მთავარი პოლიტიკა მინი-სკანდალი ძირს დავარდნილი სიების გამო

მინი-სკანდალი ძირს დავარდნილი სიების გამო

495
0

ბათუმში აღმაშენებელის ქუჩაზე მდებარე 104-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ადგილზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.

-„ქალს აგერ, ეზოში ფურცლები ჰქონდა რაღაც, წაართვეს და დაიწყო მერე გინება და ხალხიც მოიყარა აქ და წავიდა დაპირისპირება… არავინ დაუკავებიათ, უბრალოდ იგინებოდა ის ჯელალია თუ ვიღაცა და იწვევდა ხალხს, მაგრამ ამათ მოთოკეს თავი“-განაცხადა ინცინდენტის თვითმხილველმა მოქალაქემ.

ჯელალ ქიქავა საპირისპიროს ამბობს, მისი განცხადებით მოქალაქეებს უბანთან სპეციალური სიები ჰქონდათ, ვინ უნდა მისულიყო ,,ქართული ოცნების” მხარდასაჭერად და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მაინც იმავეს აკეთებდნენ.

-„მესამეჯერ მივედით ამ უბანზე, აღმაშენებელზე, დილიდან გავაფრთხილეთ, ერთხელ, მეორეჯერ… კოორდინატორები, რომელთაც არ აქვთ უბანთან მიახლოების კანონიერი უფლება, ვეუბნებით 100 მეტრის მანძილზე დადექით და რა სიებიც გინდათ, ის გქონდეთ, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, მაგრამ არ ესმით… ეს არის პოლიციის ბრალი, პოლიცია თავის საქმეს არ აკეთებს, მანქანიდან ქალები და მამაკაცები გადმოვიდნენ, გადმოუვარდათ ქაღალდი, ავიღე და ჩავიდე ჯიბეში, ეგ იყო და ეგ… იყო ერთ ერთი კოორდინატორის 30 კაციანი სია, რომელშიც გვარები, სახელები და ტელეფონები წერია ყველასი ვინც უნდა მოვიდეს და ვინც უნდა მისცეს „ოცნებას“ ხმა, აი, ეს არის მათი მეთოდი… სამართალდამცველები მოვიდნენ ცოტა გვიან, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ“-აცხადებს ჯელალ ქიქავა.