მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მემორანდული გაფორმდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისთვის „ქალთა ოთახთან”

მემორანდული გაფორმდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისთვის „ქალთა ოთახთან”

305
0

კიდევ ერთი მემორანდული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისთვის „ქალთა ოთახთან.“ დღეს გამგეობის ,,ქალთა ოთახსა” და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ ,,ინტელექტს” შორის, პროექტის ,,მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში” ფარგლებში – ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მიგრანტთა დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების საკითხებში.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახსა“ და ა(ა)იპ „ასოციაცია მომავლის ფერმერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.