მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რა განცადებას ავრცელებს საქართველოს პროკურატურა?!.

რა განცადებას ავრცელებს საქართველოს პროკურატურა?!.

294
0

საქართველოს პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს რომელსაც ,,აჭარა .უცვლელად გთავაზობთ.

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერსაქმეზემერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგმიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქმეში სისხლის სამართლის დარგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაზე. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარედგინა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ექსპერტთა რამოდენიმე კანდიდატურა.

ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება აპირებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით აღნიშნული პროცესის დისკრედიტაციას, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწონებით და მათთან შეთანხმებით, წარდგენილი კანდიდატებიდან, კვალიფიკაციის და სისხლის სამართლის დარგში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, შეირჩა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სისხლის სამართლის დარგის შვეიცარიელი ექსპერტიდანიელ ჟან ზაპპელლიექსპერტ დანიელ ჟან ზაპპელლის ცოდნის, კვალიფიკაციის და შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ მას უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს შვეიცარიის კონფედერაციაში მდებარე სენტ მიშელის და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარე ფრაიბურგის უნივერსიტეტებში.

კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში, იკავებდა შემდეგ თანამდებობებს:

შვეიცარიის კონფედერაციის ჟენევის კანტონის პროკურორი,

ჟენევის კანტონის გენერალური პროკურორი,

პროკურატურის ბიზნეს აგენტების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე,

პროკურატურის მანდატურების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე,

ჟენევის სასამართლო ხელისუფლების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე,

შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლებრივი დევნის მწარმოებელ ორგანოთა კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილე,

ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს კომერციული და გაკოტრების საქმეთა პალატი სპრეზიდენტი,

ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს მე-14 სამოქალაქო საქმეთა პალატისპრეზიდენტი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტი დანიელ ჟან ზაპპელლი მინისტრთა კომიტეტთან შეთანხმებით, ხსენებული საქმის მიმდინარეობის პროცესში კონსულტაციისმიზნით, 2021 წლის სექტემბრიდან ჩაერთო.

გარდა შერჩეული ექსპერტისა, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ცოდნის დაკვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის დარგის სხვა ექსპერტების კანდიდატურების მოძიება. კანდიდატურები, მოძიების შემდეგომ, დამატებით ერთი ექსპერტის შერჩევისმიზნით, წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს“-ნათქვამია განცხადებაში.