწევნი „რესპუბლიკელები“ სჩანდნენ, „მემარჯვენეები“ და ალასანიას დაჯგუფება. მათ არ უნდა გასჭირვებოდათ წესით კაპიტოლიმისთის საჭიროების დამტკიცება და მათზე ფსონის დადების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლება. რატომ არ მოხდა ეს და მაინცდამაინც „ოცნებაში“ მოუნახეს პატრონებმა ადგილი?
– პირველნი, ანტიკლერიკალიზმა, ღრმად ანტიქართულმა იდეოლოგიამ და სნობიზმა დაასამარა, მეორენი მერკანტილურობამ და მესამენი სიმჩატემ. ამიტომაც, არ დარჩათ რა სხვა გზა და შეეკედლენ მაშინ ივანიშვილს. დღეის გადმოსახედიდან, თუ ყურადღებით ჩავყვებით მოვლენათა ამ ჯაჭვს არაა რთული, სრული სურათის დანახვა. „რესპუბლიკელების“ ქცევა დღესაც კარგად მახსოვს, თუ რა ამაზრზენი დივერსიებით დაკავდნენ ისინი, სანამ მიიწვევდნენ მათ კოალიციაში. შემდეგ განვითარებული მოვლენები და მათი ახლანდელი პოზიციაც დაადარეთ იმდროინდელ „სპიჩებს“. ასევე, „ვიკილიქსის“ მიერ ალასანიას გასაჯაროებული საუბრების მოგონებაც არაა ვგონებ ურიგო. ისიც, თუ რა ოსტატურად თამაშობდა ის, ზოგადქართული ოპოზიციის უალტერნატივო ლიდერს, როდესაც მანიპულირებდა IRI-ს & NDI-ს შეთითხნილი გამოკითხვებით და აშშ-ს ელჩის დემონსტრაციული კეთილგანწყობით იწონებდა თავს. ასევე, თუ როგორ შლიდა ყველა კრიტიკულ ეპიზოდში ანტიმიშისტურ გაერთიანებებს და ა.შ. ვერაგობის და უტიფრობის პიკიც მოვიგონოთ ბარემ – ამ ფარისიველთა პირამიდის მწვერვალი; „ქრისტიან-დემოკრატები“. სააკაშვილის მიერ დავარცხნილი, პარლამენტის მანდატებიანი აგენტურა ოპოზიციურ ბანაკში. მეინსტრიმული მედიაც, სუს-ში შექმნილი დღის წესრიგის მიხედვით რომ პროვოცირებდა და აღწერდა ინციდენტებს გაიხსენეთ. ასეთ გარემოებებში, რა უნდა ექნა ივანიშვილს თუ არა, მოეხუფა რა ერთ ქილაში ამდენი ობობა ერთად და საჭირო მომენტამდე ეთმინა. მოკლედ, სუნ ძის „ომის ხელოვნებაში“ გაჟღერებული ერთი პრინციპის მიხედვით იმოქმედა მაშინ; „მეგობრები ახლოს გყავდესო და მტრები იმაზე ახლოსო“, რისი გადაკეთების დროც დღეს დგება.
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე