მთავარი სხვადასხვა მასობრივ ვაქცინაციას უხუცესთა ანსამბლი ,,ბერმუხა“ შეუერთდა /ვიდეო/

მასობრივ ვაქცინაციას უხუცესთა ანსამბლი ,,ბერმუხა“ შეუერთდა /ვიდეო/

451
0

https://www.youtube.com/watch?v=YIZ2xKquU28&ab_channel=%E1%83%A2%E1%83%9512TV12

ხულოს მუნიციპალიტეტის ანსამბლ “ბერმუხას“ წევრები Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ და თორმეტივე ქორეოგრაფი “ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა. “ბერმუხას” ყველაზე უხუცესი წევრი 98 წლის მუხამედ ირემაძეა, ხოლო ყველაზე უმცროსი 69 წლის თემურ აბულაძე. უხუცესთა ვაქცინაცია ევექსის ჰოსპიტლების – “ხულოს სამედიცინო ცენტრში” ჩატარდა. პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე დაესწრნენ. ,,გაფართოვდა იმუნიზაციის პროცესი, მაღალმთიან აჭარაში უკვე დაწყებულია “ფაიზერით” ვაქცინაცია, ასევე მიმდინარეობს ,,სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“. მაგალითად ხულოში ყოველდღიური ჯავშნის რაოდენობა 100-მდეა. დღეს ჩვენ დავესწარით ანსამბლ ,,ბერმუხას“ წევრების ვაქცინაციის პროცესს. აიცრა პირველი უხუცესი მაღალმთიან აჭარაში, რომელიც 98 წლისაა. რა თქმა უნდა, პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია უფრო ინტენსიური ხასიათის გავხადოთ. დაახლოებით 3 000-მდე აცრა ადმინისტრირდება ყოველდღიურად ჩვენს რეგიონში, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს დღეებში, როგორც ხულოში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში, კერძოდ ქედასა და შუახევში ამბულატორიების დამატებას. ვაქცინაციის ტემპი ყოველდღიურად უნდა იყოს მზარდი“,- აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. აჭარაში ვაქცინაცია მიმდინარეობს 20 სამედიცინო დაწესებულებაში და ბათუმის ორ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. ამ ეტაპისათვის ვაქცინირებულია 64 286 ადამიანი.