მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ზურაბ პატარაძე მინისტრთან ერთად ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

ზურაბ პატარაძე მინისტრთან ერთად ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

304
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად იგი კლინიკის კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული მიმართულებების საქმიანობას გაეცნო, მოინახულა და გაესაუბრა პაციენტებს. ჰოსპიტალის დირექტორმა ისმეთ დინდარ-მიქელაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კლინიკაში დანერგილი ინოვაციები და უახლესი ტექნოლოგიები გააცნო.
დღესვე ზურაბ პატარაძე BAU International University Batumi-ს ეწვია, გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, დაათვალიერა თანამედროვე ლაბორატორიები და აუდიტორიები.