,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“-ის წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან.
ამის შესახებ ,,ენმ”-მოძრაობამ დღეს ბრიფინგი ბათუმის, საკრებულოში გამართა საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყების წინ, სადაც ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდადაამტკიცონ.
„არ ვაპირევთ დავესწროთ სხდომებს, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, მიმართ არ იქნება დაცული ელემენტარული უფლებები. არ ვაპირებთ შევუქმნათ „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიის ფასადი,“ – აცხადებს ნოდარ დუმბაძე.
როგორც ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განაცხადა, ყველას მოუწოდებს ქუჩისკენ, მან აღნიშნა, რომ პარტია საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
„ბიძინა ივანიშვილი გვიკეტავს დემოკრატიის გზას. ამიტომ საკრებულოში ჯდომადღეს სწორი არ იქნება. ერთადერთი გზა გადის ევროპაზე… ისინი კლავენსაქართველოს მესამე პრეზიდენტს, ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ მოუსავლეთში.
ყველას მოვუწოდებთ: ქუჩა და გარეთ. ადამიანს კლავენ. პარტიის გეგმაზეგაცნობებთ, იქნება აქციები და პროტესტი, იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები“.