მთავარი სხვადასხვა თამარ გაბუნია – დღევანდელი დილის მონაცემებით, “სინოფარმის” ვაქცინაზე 20 000 ადამიანს აქვს...

თამარ გაბუნია – დღევანდელი დილის მონაცემებით, “სინოფარმის” ვაქცინაზე 20 000 ადამიანს აქვს ჯავშანი გაკეთებული

167
0

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას პირადად ეცნობა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის შეფერხებები მოგვარებულია და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ რეგისტრაცია.

მისივე თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, “სინოფარმის” ვაქცინაზე 20 000 ადამიანს აქვს ჯავშანი გაკეთებული.

ცნობისთვის, 3 ივლისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ლიკა შარაძე