მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რით დაინტერესდნენ თურქი ჟურნალისტები აჭარის მთავრობაში

რით დაინტერესდნენ თურქი ჟურნალისტები აჭარის მთავრობაში

281
0

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ თურქული ტელეარხის გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. ტელეარხი TV-7 თურქეთის ავიახაზების მოწვევით იმყოფება ბათუმში. გადამღები ჯგუფი ამზადებს სპეციალურ სიუჟეტს გადაცემისათვის “ვმოგზაურობ მსოფლიოში”. რეიტინგული გადაცემა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის გაცნობას ეძღვნება. ბათუმზე მიძღვნილ გადაცემაში თურქ მაყურებელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თავად აწვდის ინფორმაციას რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალის შესახებ.