,,ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს ბათუმში, შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე წარადგინა.
,,მოგესალმებით,მადლობა რომ ხართ აქ და ხართ ბრძოლაში აქ ყოფნა სწორედ ნიშნავს ბრძოლაში ყოფნას,ბრძოლაში რომელმაც თავისი შედეგი უნდა მოიტანოს ამ ქვეყნის მომავლისთვის.დღეს განსაკუთრებული დღეა ერთდოულად სევდიანიც და იმედის მომცემიც. სევდიანი იმიტომ რომ თითეულ ჩვენგანს აქ თვალწინ გვინდგას ჩვენი მეგობარი ნუგზარ ფუტკარაძე, კაცი რომელმაც თავისი სახელი უნდა სამუდამოდ დაიმკვირდა და ის არისმაგალითი გაუტეხლობის,შეუპოვრობის მოუსყიდაობის პრინციპულობის და მოლარულობის მაგალითია. ადამიანი რომელმაც დაამტკიცა რომ არსებობს ღირებულებები, ადამიანირომელმაც დაამტკიცა რომ ჩვენს დროშიც არსებობენ უღალატო ვაჟაკაცები. დღევანდელი დღე იმედით სავსეა,იმიტომ რომ დღევანელი თაობა არის ახალი ძალა,ახალი ენერგია რომელუციკავებს ნუგზარ ფუტკარაძის ადგილს. მე მინდა ქართულ საზოგადოებას წარვუდგინო ნუგზარფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტრაკაძე. ადამიანი რომელის იწყებს ბრძოლას იქ სადაც მამამგაიმარჯვა,ბრძოლაში სადაც პირველივე ტურში გაიმარჯვა და ჩვენ ყველანი ნუგზარ ფუტკარაძის მეგობრები მივყვებით ამ ბრძოლაში მათეს. ამით გვინდა დავამტკიცოთ რომვერც შანტაჟი,ვერც მოსყიდვა და სიკვდილიც კი ვერ გაიმარჯვებს სამართლიანობაზე. მე ვარდარწმუნებული ვარ რომ 2 აპრილს ღირსება გაიმარჯვებს,რომ მათე ფუტკარაძე გაიმარჯვებს“-განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ცესკოს განკარგულებით, საქართველოს პარლამენტისა დამუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.
2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავშიაირჩევენ, ხოლო ბათუმში კისაკრებულოს მაჟორიტარს.