“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებში მერობის კანდიდატებს დღეს წარადგენს.
,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ ფოთში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა იქნება.
,,ძალიან სწორი პოლიტიკური ნაბიჯია გადადგმული, რომ იდეაფიქსი არ არის არცერთი პოლიტიკოსისთვის სკამი და პარლამენტი. ფრონტის წინა ხაზზე დგანან და დადგებიან. ბოლომდე იბრძოლებენ.ეს არის რეფერენდუმი და არჩევნები, ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება. ამიტომაც, ფრონტის წინა ხაზზე დგება ყველა პარლამენტარი. მარტო თინა ბოკუჩავა არ არის, ყველა პარლამენტის წევრი დგება ასეთ კვანძურ, სტრატეგიულ ქალაქებში კანდიდატებად და ბრძოლისთვის არიან მზად”, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.
ლიკა შარაძე