მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ერთად აღვნიშნოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე

ერთად აღვნიშნოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე

224
0

ერთად აღვნიშნოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე
18 მაისს, მსოფლიო მასშტაბით მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით რეგიონში არსებული თითქმის ყველა მუზეუმი რეაბილიტირებულია და მუდმივად სთავაზობს განახლებულ ექსპოზიციას დამთვალიერებელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ამ თარიღთან დაკავშირებით, აჭარის რეგიონის მუზეუმში ღონისძიებები, გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება. 18 მაისს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდა და სტუმრები უფასოდ დაათვალიერებენ ექსპოზიციებს.

იხილეთ ღონისძიებების განრიგი:

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
18 მაისი, 13:30 საათი
საგანმანათლებლო პროგრამა “ტრადიციული სამოსი აჭარაში”
მხატვრის გურამ გუჯაბიძის ნამუშევრების გამოფენა
19 მაისი, 14:00 საათი
საგანმანათლებლო პროგრამის “როგორ ცხოვრობდნენ აჭარაში ძველად” პრეზენტაცია.
არქეოლოგიური მუზეუმი
18 მაისი,17:00 საათი
საგანმანათლებლო პროგრამის – „სამკაული, ჩაცმულობა, ფერთა და ქვათა მეტყველება ვეფხისტყაოსანში“ პრეზენტაცია.
19 მაისი,12:00 საათი
ფოტოგამოფენა -„არქეოლოგიური საველე სამუშაოების 55 წელი ფოტოებში“
20 მაისი,16:00 საათი
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? მიძღვნილი მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი
ძმები ნობელების მუზეუმი
18 მაისი,12:00 საათი
ამიკო ქავთარაძის სატელევიზიო პროექტის ,,ერთი ფოტოს ისტორია’’-9/11 -ის ჩვენება გაიმართება.
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი
18 მაისი, 14:00 საათი
გაიმართება დისკუსია ,,მედეა: დამნაშავე თუ მსხვერპლი?’’. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც განხილული იქნება სხვადასხვა ისტორიული წყარო არგონავტების მითის შესახებ.
აჭარის ხელოვნების მუზეუმი
18 მაისი, 11:00 საათი
გამოფენა მიძღვნილი მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი
ქობულეთი
18 მაისი, 15:00 საათი
ქობულეთის მუზეუმში ზაზა ცენტერაძის პერსონალური გამოფენის გახსნა
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მონო–კონფერენცია “ქვაში განივთებული ისტორია”
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 2016–2017 წლებში დაზვერვითი ექსპედიციების ფარგლებში გამოვლენილი ძეგლებისა და მოპოვებული მასალების შესახებ მომზადებული ფოტო–სლაიდი
დასაჩუქრდებიან მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილე აქტიური და წარმატებული მოსწავლეები
ხელვაჩაური
სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი
18 მაისი, 14:00 საათი
გამოფენა „ისტორიები ზღვასა და ეთნოგრაფიულ მუზეუმებს
ლაზი მარინისტი მხატვრის ჰასან ჰელიმიშის ნახატებისა და მისი ქალიშვილის – ნარიმა ჰელიმიშის ნახატების გამოფენა.
მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმი
18 მაისი, 13:00 საათი
ისტორია „განრისხებულ ანგელოზზე“
შუახევი
18 მაისი, 15:00 საათი
კულტურის ცენტრში გაიმართება მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება (სალექციო სახის).
ხულო
ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
18 მაისი, 15:00 საათი
ჩატარდება შემეცნებითი გაკვეთილი დაცული ექსპონატების შესახებ. ასევე, გაიმართება საზეიმო კონცერტი განახლების საჯარო სკოლის მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით.