მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მურმან დუმბაძე – სააკაშვილის თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, ბიძინაზე მისი თავისუფლებაზე...

მურმან დუმბაძე – სააკაშვილის თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, ბიძინაზე მისი თავისუფლებაზე გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე

338
0

დღეს, როცა დასრულდება ეს მიტინგი, ყველანი მივდივართ სახლებში, ხელში უნდა ავიღოთფანქარი, ცარიელი ქაღალდი და ჩამოწეროთ იმ ადამიანების გვარი და სახელი, ვინც პირველტურში არ მოსულა არჩევნებზე და მეორე ტურში ისინი აუცილებლად უნდა მოიყვანოთ, – ასემიმართა მურმან დუმბაძემ, ბათუმში ,,გაერთიანებული ოპოზიციისმიერ ორგანიზებულსაპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.

მისი განცახდებით, არჩევნების მეორე ტური არის გადამწყვეტი ბრძოლა.

,,23 ოქტომბერს სწორედ ბათუმიდან დაიწყო ვარდების რევოლუცია 2003 წელს. მივესალმოთვარდების რევოლუციას, გაგრძელებაა დღეს მხოლოდ. 23 ოქტომბერს მესტიიდან ბათუმშიჩამოფრინდა ვიღაცა კაცი და აგერ ათეულ მეტრში ზღვაში იბანავა. ვინ იყო ეს კაცი? გინდათმიშას თავისუფლება? ის არ გადის ბიძინა ივანიშვილზე, მიშას თავისუფლება არ გადისპროკურატურაზე, მიშას თავისუფლება გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე. 30 ოქტომბერს ბათუმის მერად აირჩევთ გიორგი კირთაძეს და მიშა იქნება თავისუფალი. მოხვალთ ერთ კვირაში საარჩევნო ყუთთან და ხელვაჩაურის მერად აირჩევთ მიშა ბოლქვაძე, მიშა იქნება თავისუფალი. გაუმარჯოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე