ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე– გამსახურდიას გამზირზე ჯიპის მარკის ავტომანქანა აფთიაქშიშევარდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მძღოლი ავტომობილსაპარკინგებდა, რომ აფთიაქში წამალი ეყიდა, რადგან თავი ცუდად იგრძნო, ასეთმდგომარეობაში მან დამუხრუჭება ვერ მოახერხა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძღოლი ევექსის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩამსხვრეულია აფთიაქის მინა.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე სახანძრო–სამაშველოსამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.
წყარო: ოდიში.ტვ