საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთანდაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვოფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
„სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.