მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მედია და მისი ადგილი თანამედროვეობაში

მედია და მისი ადგილი თანამედროვეობაში

274
0

ქობულეთში, 1-10 ოქტომბერს, კიდევ ერთი წარმატებული პროექტი “Media LIteracy in Action” ჩატარდა. ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები: საქართველო, სომხეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ჩეხეთი და მალტა ათი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ სესიებს და საფუძვლიანად იკვლევდნენ მედიას და მის ადგილს თანამედროვეობაში. დღევანდელ რეალობაში საზოგადოება ნამდვილად დიდი საფრთხის წინაშეა, მარტივია ცრუ და უზუსტო ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტის საშუალებით, რაც შემდგომ რიგით პრობლემებს იწვევს ხალხში. აღნიშნული საკითხი მკაფიოდ გვანახებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია  პროექტები, რომლებიც ეხება მედია განათლებას. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობას უკეთ გაანალიზოს ინფორმაცია, ჰქონდეს შესაძლებლობა უკეთ მოიძიოს წყაროები, გადაამოწმოს ახალი ამბები, არ წამოეგოს მარტივად პროპაგანდას და შეძლოს განსხვავება რეალურ ფაქტებსა და ადამიანის მიერ გაზიარებულ აზრებს შორის. სწორედ ეს მნიშვნელოვანი უნარჩვევები გამოიმუშავეს მონაწილეებმა ამ მცირე დროში, ისინი  ეცნობოდნენ მედია მანიპულაციის სხვადასხვა ხერხს, ჰქონდათ დისკუსიები თანამედროვე, აქტიურ პრობლემებზე, განიხილავდნენ მასმედიას და მის მოქმედებას პროექტში მონაწილე ქვეყნებში, აზიარებდნენ ცოდნას და გამოცდილებას ერთმანეთში. საბოლოოდ, მათ თავადაც ჩაატარეს აქტივობები და გაიღრმავეს  ცოდნა, რომელიც ამ  10 დღის განმავლობაში შეიძინეს ერთმანეთთან ყოფნის დროს. საბოლოოდ პროექტი  “Media LIteracy in Action”  წარმატებულად დასრულდა უამრავი კეთილი მოგონებით და კმაყოფილი მონაწილეებით, რომლებმაც საინტერესო იფნრომაცია მიიღეს მედია წიგნიერებასთან დაკავშირებით.

 

#EUPAMALTA

#Erasmusplus

#Youthexchange

# MediaLIteracyinAction

#ProutistUniversalMalta

#YCG

#PatrasYouthClub

#CreativeYouth

#EUTOPIA

#FriendsAgainstRacism